ტარტუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+გალლერყ
-{{წყარო}}, ინფოდაფაში აქვს რესურსი
ხაზი 1: ხაზი 1:
{{წყარო}}
{{ინფოდაფა დასახლება
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი =ქალაქი
|სტატუსი =ქალაქი

08:55, 18 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

ქალაქი
ტარტუ
Tartu
ფაილი:Suudlevad-tudengid.jpg
ძველი ქალაქის ერთ-ერთი მოედანი
დროშა გერბი


Heade mõtete linn და City of good thoughts
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
რეგიონი ტარტუ
კოორდინატები 58°23′00″ ჩ. გ. 26°43′00″ ა. გ. / 58.38333° ჩ. გ. 26.71667° ა. გ. / 58.38333; 26.71667
დაარსდა 1262
ფართობი 38.8 კმ²
მოსახლეობა 102,414 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 2,640 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 50050–51111
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი tartu.ee
ტარტუ — ესტონეთი
ტარტუ

ტარტუ (გერმ. და შვედურად Dorpat, ლატვიურად Tērbata, რუს. Дерпт ან Юрьев) - ესტონეთის მეორე უდიდესი ქალაქი.

ტარტუ პირველი ესტონური ქალაქია, რომელიც ქრონიკებში მოიხსენიება–თვით ტალინზე ადრეც კი 1030 წელს. 1632 წელს ტარტუში დაარსდა უნივერსიტეტი, რითაც ეს ქალაქია ცნობილი მთელ ევროპაში. აკადემიზმის სული ტარტუში ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა..

ტარტუ მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ ესტონეთში, მდ. ემაიოიგის ხეობაში. მიუხედავად II მსოფლიო ომის დროინდელი დანაკარგებისა, შედარებით კარგადაა შემონახული ქალაქის კლასიკური ცენტრი. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია რატუშა (1782–1789. არქ. ი. ჰ. ბ. ვალტერი), XIV საუკუნის დროინდელი გოთური ეკლესია, XIX საუკუნის I დეკადების დროინდელი უნივერისტეტის მთავარი კორპუსის შენობა . აღსანიშნავია ხის სახლები. ტოონემიაგის პარკში, სადაც ოდესღაც ციხე–სიმაგრე მდებარეობდა, დღეს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი და ტარტუს ღირსეულ მოქალაქეთა ძეგლები მდებარეობს.

ტარტუ მდიდარია მუზეუმებით. მათ შორის აღსანიშნავია ესტონეთის ეროვნული მუზეუმი, რომელსაც გააჩნია მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექცია. აღსანიშნავია აგრეთვე XIII-XVI საუკუნეების დროინდელი კათედრალის ნანგრევებში განლაგებული უნივერსიტეტის მუზეუმი. სხვა მუზეუმებიდან: ობსერვატორიის, ანტიკვარიატის, ლიტერატურის, გეოლოგიის, ზოოლოგიის, სპორტის და სათამაშოების.