სელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ added Category:სელისებრნი using HotCat |
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: uk:Льон (рід) |
||
ხაზი 54: | ხაზი 54: | ||
[[tr:Keten (cins)]] |
[[tr:Keten (cins)]] |
||
[[udm:Етӥн]] |
[[udm:Етӥн]] |
||
[[uk:Льон (рід)]] |
|||
[[ur:کتان]] |
[[ur:کتان]] |
||
[[zh:亚麻属]] |
[[zh:亚麻属]] |
20:17, 13 აგვისტო 2012-ის ვერსია
სელი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Linum | ||||||||||
|
სელი (Linum) — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარე სელისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-მდე სახეობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ანუ კულტურული სელი (Linum usitatissimum), რომელიც იყოფა 5 ჯგუფად: სართავი, შუალურა ზეთოვანი, მსხვილმარცვალა, გართხმული. უმთავრესად კულტივირებულია სართავი და ზეთოვანი სელი.
სართავი სელი ერთწლოვანია, აქვს ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 70-125 სმ აღწევს, ლანცეტისებრი ფოთოლი, ყვავილედი მტევანი. ნაყოფი კოლოფია, თესლი — ბრტყელი, კვერცხისებრი, ყავისფერი (ზოგჯერ ყვითელი). ბოჭკოსაგან (ღეროში 20-25%-ია) ამზადებენ ნართს, ქსოვილს. ჩენჩოს იყენებენ საწვავად. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთი). ამჟამად აღარ მოჰყავთ.
ზეთოვანი სელი ერთწლოვანია, დატოტვილღეროიანი. მისი თესლისაგან (35-52% ზეთს შეიცავს) ამზადებენ ლაქს, ოლიფას, საღებავს, ლინოლეუმს და სხვა. იყენებენ აგრეთვე საჭმელად და მედიცინაში. ჩენჩო კონცენტრირებული საკვებია.
ლიტერატურა
- ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1975;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 278.