რუსეთ-საქართველოს ომი (2008): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93: ხაზი 93:
ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, [[მარატ კულახმეტოვი|მარატ კულახმეტოვმა]].
ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, [[მარატ კულახმეტოვი|მარატ კულახმეტოვმა]].


[[რუსეთის 58-ე არმია|რუსეთის 58-ე არმიის]] ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი [[-72]] ტანკები, [[ბმპ-2]] საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი [[ჰაუბიცა|ჰაუბიცები]], ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.
[[რუსეთის 58-ე არმია|რუსეთის 58-ე არმიის]] ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი [[Т-72]] ტანკები, [[БМП-2]] საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი [[ჰაუბიცა|ჰაუბიცები]], ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.


რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და [[სუ-27]] თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.
რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და [[სუ-27]] თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.

18:36, 7 აგვისტო 2012-ის ვერსია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რუსეთ-საქართველოს ომი (2008)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რუსეთ-საქართველოს ომი (2008) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
რუსეთ-საქართველოს ომი
ქართულ-ოსური კონფლიქტის და
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი
რუკა
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები 2008 წლის ომამდე.
თარიღი 1 აგვისტო - 16 აგვისტო
მდებარეობა საქართველო
შედეგი

რუსეთის/სეპარატისტი ოსებისა და აფხაზების გამარჯვება

მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
საქართველოს დროშა საქართველო
მეთაურები
რუსეთის დროშა დიმიტრი მედვედევი
რუსეთის დროშა ვლადიმერ პუტინი
რუსეთის დროშა ანტოლი სერდიუკოვი
რუსეთის დროშა ნიკოლაი მაკაროვი
რუსეთის დროშა ვალდიმერ ბოლდირევი
რუსეთის დროშა ანატოლი ხრულიოვი
რუსეთის დროშა ვიაჩესლავ ბორისოვი
რუსეთის დროშა მარატ კულახმეტოვი
რუსეთის დროშა ვლადიმირ შამანოვი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ვასილი ლუნევი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ანატოლი ბრანკევიჩი
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა სერგეი ბაგაფში
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა მერაბ ქიშმარია
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა ანატოლი ზაიცევი
საქართველოს დროშა მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს დროშა ლადო გურგენიძე
საქართველოს დროშა დავით კეზერაშვილი
საქართველოს დროშა ზაზა გოგავა
საქართველოს დროშა მამუკა ყურაშვილი
საქართველოს დროშა ალექსანდრე ლომაია
საქართველოს დროშა დავით ნაირაშვილი
საქართველოს დროშა ვანო მერაბიშვილი
ძალები
საქართველოს შეაირაღებული ძალები
ცხინვალის რეგიონში:
10 000–11 000 სამხედრო (შსს-ის სპეციალური ძალების ჩათვლით)
გორში:
10 000 მობილიზებული რეზერვისტი[5]
ერაყში:
2 000 სამხედრო[11]
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაახლ. 5 000 პოლიციელი[12]
აზერბაიჯანის დროშა მცირე რაოდენობით ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანული მედიის ცნობით.[13]
დანაკარგები
რუსეთის დროშა 64 ჯარისკაცი მოკლული, 283 დაჭრილი, 3 დაკარგული, 7 ტყვედ აყვანილი, 3 ტანკი, 18 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 8 თვითმფრინავი განადგურებული.[14][15]
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა 150 მოკლული (მოხალისეების ჩათვლით), 41 ტყვედ აყვანილი, 1 ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა განადგურებული.
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა 1 მოკლული, 2 დაჭრილი.
საქართველოს დროშა 170 ჯარისკაცი მოკლული, 1964 დაჭრილი, 9 დაკარგული, 42 ტყვედ აყვანილი; 14 პოლიციელი მოკლული, 22 დაკარგული, 27 ტანკი, 19 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 3 თვითმფრინავი განადგურებული.[16]
სამოქალაქო დანაკარგები:
სამხრეთ ოსეთი: 162 რუსეთის ცნობით, 365 სამხ. ოსეთის ცნობით.[17]
საქართველო: საქართველოს მთავრობის მტკიცებით 228 მოქალაქე მოკლულია ან დაკარგულია.[18]
ერთი უცხოელი მოქალაქე მოკლული და 3 დაჭრილი.[19]
ლტოლვილები და დევნილები:
სულ მცირე 158,000 მოქალაქე იძულებით გადასახლებული[20] (მათ შორის 30,000 ოსი, რომელიც ჩრდ. ოსეთში, რუსეთი, გადავიდა, 56,000 ქართველი გორიდან და 15,000 ქართველი სამხ. ოსეთიდან UNHCR-ის ცნობით), რომელიც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადავიდა.[21][22] საქართველოს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინატორის შეფასება: სულ მცირე 230,000.[23][24][25]
რუსეთ-საქართველოს ომი ვიკისაწყობში
2008 წლის აგვისტომდე ქართველების მიერ კონტროლირებული ნაწილი ცხინვალის რეგიონში
სამხედრო მოქმედებების რუკა. ლურჯად მონიშნულია ქართული ჯარების მიმართულება, წითლად — რუსების.

რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.

ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.[26][27][28] რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშურისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით[29] და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.[30]

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება,[31] თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.[32] შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).[33][34][35] რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.

პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

წინაპირობები

ოსები წარმოშობით მდინარე დონის ნაპირებზე მცხოვრები ალანების შთამომავლები არიან, რომლებიც კავკასიაში დაახ. XIII საუკუნეში გადმოსახლდნენ მონღოლთა მიერ მათი სამშობლოდან აყრის გამო.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! ოსების დიდი ნაწილი ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დასახლდა. ნაწილი მოგვიანებით, XVII საუკუნიდან, სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვიდა და დღევანდელი ცხინვალის რეგიონში დასახლდა.[36] საბჭოთა პერიოდში ოსებს შეზღუდული ავტონომია მიენიჭათ საქართველოს სსრ-ის ფარგლებში (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი). საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1991-92 წლებში სამხრეთ ოსეთში ეთნიკური კონფლიქტი მოჰყვა, რაც ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. კონფლიქტში დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა[37]მათი სურვილი ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება იყო.[36] სამხრეთ ოსეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, საერთაშორისო თანამეგობრობას არ უცვნია. რეგიონის მოსახლეობას ძირითადად ოსები შეადგენენ. მოსახლეობის დაახ. 20 % ქართველია (14,000. სულ 70,000).[38]ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რეგიონში მხარეებს შორის სამშვიდობო შუამავლის როლს რუსი, ჩრდილოეთ ოსეთისა და ქართველი სამხედროები ასრულებდნენ (500 წარმომადგენელი ყოველი მხრიდან). ამავე პერიოდში რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ოსურ მოსახლეობას საშუალები მისცა მისი მოქალაქეობა მიეღო.

