დარიალის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(iw he)
'''დარიალის ხეობა''', მდინარე [[თერგი]]ს ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი [[ყაზბეგის რაიონი|ყაზბეგის რაიონში]]. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდ. ჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნოადაგს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის [[საქართველოს სამხედრო გზა]].
'''დარიალის ხეობა''' - მდინარე [[თერგი|თერგის]] ხეობა [[კავკასიონი|კავკასიონის]] მთავარი და გვერდითი ქედების გადაკვეთასთან, [[საქართველო|საქართველოში]]. ხეობა 3 კმ სიგრძისაა, რომლის თავზე აღმართულია 1000 მ-მდე სიმაღლის კლდეები. დარიალის ხეობაში გადის [[საქართველოს სამხედრო გზა]]. ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: [[პლინიუსი]] მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), [[პტოლემე]] - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ქართულ წყაროებში დარიალის აღსანიშნავად გვხვდება ტერმინები: რალანი, დარგანი, დარიალანი.
 
სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: [[პლინიუსი, გაიუს სეკუნდუს|პლინიუსი]] მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), [[პტოლემე]] - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იგი იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.
 
ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ- და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე [[მირიან I]]-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში [[გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]], მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.
 
დარიალის ხეობაში მდ. თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დარიალის ციხე. ნანგრევებში სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები გაირჩევა. ძირითადი ფენა ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ნაშთიც, როგორც ჩანს, ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ამავე მხარეს ყოფილა მდინარეზე ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბიც. მოგვიანებით დასავლეთიდან წყალსადენი გაუვანიათ. გალავნისა და კოშკების გარდა ციხის ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა შენობის ნანგრევები.
{{ქსე}}
[[კატეგორია:საქართველოს ხეობები]]
[[de:Darielpass]]

სანავიგაციო მენიუ