აფონსუ III (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: eo:Alfonso la 3-a (Portugalio)
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: el:Αλφόνσος Γ΄ της Πορτογαλίας
ხაზი 18: ხაზი 18:
[[cs:Alfons III. Portugalský]]
[[cs:Alfons III. Portugalský]]
[[de:Alfons III. (Portugal)]]
[[de:Alfons III. (Portugal)]]
[[el:Αλφόνσος Γ' της Πορτογαλίας]]
[[el:Αλφόνσος Γ΄ της Πορτογαλίας]]
[[en:Afonso III of Portugal]]
[[en:Afonso III of Portugal]]
[[eo:Alfonso la 3-a (Portugalio)]]
[[eo:Alfonso la 3-a (Portugalio)]]

16:46, 30 აგვისტო 2012-ის ვერსია

აფონსუ III (პორტუგალია)

აფონსუ III (პორ. Afonso III) (1210 -- 16 თებერვალი 1279) პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1248 - 1279 წლებში. აფონსუ IIს და ურაკა კასტილიელის ვაჟი. იქორწინა 1235 წელს მატილდაზე, რენო დე მარტინის ასულზე და 1254 წელს ბეატრისა გუსმანი, ალფონსო Xს, კასტილიის მეფის უკანონო შვილზე.

1245 წლიდან, როდესაც აფონსუს უფროსი ძმა სანშუ II გადააყენეს და იგი ფაქტიურად მმართავდა ქვეყანას. 1248 წელს კი კორტესებმა იგი ოფიციალურად მეფედ აღიარეს. მან განაახლა არაბებთან ომი და დაპყრო მთელი ალგარვი. აფონსუ ზრუნავდა მიწათმოქმედების განვითარებაზე, დაპყრობილ ტერიტორიებზე ასახლებდა ქრისტიან კოლონისტებს და ქმნიდა ახალ დასახლებებს. ძალაუფლების გამყარების შემდეგ, მან დაიწყო სასულიერო პირების უფლებების შეზღუდვა. ეპისკოპოსები ჩიოდნენ, რომ იგი ითვისებს ეკლესიის მამულებს, ართმევს შემოსავლებს და აიძულებს სასულიერო პირებს დაემორჩილონ საერო სამართალს. რომის პაპი გრიგოლ IX დაემუქრა აფონსუს ეკლესიისგან განკვეთით. ალფონსუ არწმუნებდა პაპს, რომ პატივს სცემს მას, მაგრამ აგრძელებდა თავის პოლიტიკას. 1277 წლამდე მას გასდიოდა ეს პოლიტიკა, მაგრამ ბოლოს იგი განკვეთეს ეკლესიისგან. მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1279 წელს შეურიგდა იგი სასულიერო პირებს, და დაპირდა 1245 წელს მიცემული დაპირებების შესრულებას.

რესურსები ინტერნეტში

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X