დელფინები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, იშვიათად კიბოსნაირებით. მაკეობა 10-12 თვე გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის სიგრძე დედის სიგრძის ნახევარს აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 3-5 წლის ასაკში. დელფინების ქვეოჯახში 20 გვარია 48 სახეობით. შაბ ზღვაში ცხოვრობს სამი სახეობა: [[აფალინა]], [[თეთრგვერდა დელფინები]] და [[ზღვის ღორი]]. ზოგი სახეობა (მაგ., [[ცელნამგალა ვეშაპი]]) კოსმოპოლიტია. დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. დელფინების სხეულის ფორმის ჰიდროდინამიკური სრულყოფა, გარეგანი საფარვლის აგებულება და ანტიტურბულლენტური თვისებები, დიდ სიღრმეში ვინთვის უნარი, საიმედო ექოლოკაცია და ამ ცხოველის ორგანიზაციის სხვა თავისებურებანი მეტად საინტერესოა [[ბიონიკა|ბიონიკისათვის]]. ასევე საინტერესოა ფიზიოლოგიისა და მედიცინის თვალთახედვით დელფინების სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მთელი რიგი შეგუებანი (მიოგლობინის სიუხვე, გარეგანი სუნთქვის ხანგრძლივად შეჩერების უნარი, სისხლში დაგროვილი ნახშირორჯანგი სუნთქვის ცენტრზე არ მოქმედებს, პულსი შენელებულია და სხვა).
 
დელფინების მოშინაურებით ადამიანს ზღვის სიმდიდრის უფრო სრულყოფილი ათვისების საშუალება ეძლევა. საზღვარგარეთ დელფინებს სწავლობენ სამხედრო მიზნითაც: ნაღმების, ტორპედოების, ჩაძირული გემების, წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და სხვა. დელფინების ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ყოფილ [[სსრკ]]-ში დელფინებისდელფინებზე რექვარეწვა აკრძალულიააკრძალული (იყო [[1966)|1966 წლიდან]].
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