სწორფრთიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: fa:راست‌بالان
r2.7.2+) (ბოტის დამატება: be:Прамакрылыя
ხაზი 15: ხაზი 15:


[[az:Düzqanadlılar]]
[[az:Düzqanadlılar]]
[[be:Прамакрылыя]]
[[ca:Ortòpter]]
[[ca:Ortòpter]]
[[cs:Rovnokřídlí]]
[[cs:Rovnokřídlí]]

09:31, 18 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

სწორფრთიანები (Orthoptera ანუ saltatoria) — იმ მწერების რიგი, რომელთაც ახასიათებს არასრული გარდაქმნა. აქვთ მოგრძო, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, მღრღნელი პირის ორგანოები. სწორფრთიანების უმეტესობას აქვს ორი წყვილი ფრთა, ზედა ვიწროა და მკვრივი, გამოხატულად დაძარღვული, უკანა — ფართო, სიფრიფანა, მარაოსებრ იკეცება. ზოგს ფრთები დამოკლებული ან სულ არ აქვს. უკანა კიდურები სახტომია. მუცელი 10-ნაწევრიანია, ბოლოვდება დაუნაწევრებელი დანამატებით — ცერკებით. ზოგი სახეობის დედლებში — კვერცხსადებით.

კლასიფიკაცია

სწორფრთიანების რიგი იყოფა ორ ქვერიგად — გრძელულვაშებიანებად (Dolichosera, ანუ Ensifera, კუტკალიები, ჭრიჭინები), რომელთაც აქვთ გრძელი ანტენები და კვერცხსადებები, და მოკლეულვაშიანებად (Brachicera ანუ Caelifera, კალიები), რომელთაც აქვთ მოკლე ულვაშები და კვერცხსადები. რიგში ოცი ათასამდე სახეობაა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული ევრაზიის კონტინენტზე, ყოფილ სსრკ-ში 700-ზე მეტი სახეობა აღირიცხებოდა. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სწორფრთიანები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (ყირიმი, კავკასია). სწორფრთიანების უმეტესობა მცენარეებით იკვებება, ზოგი მტაცებელი ან ნაირჭამიაა. ზოგი სწორფრთიანი, მაგალითად კალიები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მწვანე, ჩვეულებრივი, გრძელი, რუხლაქებიანი, თეთრშუბლა და სხვა ნაირჭამია კუტკალიები, რომლებიც აზიანებენ ციტრუსებს, ჩაის ბუჩქებს, თამბაქოს, ხორბალს და სხვა სახეობის კულტურებს. განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისთვის. ჭრიჭინებიდან საქართველოში შედარებით მავნე სახეობებია ველის, სახლის, მინდვრის, ვაზის ჭრიჭინები. აგრეთვე მახრა ანუ ბოსტანა და სხვა.

ლიტერატურა

თარგი:Link FA