ლევ ტროცკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: xmf:ლევ ტროცკი
ხაზი 4: ხაზი 4:


== ბიოგრაფია 1917 წლის რევოლუციამდე ==
== ბიოგრაფია 1917 წლის რევოლუციამდე ==
ტროცკი დაიბადა იანოვკაში, [[ხერსონის პროვინცია]], [[უკრაინა]], უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ [[იდიში]]ს ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად [[კამენები, ლევ|ლევ კამენევს]], წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.
ტროცკი დაიბადა იანოვკაში, [[უკრაინა|უკრაინის]] [[ხერსონის პროვინცია]]ში, უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ [[იდიში]]ს ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად [[კამენები, ლევ|ლევ კამენევს]], წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.


ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ [[ოდესა|ოდესაში]] გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.
ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ [[ოდესა|ოდესაში]] გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.

15:55, 31 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტროცკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლევ ტროცკი

ლევ ტროცკი (რუს.: Лев Давидович Троцкий) (*26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1879, იანოვკა, უკრაინა21 აგვისტო, 1940, მეხიკო, მექსიკა), დაბ. ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (Лев Давидович Бронштейн) -- ბოლშევიკი რევოლუციონერი და მარქსისტი თეორეტიკოსი. ადრეული საბჭოთა კავშირის გავლენიანი პოლიტიკოსი, როგორც თავდაპირველად საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, შემდეგ კი როგორც წითელი არმიის დამფუძნებელი, მისი მეთაური და ომის სახალხო კომისარი. ასევე პოლიტბიუროს დამფუძნებელი წევრი. 1920-იან წლებში სტალინთან პოლიტიკური უთანხმოების გამო ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და საბჭოთა კავშირიდან გააძევეს; მოგვიანებით მეხიკოში ყოფნისას მოკლულ იქნა საბჭოთა აგენტის რამონ მერკადერის მიერ ყინულის სატეხი ცულით. ტროცკის იდეები ტროცკიზმის კომუნისტური თეორიის ბაზისია და ტროცკიზმი დღემდე რჩება კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სკოლად, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სხვა მარქსისტული პოლიტიკით გამსჭვალული სტალინისა და მაო ძედუნის თეორიებისგან.

ბიოგრაფია 1917 წლის რევოლუციამდე

ტროცკი დაიბადა იანოვკაში, უკრაინის ხერსონის პროვინციაში, უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ იდიშის ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად ლევ კამენევს, წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.

ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ ოდესაში გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link GA