გოსტაშაბიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
{{ქსე}}
{{ქსე}}


[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალთა საგვარეულოები]]
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]

10:33, 10 აპრილი 2007-ის ვერსია

გოსტაშაბიშვილები, თავადთა საგვარეულო, ბარათაშვილთა ერთი შტო XVI-XIX სს. ქვემო ქართლში. გოსტაშაბიშვილების გვარის ფუძემდებლად ითვლება გოსტაშაბ ქავთარის ძე ბარათაშვილი, 1523 წელს ბარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გოსტაშაბიშვილების სათავადო მამულები - საგოსტაშაბიშვილო - ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა; ყმა-მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაშაბიშვილების სამფლობელოს ცენტრი იყო სოფ. ამლივი (ახლანდელი ამლევი, თეთრი წყაროს რაიონი), სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული სასაფლაო-მონასტერი. გოსტაშაბიშვილებს სასახლე ჰქონდათ ბირთვისშიც, სასაფლაო-საძვალე კი ბეთანიაში. გოსტაშაბიშვილებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე 300-მდე ყმა-გლეხი და 10-მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წელს და 1721-1724 წლებში გოსტაშაბიშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამულები დაქუცმაცდა, ლეკიანობის შედეგად კი, XVIII საუკუნის ბოლოსათვის, გოსტაშაბიშვილების ყმა-მამული შემცირდა, რის გამოც ისინი XIX საუკუნეში წვრილ მფლობელებად იქცნენ. გოსტაშაბიშვილების ფეოდალური სახლის უფროსი - მეორე, ხოლო სახლიკაცები - მესამე ხარისხის თავადებად ითვლედბოდნენ.