ბოლო წლების განმავლობაში არტილერიული სროლები მხარეებს შორის დროდადრო მწვავდებოდა, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოსებს მშვიდობის სანაცვლოდ ფართო ავტონომია შესთავაზა, რაც ოსებმა უარყვეს, ვინაიდან მათი გაცხადებული სურვილი სრული დამოუკიდებლობა იყო.[39]

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს გავლენის ქვეშ მოქცევა სააკაშვილის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ.[40] ამასთან, 2002 წლიდან აშშ-ის არმია საქართველოს ინტენსიურ წვრთნებს უტარებდა და დახმარებას უწევდა.[41] საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა 2008 წლისთვის თითქმის $0.99 მილიარდი შეადგინა,[42][43] რაც მშპ-ის 4,5 % და საქართველოს საზოგადოებრივი შემოსავლების მეოთხედზე მეტი.[44]

ამჟამად, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და რუსულ პასპორტს ფლობს: BBC-ს ცნობით, სამხრეთ ოსეთის 70.000 მოქალაქის ნახევარზე მეტმა მიიღო მოსკოვის შეთავაზება რუსული პასპორტის მიღებაზე.[36] დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა 90%-ს რუსული პასპორტი აქვს. რუსეთის მტკიცებით, ეს საკმარისი საბაბია რეგიონში რუსეთის ინტერვენციისთვის, მათი მოქალაქეების დასაცავად, სამშვიდობოების მისიის ფარგლებში.[45]

ქრონოლოგია

1-7 აგვისტო: დაპირისპირების ესკალაცია

გვიან 1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა სროლის დაწყებაში. 3 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.[46]

4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.[47]

კანტიკუნტი სროლები გრძელდებოდა მომდევნო რამდენიმე დღეს. 6 აგვისტოს საქართველოს განცხადებით ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.[48] ცხივნალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა.[49] 7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა.[50][51]

„კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად იქნა შემოტანილი“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობირივი დროით 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში.[52] თუმცა დღის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეტყვეტა გამოაცხადა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.[53]

7-8 აგვისტო: ქართული იერიში

ქართული არმიის სუ-25.
რუსული არმიის კუთვნილი სუ-27, რომლის მსგავსი გამანადგურებლები რუსებმა ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად გამოიყენეს.

ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო.[54][55] სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა - ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! 7 აგვისტოს საღამოს 22:00 ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ.

7 აგვისტოს საღამოს 11:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო.[56] 11:45 საათზე OSCE-ს მონიტორების განცხადებით ჭურვები ცხინვალზე ყველი 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა.[56] ქართველები 27 ნაღმსატყორცნსა და 152 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისი ძალები ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდნენ. ქართული დაზვერვის ცნობით[57] და რამდენიმე რუსლ წყაროზე დაყრდნობით, 58-ე რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა როკის გვირაბით, სანამ ქართული მხარე იერიშს დაიწყებდა.[58][59][60][61][62][63] თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ უტყუარი მტკიცებულება იმაზე, რომ რუსეთი ქვეყანაში შემოიჭრა მანამ, სანამ ქართველები ოპერაციას დაიწყებდნენ, ან ის, რომ სიტუაცია ქართველებისთვის ოსურ ზონაში იმდენად მძიმე იყო, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, ვერ შეძლო.[64][65]

დღის განმავლობაში, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ქალაქში სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 4:45 საათზე საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და რომ ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად იძახის, ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. თვით მამსუროვი, რომელიც ამ კონვოის მოყვებოდა, უვნებელი გადარჩა. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაგაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა რა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით ჩრდილოეთ ოსეთში 1100 ლტოლვილი გადავიდა კონფლიქტის ზონიდან.

8 აგვისტო: რუსეთის ჩართვა

რუსული სამხედრო კოლონა სოფ. ჯავასთან.

8 აგვისტოს დილას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.

ნახევარ საათში, საქართველოს წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში იჭრება და ორ ბომბს აგდებს ქარელის პოლიციის სადგურთან. ამავე წყაროს ცნობით რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფი“.

11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზირებულ იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან“ თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“. სამხრეთ ოსეთში რუსეთის გარნიზონის მეთაურის განცხადებით ქართული ნაღმები ცხინვალში პირდაპირ მათ ყაზარმებს მოხვდა, რის შედეგადაც 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.

ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.

რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი Т-72 ტანკები, БМП-2 საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.

რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.

კულახმეტოვის განცხადებით მძიმე არტილერიის გამო ცხინვალი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. ფრანს პრესის ცნობით, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ ცნობები რუსული ტანკების შესახებ ცხინვალის რეგიონში დადასტურდებოდა, საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებდა. რუსეთის ტანკების ცხინვალში შესვლა მცირე ხანში დაადასტურა CNN-მა. იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.[66]

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რამაც ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან სამი ქართველი ჯარისკაცი იყო.
  • დაახლოებით 23:45 წუთზე, რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ფოთზე, კერძოდ კი — პორტზე. ასევე 58-ე არმიის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ე.წ. ტოჩკა-უ-თი (რომლებიც ოჩამჩირეში იყო განთავსებული) გაშვებულ იქნა ორი რაკეტა, რომელიც ფოთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
რუსული ბომბი ფოთში

სააკაშვილის განცხადებით საქართველო უკან იწვევდა ერაყში მყოფ I ბრიგადის 2000 ჯარისკაცს.

