ფავნელები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
'''ფავნელები''' — [[ქართლი]]ს დიდ [[აზნაური|აზნაურთა]] საგვარეულო IX-X საუკუნეებში. გვარის სახელწოდება მომდინარეობს სოფელ [[ფავნისი]]დან (ახლანდელი [[ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)|კასპის ახალქალაქის]] ტერიტორია).
 
ფავნელების მამულები მდებარეობდა [[თეძმის ხეობა]]ში. საგვარეულო პირველად იხსენიება დღემდე მოღწეულ უძველესი ქართული დოკუმენტში „ნასყიდობის დაწერილი ფავნელისა მღვიმის მონასტრისადმი“ (IX-X სს.), რომელიც შემორჩენილია XIII საუკუნის პირის სახით. მისი ცნობით, ფავნელებს მონაწილეობა მიუღიათ ქართველების მიერ [[ბარდავი]]ს დალაშქვრაში. ბრძოლაში ფავნელის ერთი ვაჟი დაღუპულა, მეორე ტყვედ ჩავარდნილა, მესამე სახლში გარდაცვლილა. გარდაცვლილთა სულის დასაურვებლად და ტყვედ ჩავარდნილთა გამოსახსნელად ფავნელებსფავნელს [[შიომღვიმის მონასტერი|მღვიმის მონასტრისათვის]] მიუყიდია 4 სოფელი თეძმის ხეობაში: [[ცხევერეთი]], [[კოტმანი]], [[გავაზელნი]] და [[გველდესი]]. ამის შემდეგ ფავნელთა საგვარეულო იშვიათად ჩანს წყაროებში. XIII საუკუნის მეორე ნახევარში იხსენიება [[დავით VI ნარინი]]ს თანამეცხედრის თამარ [[ამანელისძენი|ამანელისძის]] ასულის მწირველი — ილარიონ ფავნელი. XIV-XV საუკუნეების რამდენიმე დოკუმენტი ცნობებს გვაწვდის ფავნელთა დანათესავებაზე [[თმოგველები|თმოგველებთან]]. ფავნელთაგან ნაწილის სოფლების XIII საუკუნეში ჯერ კიდევ მღვიმეს ეკუთვნოდა, შემდეგ სამეფო-[[სახასო]] გახდა, მერე კი სხვა საგვარეულოთა ხელში გადავიდა. ფავნელების საფეოდალოს ჯერ [[თორელები|თორელ]]-[[ჯავახიშვილები]], შემდეგ კი — [[სააკაძეები|სააკაძე]]-[[თარხნიშვილები]] დაეპატრონენ.
 
მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ფავნელებს უკავშირდება [[ტბელები]]სა და [[სურამელები]]ს საგვარეულოები. ზოგიერთი მოსაზრებით, ფავნელთა შთამომავლებად ჩანან ასევე XVII-XVIII საუკუნეებში მოხსენიებული [[ფავნელიშვილები]] (ფავლენიშვილები), რომელთა ერთი შტო აზნაურთა, ხოლო მეორე — [[თავადი|თავადთა]] წოდებას შეადგენდა. ისინი ფლობდნენ მამულებს როგორც თეძმის, ასევე [[ლიახვის ხეობა]]ში ([[ერედვი]], [[ნიქოზი]]). [[ვახუშტი ბატონიშვილი]]სა და XVIII საუკუნის ზოგიერთი დოკუმენტის ცნობებმა საფუძველი დაუდო ტრადიციას ფავნელიშვილთა [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] გვარიდან წარმომავლობაზე და მათი [[სანაინი]]დან ფავნისში, ხოლო ფავნისიდან ერედვში გადმოსახლების შესახებ.

სანავიგაციო მენიუ