ადამ ვაისჰაუპტი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
==ილუმინატების ორდენის დაარსება==
 
{{ციტირება|იმ მომენტისათვის, როდესაც ფაქტობრივად ბოლო არ უჩანდა ფარული გაერთიანებებით „თამაშსა“ და მათ ბოროტად გამოყენებას, მე გადავწყვიტე ამით გამოწვეული ადამიანური სისუსტე გამომეყენებინა გაცილებით უფრო რეალური და ღირებული მიზნისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის. მე მსურდა განმეხორციელებინა ის, რაც წესით თავიანთი მოვალეობის ფარგლებში სასულიერო და საერო ხელისუფლებებს ევალებოდათ.<ref name="Schneider"> [http://books.google.ge/books?id=Hf1v4gFT3oYC&printsec=frontcover#v=onepage&q&f=false Schneider, Heinrich (1947) ''„Quest for Mysteries: The Masonic Background for Literature in 18th Century“'' Kessinger Publishing. p. 24 n.49] {{en}} </ref>.}}
 
 
[[1776|1776 წლის]] [[1 მაისი|1 მაისს]] ვეისჰაუპტმა დაარსა „პერფექტებილისტების“ ორდენი („''Order of Perfectibilists''“), რომელიც დღესდღეობით „ბავარიელი ილუმინატების“ სახელითაა ცნობილი. ვეისჰაუპტმა დაირქვა ფსევდონიმი [[სპარტაკი|„სპარტაკი“]] (''„Brother Spartacus“''). ორდენის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მონარქიული ხელისუფლებისა და სახელმწიფო რელიგიის გაუქმება მთელს ევროპასა და მის კოლონებში<ref name="Encyclopedia"> [http://www.newadvent.org/cathen/07661b.htm Catholic Encyclopedia: „''Illuminati''“] {{en}} </ref>. საკუთარი ორდენის პოპულარიზაციის მიზნით, [[1777|1777 წელს]] ადამ ვეისჰაუპტი გაწევრიანდა [[მიუნხენი|მიუნხენის]] [[თავისუფალი მასონები|მასონურ ლოჟაში]] — ''„Theodor zum guten Rath“''. ვეისჰაუპტს სურდა ადამიანური ბუნების სრულყოფა, რისი მიღწევის ძირითად საშუალებას, მისი აზრით, წარმოადგენდა სრული შემეცნება, გათვითცნობიერება, სახელმწიფოსა და ეკლესიის ზემოქმედებისაგან გათავისუფლება. მოგვიანებით, ვეისჰაუპტმა დაიწყო მუშაობა „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის სტრუქტურაზე, რათა ეს უკანასკნელი მაქსიმალურად დამსგავსებოდა [[თავისუფალი მასონები|მასონთა]] საიდუმლო ორგანიზაციების სტრუქტურას<ref name="Encyclopedia"/>. ადამ ვეისჰაუპტის რადიკალურ [[რაციონალიზმი|რაციონალიზმსა]] და მის მსოფლმხედველობას ბავარიის ხელისუფლება არ მიესალმებოდა. [[1784|1784 წელს]] [[კარლ IV თეოდორი|ბავარიის მმართველმა კარლ IV თეოდორმა]] აკრძალა ადამ ვეისჰაუპტის „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის და ზოგადად, ნებისმიერი ფარული ორგაზნისაციისა და საზოგადოების საქმიანობა. საბოლოო ჯამში ვეისჰაუპტმა დაკარგა უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი და დატოვა ბავარია.<ref name="Encyclopedia"/>.
 
==მოღვაწეობა დევნილობაში==
[[ფაილი:Thomas Jefferson rev.jpg|მინიატიურა|170px|მარცხნივ|[[ტომას ჯეფერსონი|ტომას ჯეფერსონი]] — [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] რიგით მე-3 [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]]]
 
{{ციტირება|როგორც ჩანს, ვეისჰაუპტი თავდადებული [[ფილანტროპი|ფილანტროპია]]. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვეისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ის ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირება. ქრისტეს მცნებები არის ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას — თავისუფლებასა და თანასწორობას. ვეისჰაუპტი ამბობს, რომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვის, როგორც იესო ნაზარეველს. ვეისჰაუპტი თვლიდა, რომ თავდაპირველად [[თავისუფალი მასონები|თავისუფალი მასონები]] იცავდნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტ პრინციპებს და დღემდეც შეინარჩუნეს მათი ნაწილი, თუმცა ძალიან დამახინჯებული სახით. ვეისჰაუპტი კი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნვეყლოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან. „შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვის ნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“ გამომდინარე იქიდან, რომ ვეისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბვარიიდან განდევნა, ფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა [[ჯორჯ რობისონი|რობისონის]], [[აუგუსტინ დე ბარუელი|ბარუელისა]] და [[იედიდია მორსე|მორსეს]] ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვეისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი "თამაშგარე" მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით — ადამ ვეისჰაუტს რომ ეცხოვრა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად.<ref name="Jefferson">[http://memory.loc.gov/cgi-bin/query/r?ammem/mtj:@field(DOCID+@lit(tj090050)) "Thomas Jefferson to Reverend James Madison, January 31, 1800, The Thomas Jefferson Papers (American Memory from the Library of Congress)" ] {{en}} </ref>.}}
 
==ადამ ვეისჰაუპტი თანამედროვე ცხოვრებაში==

სანავიგაციო მენიუ