9 აგვისტოს ესკალაცია

რუსული მოიერიშეები გორის საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ. ფოტო: როიტერი

რუსული მედიის განცხადებით სროლები რუსულსა და ქართულ მხარეებს შორის ღამით ისევ განახლდა. კახა ლომაიამ როიტერს განუცხადა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებდა. ლომაიას განცხადებით რუსებმა ასევე დაბომბეს ფოთის პორტი და აგრძელებდნენ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დილით ადრე, ასევე დაიბომბა ვაზიანის აერდრომის ასაფრენი ბილიკი. საქართველომ აკრძალა რუსული ტელეარხების ტრანსლაცია ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომის წარმოების გამო. ამასობაში, რუსეთმა გაწყვიტა საჰაერო კავშირი საქართველოსთან. ამ დროისთვის გაერომ ვერ შეძლო კონსენსუსი მიეღწია განცხადებისთვის შესაფერისი ფორმულირების შერჩევისთვის.

  • დილით ადრე რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.
  • დაახლოებით 9:00 საათზე უცნობი წყარო რუსეთის სამხედრო სამეთაურო ცენტრიდან რუსულ მედიას ატყობინებს, რომ 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა სრულიად გაწმინდეს ცხინვალი ქართული ჯარებისგან. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
  • 9:27 საათზე როიტერის ცნობით, ორმა რუსულმა მოიერიშემ ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა გორთან. ხუთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც სულ მცირე ერთი ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა ქალაქ გორში.[66]
  • 9:41 საათზე Lenta.ru (RIA ნოვოსტზე ბმულით) იტყობინება, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის, იკორ კონაშენკოვის განცხადებით, ისინი გადაიყვანეს რუსული სახმელეთო ჯარების გასაძლიერებლად. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების 98-ე ივანოვოს დივიზია და მოსკოვის 45-ე სადაზვერვო ჯგუფი „სპეცნაზი“ ასევე გადაინაცვლებს კონფლიქტის რეგიონში. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.
  • 9:57 საათზე რუსული მხარე იუწყება, რომ 58-ე არმიამ სრულიადა გაწმინდა ცხინვალი ქართული შეიარაღებული ძალებისგან.
  • 10:30 საათზე რუსულმა გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მათი ორი მოიერიშეს ჩამოგდება (სუ-25 და ტუპოლევ ტუ-22მ). ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. ოსების განცხადებით მათ ორი ქართული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ქართველი ჩინოვნიკის განცხადებით მათ ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე და შეიპყრეს პილოტი.
  • 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 15 დღის განმავლობაში.
  • 12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს.
  • 13:41 საათზე მედიის ცნობით რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. ეს ცნობა დაადასტურა რაულ ქირიამ, აფხაზეთის დევნილი მთავრობის მედია ცენტრის ხელმძღვანელმა. თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ეს იყო აფხაზური ავიაცია და არა რუსული.
  • საქართველოს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, როკის გვირაბი, რომელსაც რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად, განადგურებულია[67]. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ცნობა უარყო.
  • აშშ-ის საელჩომ საქართველოს საკუთარი შტატის ევაკუაცია მოახდინა ერევანში. ასევე მოუწოდა ყველა ამერიკის მოქალაქეს ქვეყნის დატოვება.
  • რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწე ვლადიმირ ივანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა სოფ. ნიქოზთან.
  • ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორის რეგიონში ჩადის. ბატონი ვაიტეკუნასის განცხადებით ნგრევისა და მსხვერპლის რაიოდენობა შოკის მომგვრელია. მან დახმარება აღუთქვა რეგიონს.
  • აზერბაიჯანის მედიის ცნობით, რამდენიმე ეროვნებით ქართველი კახისა და ზაქათალის რეგიონებიდან საქართველოში გადავიდა ქართულ ჯარებთან შესაერთებლად.

10 აგვისტო: ქართული ჯარები ცხინვალს ტოვებენ

ჩეხური RM-70 ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი. მსგავსი მანქანები გამოიყენა ქართულმა მხარემ ცხინვალის ბრძოლაში.
სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.

როიტერის ცნობით სამხრეთ ოსეთის ოფიციალური განცხადებით ბრძოლები ცხინვალის სამხრეთ შემოსასვლელთან დასრულდა შუაღამისთვის; თუმცა ამ განცხადების სარწმუნოება სადაო გახდა. ასევე როიტერის ცნობით რუსეთის 58-ე არმიის მეთაური სამხრეთ ოსეთში, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი ქართველებმა დაჭრეს ცხინვალთან კვირა დილას.[68][69]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით რუსეთმა 6000 ჯარისკაცი შემოიყვანა სამხრეთ ოსეთში ხმელეთით და 4000 ჯარისკაცი აფხაზეთში ზღვით, რომლებიც გამთენიისას შეტევისთვის იყვნენ მზად.[70][71] ვლადიმირ პუტინი, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ჩაფრინდა, მისი თქმით „ჰუმანიტარული მისიის“ სახელმძღვანელოდ, და განაცხადა, რომ საეჭვო იყო ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთი საქართველოში ინტეგრაციის ალბათობა.[72] მისი სპიკერის რწმუნებით, ამ ვიზიტს სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა და დილით პუტინი გორკიში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შესახვედრად.[69]

პუტინის თქმით მთავრობა მზად იყო 10.1 მილიარდი რუსული რუბლი (დაახ. 425 მილიონი აშშ-ის დოლარი) გამოეყო რეგიონის დასახმარებლად. [73]

დაახლოებით 07:23 საათზე იტყობინებოდნენ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელობის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე რუსული სამხედრო გემი საქართველოს სანაპიროს მიუახლოვდა, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საესკორტო გემი სმეტლივი, სამი ვრცელი აერობილიკიანი ჯავშნოსანი და რამდენიმე დამხმარე გემი. წყაროს ცნობით, რუსული გემები საქართველოს სანაპიროს არ ბლოკავდნენ, ვინაიდან „რუსეთი არ ომობდა საქართველოსთან“. [74] ოპერაციის გაცხადებული მიზანი ლტოლვილთათვის დახმარების გაწევა იყო, თუმცა სხვა წყარომ ასევე რუსული ფლოტის მმართველობიდან განაცხადა, რომ კონვოის მიზანი საქართველოში ზღვით სამხედრო მოწყობილობის მიწოდების შეზღუდვა იყო.[74] საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ რუსული გემები აფხაზეთის პორტ ოჩამჩირეში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს.[74]

