შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40: ხაზი 40:
*[http://www.foxnews.com/story/0,2933,266809,00.html?sPage=fnc.science/evolution Fox News: Study: Chimps Are More Evolved Than Humans]
*[http://www.foxnews.com/story/0,2933,266809,00.html?sPage=fnc.science/evolution Fox News: Study: Chimps Are More Evolved Than Humans]


== ლიტერატურა ==
== ლიტერატრა ==
{{ქსე|10|747|}}
{{ქსე|10|747|}}



09:25, 20 სექტემბერი 2012-ის ვერსია

შიმპანზე

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pan
სახეობა

შიმპანზე (Pan) — ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი შიმპანზე (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც. ხეებზე გადაადგილდება მოსაჭიდებელი მტევნების მეშვეობით. ბუნაგს ხეზე იკეთებს. ქმნის ხროს, რომელშივ 5-25 (ზოგჯერ 40-45) ინდივიდია. იკვებება ნაირგვარი საკვებით. მაკეობა 225 დღე-ღამეს გრძელდება. შობს 1 ნაშიერს. დედალი შიმპანზე სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-10, ხოლო მამალი 7-8 წლისა. ცოცხლობენ 50-60 წელს. გამოირჩევა განვითარებული საზრიანი ინსტიქტებით. ურთიერთთან მიმართებისას გამოსცემს 30-მდე სხვადასხვა ბგერას, ახასიათებს მრავალფეროვანი მიმიკა და ჟესტიკულაცია. იგი უფრო ახლოს დგას ადამიანთან, ვიდრე სხვა ადამიანის მსგავსი მაიმუნები. შიმპანზეს რაოდენობა მცირეა, ჯუჯა შიმპანზე შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: