კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: sh:Klemens Wenzel Lothar Metternich
ბოტის შეცვლა: ar:ميترنيخar:كليمنس فون مترنيش
ხაზი 14: ხაზი 14:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1859]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1859]]


[[ar:كليمنس فون مترنيش]]
[[ar:ميترنيخ]]
[[az:Klement Metternix]]
[[az:Klement Metternix]]
[[be:Клемент Венцэль Лотар Метэрніх]]
[[be:Клемент Венцэль Лотар Метэрніх]]

07:20, 9 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

მეტერნიხი

კლემენტ ვენცელ ლოთარ მეტერნიხი (გერმ. Klemens Wenzel Lothar von Metternich; დ. 15 მაისი, 1773 – გ. 11 ივნისი, 1859), ავსტრიელი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, თავადი.

1806–09 წლებში ელჩად იმყოფებოდა პარიზში. 1809–21 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ფაქტობრივად მთავრობის მეთაური იყო. მეტერნიხი მიისწრაფოდა დაებრუნებინა ნაპოლეონის მიერ ავსტრიისათვის წართმეული მიწები. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ცდილობდა ინგლის–რუსეთის წინააღმდეგობები ავსტრიის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ხელი შეეშალა ევროპაში რუსეთის შემდგომი ექსპანსიისათვის. დიდი როლი შეასრულა ვენის კონგრესზე. იყო „საღვთო კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1821 წელს ავსტრიის კანცლერი გახდა. 1848 წლის რევოლუციამ დაამხო მეტერნიხის ხელისუფლება, რის შემდეგაც იგი საზღვარგარეთ გაიქცა. 1851 წელს ავსტრიის რევოლუციის შემდეგ ავსტრიაში დაბრუნდა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.

ლიტერატურა

  • კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, თბ., „კონა“, 2001.