ქართული მხრიდან სამხედრო აქციების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია. ქართული მხარის განცხადებით, მათი ჯარები გამოდიოდნენ სამხრეთ ოსეთიდან, ხოლო საქართველოს საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივ ცეცხლის შეწყვეტას აცხადებდა. თუმცა რუსეთის მხარემ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, ვინაიდან მათი მტკიცებით ქართული ჯარები უკან დახევის ნაცვლად პოზიციებს იცვლიდნენ. [75] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი შოთა უტიაშვილის განცხადებით, „ქართულმა ჯარებმა სრულიად დატოვეს სამხრეთ ოსეთი“, მაშინ როცა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან გამოვიდნენ.[76]

რუსეთმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯარები გაჰყავდა, სამშვიდობოების ძალების დაზვერვის ცნობაზე დაყრდნობით.[77]

სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მან 1000 ჯარისკაცი გაგზავნა კოდორის ხეობაში და მობილიზაცია გამოაცხადა. მან ასევე გააფრთხილა, რომ აფხაზეთი მზად იყო „კანონის დასამყარებლად“ და უფრო მეტზე წავიდოდა, თუ ქართველები წინააღმდეგობას გაწევდნენ.[78]

10 ავისტოს 6:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა.[79] რუსეთმა დაადასტურა შემოთავაზების მიღება, თუმცა განაცხადა, რომ „ქართველებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში და დაბომბვას აგრძელებენ.“ [80]

მიუხედავად ამისა, რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონი საუბარი გამართეს. საუბარი იმით დასრულდა, რომ ქართველი მინისტრი დააზუსტებდა ქართული ჯარები გაყვანილი იყო თუ არა სამხრეთ ოსეთიდან. [81] [82]

მოგვიანებით, იმავე დღესვე, საქართველოს ცნობით რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის ჩამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე.[83] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ან განცხადებას საქართველოს „კიდევ ერთი დეზინფორმაცია“ უწოდა. [84]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ქართული მოიერიშე საარტილერიო გემი ჩაძირა, მას შემდეგ რაც ამ გემმა იერიში მიიტანა რუსულ გემებზე. [85] [86] ეს ცნობა მოგვიანებით დაადასტურა რუსეთის ფლოტის მეთაურის თანაშემწე იგორ დიგალომ. მისი თქმით ქართველებს სულ ოთხი ამგვარი გემი ჰყავდათ, და დანარჩენი სამი გემი ფოთის მიმართულებით მიიმალა.[87]

22:00 საათზე მედიის ცნობით საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში. ეს ცნობა ეყრდნობოდა ზუგდიდის რაიონის გამგებლის ზაზა გოროზიას სიტყვებს.[88]

რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში საქართველოში იმყოფებიან საქმიანი თუ პირადი მიზნებისთვის, საქართველოს პოლიცია ადგილმდებარეობის დატოვების უფლებას არ აძლევდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის წამოჭრას აპირებდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.[89]

რუსული მედიის ცნობით, ღამით რუსეთმა სამხედრო დესანტი ჩამოსხა სოხუმის აეროდრომზე, რუსეთის სამშვიდობოების მიერ სამხრეთ ოსეთის მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად, აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის აღსაკვეთად.[90]

მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენელი ირინა გაგლოევას განცხადებით, მათ მიერ შეპყრობილ იქნა დივერსანტთა ორი ჯგუფი ცხინვალთან, 8 ჯარისკაცი ზნაურთან და კიდევ 11 — ზარის გზასთან.[91]. ამ განცხადებამდე მცირე ხნით ადრე ვზგლიადი იუწყებოდა, რომ ქართველ დივერსანტთა კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს ზარის გზასთან, მათ შორის ერთი შავკანიანი, რომელიც მათ განცხადებით აშშ-ის მოქალაქე და ნატოს მრჩეველი იყო. ის გადაგზავნილ იქნა ვლადიკავკაზში გამოძიებისთვის. ინფორმაცია არ დადასტურდა.[92]

11 აგვისტო: რუსეთის კონტრშეტევა

რუსეთის შეტევებისა და დაბომბვების რუკა 11 აგვისტოს მდგომარეობით

11 აგვისტოს დილით ადრე, რუსული წყაროების ცნობით ცხინვალი ისევ ქართული არტილერიის ცეცხლქვეშ იყო.[93]

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დიპლომატიურ სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უნდა წავიდეს“. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა პროტესტი გამოთქვა, ვინაიდან ეს საუბარი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. [94]

ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიუბიუნის ცნობით დიდი რაოდენობით რუსეთის სახმელეთო ძალები სამხრეთ ოსეთიდან გორის რაიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ და ქალაქ გორისკენ მიემართებოდნენ. დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა კვლავ გამოთქვეს შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებდა. რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: „ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება“ — განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი რაგოზინმა.[95] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჰაერო დაბომბვის შემდეგ რუსეთმა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო გორში. ქართულმა მხარემ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის მხარეს ეს ცნობა არც დაუდასტურებია და არც უარუყვია. [96]

მოსკოვის დროით ადრე დილას, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო საქართველოსთან მშვიდობისთვის. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი „მზად იყო ომისთვის ბოლოს მოსაღებად“, მაგრამ ასევე გაეროს გენერალური მდივნის ოფისს საქართველოს მხარდაჭერა დააბრალა. მათი თანხმობა დაადასტურა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საქმეებში, ლინ პასკომ, უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე.[97]

მცირე ხანში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ულტიმატუმი მიიღო აფხაზეთთა არსებული ძალების განიარაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ. ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას რეგიონში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა გადასცეს.[98] რუსეთის ჯარების მეთაურის თანაშემწე ალექსანდრე ნოვიცკის ცნობით რუსეთმა აფხაზეთში 10 აგვისტოს საღამოს 9000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანა.[99]

მოგვიანებით აფხაზეთში ჩამოვიდა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური ლეიტენანტ გენერალი ვალერი ევრუხოვიჩი.[100]

რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ალექსანდრე ნაგოვიცინი ადასტურებს შუადღის ბრიფინგზე, რომ რუსეთის არმიამ მეორე სუ-25 დაკარგა.[101] მან ასევე დაადასტურა 18 ჯარისკაცის დაღუპვა და 14-ის გაუჩინარება.

ფუს-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით შეპყრობილ იქნა ცხრა ქართველი სპეციალური სამსახურის აგენტი, რომლებიც "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდნენ". მისი თქმით ცხრავე აგენტმა განზრახვა აღიარა.[102]

ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, 800 ქართველი ჯარისკაცი და 11 ტონა ტვირთი გადმოვიდა ერაყიდან საქართველოში აშშ-ის რვა საჰაერო რეისით. ადრე საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერაყიდან ჩამოსული ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთის ფრონტზე გაიგზავნებოდნენ.[103] ნაგოვიცინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი "ადეკვატურ ზომებს" მიიღებდა ამის საპასუხოდ, რაც კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების შემოყვანას ნიშნავდა. პრემიერ-მინისტრმა პუტინმა გააკრიტიკა აშშ ერაყიდან საქართველოს ძალების გადაბაზირების გამო.[104]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. იგივე ცნობა დაადასტურა ასოშეიტედ პრესმა მოსკოვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ ზუგდიდი პოლიციის სადგურები რუსების ხელში იყო.[105]

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ცნობით ქალაქი გორი რუსეთის ჯარების ხელში იყო.[106] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. [107]. რუსეთის ვერსია დაადასტურეს როიტერსის ჟურნალისტებმა კეიმზ კილნერმა და მარგარიტა ანთაძემ, რომელთა თქმით ქალაქი გორი სრულიად უკაცრიელი იყო და აქ სამხედრო მანქანების ჭაჭანება არ ჩანდა.[108] თუმცა ბრიტანეთის საგარე საქმეთა მდივანმა დაადასტურა მოვლენათა ქართული ვერსია, განაცხადა რა, რომ "...ბრიტანეთის წარმომადგენლები ადგილზე და მედია იუწყებიან, რომ რუსეთი სამხრეთი ოსეთის საზღვრებს გასცდა დღეს და ქართულ პორტ ფოთსა და ქალაქ გორს შეუტია. ...მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის"[109] UK Telegraph ასევე ადასტურებს მოვლენათა ქართულ ვერსიას, იუწყება რა, რომ ის თვითმხილველი იყო ქართული ჯარების სრულმასშტაბიანი არაორგანიზებული და პანიკური დახევისა გორიდან".[110]

რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით ავიარეიდის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა სენაკის ბაზასთან მდგარი ორი ქართული შვეულმფრენი მიწაზე გაანადგურა. შვეულმფრენები მი-8 და მი24 საქართველოს საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.[111]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონები "ვოსტოკისა" და "ზაპადის" გადმოყვანის შესახებ.[112]

საქართველოს განცხადებით, ვინაიდან გორი საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე მდებარეობს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. საქართველოს ჯარები ამჟამად უკან იხევენ დედაქალაქის დასაცავად. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება.[113] აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით CNN-ისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს სარადარო და საკომუნიკაციო სისტემების განადგურებამ ქვეყნის საკომანდო და საკონტროლო სისტემა სრულ ქაოსში ჩააგდო და საქართველოს ხელმძღვანელობას არ აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რა სიტუაცია არის ადგილზე. [114]

ისრაელის გაზეთი მაარივის ცნობით აშშ-მა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება დაიწყო. გაზეთის ინფორმაციით აშშ-მა რუსული წარმოების სატვირთო თვითმფრინავები დაიქირავა კომპანიისგან UTI Worldwide Inc. საქართველოში სამხედრო ტექნიკისა და ამუნიციის გადასაზიდად. გაზეთი ასევე აცხადებს, რომ პენტაგონი ერაყისთვის განკუთვნილ იარაღს თბილისს აწვდიდა.[115]

ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას თბილისზე თავდასხმა გეგმაში არ აქვს, ინტერფაქსის ცნობით. რუსეთის ჯარებმა დატოვეს სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც მათ ამავე დღეს დილას აიღეს. [116] [117][118][119]

12 აგვისტო: დიპლომატიური ძალისხმევა

რუსული არმიის ნაწილები ქალაქ ფოთის შესასვლელში
2008 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებულ ამ სატელიტურ ფოტოზე კეხვში, ქართული სოფელი ცხინვალიდან ჩრდილოეთით 9 კმ-ში, განადგურებული სახლებია აღბეჭდილი. ყუმბარების ცეცხლის ან ბომბების დაცემით გამოწვეული კრატერების არარსებობა მოწმობს იმაზე, რომ განადგურების მიზეზი განზრახ გაჩენილი ხანძრებია, ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით. ეს სურათი ერთ-ერთია იმათთაგან, რომლებიც ამ ორგანიზაციამ რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული რაიონების კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.

რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერის შესაქმნელად.[120] საქართველო ასევე ადანაშაულებს რუსეთს ფოთში დამატებით ჯარების გაგზავნაში, თუმცა რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსეთის თქმით, მათ სადაზვერვო რეიდი მოაწყვეს რეგიონში და უკანვე დაბრუნდნენ.[121]

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ იტალია მზადაა საკუთარი ძალები გაგზავნოს სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეს ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. მისი თქმით, ის დაელოდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერის რეკომენდაციას ევროკავშირის ჩარევაზე, მისი თბილისში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, ფრატინიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალია ვერ დაუჭერდა მხარს ევროპის ანტირუსული კოალიციის შექმნას კონფლიქტის გამო. მან ასევე განუცხადა ANSA-ს, რომ ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონი საუბრის შემდეგ პოზიტიური რეზოლუციის შესაძლებლობაზე.[122]

ვიტალი ჩურკინი, რუსეთის წარმომადგენელი გარეოში, ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ის არ მიიღებს საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას სამხრეთ ოსეთის შესახებ. დაუდგენელია, თუ როდის გააკეთა ეს განცხადება ჩურკინმა, მოლაპარაკებებამდე, თუ მის შემდეგ. ეს დოკუმენტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და ასევე საქართველოს ტერიტორიის აღდგენას ისე, როგორც ეს კონფლიქტამდე იყო. [123]

