არტეზიული წყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh:自流含水層
r2.7.2) (ბოტის დამატება: jv:Tuk umbul
ხაზი 37: ხაზი 37:
[[it:Pozzo artesiano]]
[[it:Pozzo artesiano]]
[[ja:自噴]]
[[ja:自噴]]
[[jv:Tuk umbul]]
[[kk:Артезиан суы]]
[[kk:Артезиан суы]]
[[kn:ಚಿಲುಮೆ ಬಾವಿಗಳು]]
[[kn:ಚಿಲುಮೆ ಬಾವಿಗಳು]]

13:09, 11 სექტემბერი 2012-ის ვერსია

არტეზიული წყლების სქემა

არტეზიული წყლები (ფრანგ. Puits artésien) — ღრმად განლაგებულ წყალგაუმტარ შრეებს შორის მოქცეული ჰიდრავლიკურ წნევიანი მიწისქვეშა წყალი. ასეთი წყალი ცნობილი იყო საფრანგეთში XII საუკუნიდან. არტეზიული წყლების არსებობას განაპირობებს სინკლინურ ან მონოკლინურ სტრუქტურაში წყალგაუმტარ შრეებს შორის წყალშემცველი შრის მდებარეობა. ამგვარ წყალშემცველ სტრუქტურას არტეზიული აუზი ეწოდება.

არტეზიული წყალი შეიძლება იყოს სასმელი, სამრეწველო, სარწყავი, თერმული და სამკურნალო.

საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არტეზიული აუზებია: ბზიფის, კოდორის, სამეგრელოს, კოლხეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, წყალტუბოს, არგვეთის, ქართლის, ალაზნის, იორ-შირაქის, მარნეულ-გარდაბნისა და ახალციხის.

სახელწოდება მომდინარეობს საფრანგეთის პროვინციის არტუას (ლათ. Artesium) სახელწოდების მიხედვით.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 588.
  • ოვჩინიკოვი ა., ზოგადი ჰიდროგეოლოგია, თბ., 1964.