ინტერფაქსის ცნობით აფხაზეთის თავდაცვის შტაბის განცხადებით აფხაზეთის ძალები რუსი პარატრუპერების დახმარებით სამხედრო ოპერაციას იწყებენ ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან განსადევნად.[124] ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბამ განაცხადა, რომ რეგიონში 2500 ქართველი ჯარისკანი იმყოფებოდა, ხოლო 1000 მშვიდობიანმა მოსახლემ არემარე დატოვა ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, რომელიც ჯარისკაცებმა ლტოლვილებს გაუხსნეს, სანამ "ქართველი მეომრების განადგურების ოპერაცია" დაიწყებოდა.[125]

Gzt.Ru ჟურნალისტი მადინა შავლოხოვას თქმით ვოსტოკის სპეცბატალიონის ექსმეთაური სულიმ იამადაევი სამხრეთ ოსეთში იმყოფება ვოსტოკის ბატალიონში. მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა მისმა ძმამ, ისა იამადაევმა, ვოსტოკის მეხუთ ბრიგადის მეთაურმა. მისი თქმით სულიმი ვოსტოკის 215 ჯარისკაცს მეთაურობს. ადრე სული იამადაევი რუსეთის სისხლის სამართლის მიერ ძიებაში იმყოფებოდა მკვლელობის გამო ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან კონფლიქტის დროს.[126]

ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტის ცნობით, მან 135 რუსული სამხედრო მანქანა (მათ შორის ტანკები) დაითვალა, კოდორის ხეობისკენ გზაზე, რომელსაც წინააღმდეგობას ქართველები უწევდნენ.[127] საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიტანეთში განუცხადა სკაი-ნიუზს, რომ რუსული თვითმფრინავები კვლავაც აგრძელებდნენ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მოსკოვის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის განცხადების მიუხედავად.[128] სერგეი ბაღაფშის განცხადებით აფხაზურმა ძალებმა აიღეს სოფლები აშარა და ჩხალთა და საქართველოს საზღვრისკენ მიემართებოდნენ. მისი თქმით აფხაზეთი კოდორის ხეობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.[129] ასევე იუწყებიან, რომ აფხაზთა 250-კაციანი ჯგუფი ქართულ ძალებს ეომებოდა აფხაზეთის საზღვართან ხეობაში.[130] აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ანატოლი ზაიცევმა, განაცხადა, რომ აფხაზეთის ძალებმა ქართველებს ალყა შემოარტყეს კოდორის ხეობაში. მისი თქმით 250 აფხაზ ჯარისკაცს სოფელ ჩხალთასთან ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ზურგს მალე გაუმაგრებდა მეორე აფხაზური ჯგუფი.[131] ხოლო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზზებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქართველების სამხედრო ობიექტებზე კოდორის ზემო წელში.[132]

პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა.[133] საქართველო ასევე სარჩელს აღძრავდა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ 2008 და 1993 წლებში ეთნიკური წმენდის გამო.[134] რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, კონფლიქტის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბორის მალახოვმა, მათი ცნობა ნაადრევად ჩათვალა, ვინაიდან კრიზისი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო.[135]

იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ნატოს გენერალუი მდივანი, აცხადებს, რომ საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად კონფლიქტისა.[136]

მოსკოვში ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირად საუბარში პუტინმა განუცხადა, რომ ის "საკაშვილის ყვერებით ჩამოკიდებას" აპირებდა.[137] გაზეთის ტაიმზის ცნობით, გაოგნებულ სარკოზის პუტინმა უპასუხა "რატომაც არა, ამერიკელებმა ხომ ჩამოკიდეს სადამ ჰუსეინი." ბატონი სარკოზი, რომელსაც რუსეთის ლიდერთან შედარებით გულთბილ დამოკიდებულებას აბრალებენ, ბუშს აკრიტიკებს რუსეთის მიმართ უნიათო დამოკიდებულების გამო. მისი განცხადებით, ბუშმა მას დაურეკა 12 აგვისტოს და მრავალჯერ მოუწოდა არ წასულიყო მოსკოვში ზავის მოსალაპარაკებლად.[137]

კიბერშეტევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ჰაკერების თავდასხმა.

9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი ძიებადი აღარ იყო. რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს ბანკის და პარლამენტის ვეგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდა.[138] საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის შინაარსი შეიცვალა ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათებმა. 10 აგვისტოს ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი უკვე ფუნქციონირებდა, ხოლო 11 აგვისტოსთვის უმრავლესობა, მათ შორის სივილ ჯორჯიას ვებსაიტი აღდგა, თუმცა დროდადრო ხარვეზებით.

ქართული ფორუმების უმეტესობა კი როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლების მითითებით იქნა შეჩერებული -- მაგ.: http://forum.ge და http://forum.rustavi2.com -- ალბათ „ინფორმაციული უსაფრთხოების“ მიზნით.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!

ფინანსური ბაზრების რეაქცია

ომის გავლენა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე პირველად შესამჩნევი გახდა რუსეთის სავაჭრო სისტემის კომპოზიტური ინდექსის ბირჟაზე, რომლის მაჩვენებელი 2008 წლის 8 აგვისტოს 15:45 საათზე თბილისის დროით 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2007 წლის მაისის შემდეგ. რუსი ანალიტიკოსები აქციების შემდგომ ვარდნას ვარაუდობენ, თუმცა მათი თქმით ეს ვარდნა მოგვიანებით გაბათილდება.[139] რუსული რუბლი ასევე დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებაში 1%-ით.[140]

ქართული ფინანსური ბაზრებიც დანაკლისს განიცდის, რადგან Fitch Ratings აქვეითებს საქართველოს ვალის რეიტინგის BB- -დან B+ -მდე, საქართველოს დამოუკიდებელი კრედიტუნარიონობის გაუარესების გამო. Standard and Poor's ასევე აქვეითებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს.[141]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის მარაგი არ გააჩნია, ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციას ასრულებს დასავლეთისთვის და ამგვარად ომის გამო საშიშროება გაჩნდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი დაზიანდეს. ნავთობსადენში წილის 30% ბრიტიშ პეტროლეუმს უჭირავს.[142] ნავთობსადენი კონფლიქტამდე გამოირთო და ომმა ნავთობსადენის კომპანიას დამატებითი პრობლემები გაუჩინა.[143] Georgia claims Russia is targeting the pipeline.[144] 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა ფოთი დაბომბეს და სუფსის ნავთობტერმინალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.[145] ამ მოვლენებს ნავთობის ფასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. 8 აგვისტოს ვაჭრობაზე ნავთობის ფასი ნიუ-იორკის მერკანტილურ ბირჟაზე $4,82 დოლარით ვარდება და $115.20 ნიშნულზე ფიქსირდება.[146]

ომის დაწყების მტკიცებულება

15 სექტემბერს ნიუ-იორკ ტაიმზმა გამოაქვეყნა მტკიცებულების დეტალები, რომელიც საქართველომ აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადასცა იმის დასადასტურებლად, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე საქართველო 7 აგვისტოს გვიან ღამით ცხინვალზე შეტევას განახორციელებდა.[147] მტკიცებულება შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. საუბარი ოსურად მიმდინარეობს. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, არის მესაზღვრე, რომელიც როკის გვირაბთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე — მისი მეთაური ცხინვალში. ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორივე პიროვნება მობილური ოპერატორი “მაგთის” ქსელით სარგებლობდა.

პირველ საუბარში, რომელიც 7 აგვისტოს დილის 3:41 საათზეა ჩაწერილი, ოსი მესაზღვრე როკის გვირაბთან, გვარად გასიევი, ეუბნება მის ზემდგომს ცხინვალში, რომ რუსმა პოლკოვნიკმა სთხოვა ოს მესაზღვრეებს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარონ სამხედრო ტექნიკას, რომელმაც გვირაბი „გადაჭედეს“. ”БМП-ები და სხვა მანქანები გამოუშვეს და გადაჭედეს აქაურობა. ბიჭებიც გარშემო დგანან,” - ამბობს მესაზღვრე როკის გვირაბთან, ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შედგა საუბარი ამ ორ პიროვნებას შორის. მეორე საუბარი ჩაწერილია 3:52 საათზე. ზემდგომი ცხინვალიდან ეკითხება იმავე გასიევს: ”ჯავშანტექნიკა ჩამოვიდა თუ რა ხდება?” ”ჯავშანტექნიკაც და ხალხიც,” - პასუხობს მესაზღვრე. კითხვაზე გამოიარეს თუ არა მათ როკის გვირაბი, იგი პასუხობს: ”კი, 20 წუთის წინ; მე როცა დაგირეკე, ისინი უკვე ჩამოსულები იყვნენ”.

ნიუ-იორკ ტაიმზი სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში არ არის მკაფიოდ საუბარი შეიარაღების რაოდენობაზე და არც იმაზე კეთდება მინიშნება, რომ რუსული ძალები იმ დროს ბრძოლაში მონაწილეობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილის ცნობით ჩანაწერები ერთი თვით გვიან გამოქვეყნდა, ვინაიდან ისინი ომის დროს დაიკარგა, დაზვერვითი ოპერაციების განმხორციელებელი ჯგუფის თბილისიდან გორში გადასვლის პერიოდში.

ოფიციალური რუსეთი სატელეფონო საუბრების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ აღნიშნულ მტკიცებულებას. რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი უვაროვმა, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იყო, ნიუ-იორკ ტაიმზს განუცხადა, რომ ჯარების გადაადგილება სამხრეთ ოსეთისკენ ომის დაწყებამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რაც მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციას და შევსებას.

თუმცა, ნიუ-იორკ ტაიმზი ამასთან აღნიშნავს, რომ ”როგორც მინიმუმ, სატელეფონო საუბრები, რომლებიც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და მიიჩნიეს უტყუარად თუ არა, სანდოდ მაინც, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსულ სამხედრო გადაადგილებებს საქართველოს ტერიტორიაზე, იყო ეს რუტინული თუ მტრული განზრახვით, მანამდე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ამას ხმამაღლა აღიარებდნენ, რის შემდეგაც მოხდა დაძაბულობის გადაზრდა საომარ მოქმედებებში”.

ომის შეფასება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. თბილისი, აგვისტო 2008
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა. სამიტი ნიცაში, ნოემბერი 2008
ფაილი:Tbilisi-2008-08-12.jpg
დემონსტრაცია თბილისში (12 აგვისტო, 2008)

აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მტკიცებულების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმადაც, თბილისი თავს იცავდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, 6 ნოემბერს გამოქვეყნდა ”დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების მიერ მოწოდებული ახალი შეფასებები”, რომელიც, ეჭვქვეშ აყენებს თბილისის განცხადებებს.[148]

ინფორმაცია ეყრდნობა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მოხსენებებს. ეუთოს მისია დამკვირვებლების მეშვეობით კონფლიქტის ზონაში რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებდა 8 აგვისტომდე, რის შემდეგაც ისინი იძულებულები გახდნენ ცხინვალი დაეტოვებინათ.

ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, ეს მოხსენებები ”არც ყოვლის მომცველია და არც საკმარისად ამომწურავი იმისათვის, რომ წერტილი დაესვას ხანგრძლივ დავას იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ომის დაწყებაში... თუმცა, ისინი [დამკვირვებლების მოხსენებები] გარკვეულ კითხვებს ბადებს ქართული მხარის დაჟინებული განცხადების სიზუსტესა და პატიოსნებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა ზუსტი ოპერაცია იყო”.

ქართველების აქცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრიუსელში,ბელგია

გაზეთის ცნობით, ეუთო-ს რამდენიმე დამკვირვებლის, რომელთა შორის არიან ფინელი მაიორი; სადესანტო ჯარების ბელორუსიელი კაპიტანი და პოლონელი სამოქალაქო პირი, დაკვირვებები გახდა საგანი იმ ორი კონფიდენციალური ბრიფინგისა, რომლებიც თბილისში უცხოელი დიპლომატებისთვის გაიმართა - ერთი აგვისტოში და ერთიც ოქტომბერში. შეხვედრის შინაარსის დეტალები დაადასტურა სამმა დასავლელმა და ერთმა რუსმა დიპლომატმა და არ უარყო ეუთოს მისიამ თბილისში.

ამ მოხსენებების თანახმად, კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა ეუთოს დამკვირვებლებმა დიდი რაოდენობით ქართული საარტილერიო და სარაკეტო სისტემები იხილეს, რომლებიც 7 აგვისტოს 15:00 საათზე გორის ჩრდილოეთით მდებარე გზებზე იყო თავმოყრილი.

7 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 19:00 სთ-ზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება; თუმცა, რამდენიმე საათში სროლები კვლავ განახლდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ოსმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს. ზაზა გოგავამ, რომელიც მაშინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა.“
(ზაზა გოგავა, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი)

თუმცა ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ არ გაუგიათ ქართული სოფლების დაბომბვის ხმა მანამ, სანამ ქართული მხარე დაიწყებდა დაბომბვას.

ვიკიციტატა
„იმ ოთხი სოფლიდან, რომლებზეც ქართული მხარე ამბობს, რომ დაიბომბა, სულ ცოტა ორი მდებარეობს ცხინვალში [ეუთო-ს] დამკვირვებელთა ოფისის მახლობლად და დამკვირვებლები იქ, სავარაუდოდ, გაიგებდნენ საარტილერიო ცეცხლის ხმას ახლომდებარე ტერიტორიიდან.“
(ნიუ-იორკ ტაიმზი ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებებზე დაყრდნობით)

დამკვირვებლებმა დაითვალეს, რომ მას შემდეგ რაც 7 აგვისტოს 23:35 საათზე ქართულმა მხარემ დაბომბვა დაიწყო, ჭურვები ცხინვალში ფეთქდებოდა 15-დან 20-წამამდე ინტერვალით. ხოლო 00:35 საათზე დამკვირვებლებმა დაითვალეს სულ ცოტა 100 ჭურვის აფეთქება ცხინვალში, მათ შორის 48 ეუთოს ოფისთან ახლოს აფეთქდა, რომელიც ცხინვალში დასახლებულ უბანში იყო განთავსებული და რომელიც დაზიანდა, წერს გაზეთი, დამკვირვებლების მოხსენებებზე დაყრდნობით.

ზაზა გოგავამ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ალექსანდრე ლომაიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, განუცხადეს პარლამენტის დროებით კომისიას, რომ ქართულმა მხარემ ”გრადის” ტიპის რაკეტები მხოლოდ ოსური საცეცხლე პოზიციების გასანეიტრალებლად გამოიყენა ცხინვალის ე.წ. ვერხნი გოროდოკში, რომელიც, მათი თქმით, დასახლებულ პუნქტს არ წარმოადგენს.

მათივე თქმით, ცხინვალის ცენტრში საცეცხლე პოზიციების ჩასახშობად გამოყენებულ იქნა თანამედროვე, ზუსტი დამიზნების, DANA-ს ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები. ქართველმა მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ სეპარატისტული ძალები იყენებდნენ სამოქალაქო ობიექტებს არტილერიის დასამალად, საიდანაც შემდეგ ქართულ სოფლებს უხსნიდნენ ცეცხლს.

ქართული მხარის ჩვენებები ეჭვის ქვეშ დააყენა ბრიტანეთის არმიის ყოფილმა კაპიტანმა რაიან გრისტმა, რომელსაც ომის დაწყებისას საქართველოში ეუთოს მისიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. გრისტის თქმით, მას მუდმივი კონტაქტები ჰქონდა იმ ღამეს ყველა მხარესთან, ცხინვალის ოფისთან და გადამდგარ ბრიტანელ სამხედრო ოფიცერთან სტივენ იანგთან, რომელიც მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ვიკიციტატა
„ჩემთვის ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული ნებისმიერი პროვოკაციის მიმართ, თუ ასეთი [პროვოკაცია] საერთოდ არსებობდა... ჩემი აზრით, თავდასხმა აშკარად იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე.“
(რაიან გრისტი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი კაპიტანი)

აგვისტოში გრისტმა ევროკავშირის დიპლომატებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც ეფუძნებოდა დამკვირვებელთა მოხსენებებს და მის საკუთარ შეფასებებს. შემდეგ მან გაურკვეველ ვითარებებში თანამდებობა დატოვა.

მეორე ბრიფინგს, რომელიც ოქტომბერში საქართველოში სტუმრად მყოფი სამხედრო ატაშეებისთვის გაიმართა, უკვე სტივენ იანგი უძღვებოდა. იანგმა გაიმეორა დამკვირვებელთა შეფასებები, რომლის თანახმადაც 7 აგვისტოს ღამით ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა არ განხორციელებულა.

ვიკიციტატა
„რომ ყოფილიყო რაიმე ინტენსიური დაბომბვა იმ რაიონებში, რომლებიც ქართული მხარის მტკიცებით დაიბომბა, ჩვენი დამკვირვებლები გაიგებდნენ ამას, თუმცა მათ ეს არ გაუგიათ. მათ მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღიდან აქა-იქ სროლების ხმა გაიგეს.“
(სტივენ იანგი, ბრიტანეთის სამხედრო ოფიცერი)

ნიუ-იორკ ტაიმზი ამ მიმოხილვაში წერს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა შეიცვალა საქართველოსთვის 7 აგვისტოს 19:00 სთ-სა და იმავე ღამის, 11:30 სთ-ს შორის — ანუ იმ პერიოდში, როდესაც ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და შემდეგ უკვე როდესაც, პრეზიდეტმა სააკშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს შეფასებები უარყვეს.

ვიკიციტატა
„ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი ეს რა არის და როგორ დასტურდება... არსებობს იმდენი მტკიცებულება ქართულ სოფლებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ და იმდენი მტკიცებულება რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდის თაობაზე, რომ საერთო ჯამში ეს არ ცვლის მოვლენების ზოგად სურათს.“
(გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიუ-იორკ ტაიმზისთვის მიცემულ ინტერვიუში.)

12 ნოემბერს საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების საპასუხოდ პრესკონფერენციაზე საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიისთვის დაფინანსების შესახებ განაცხადა.[149] რამდენიმე დღით ადრე პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით უცხოური მედიის მონიტორინგის ჯგუფი ჩამოაყალიბა.

2011 წლის 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ვლადიკავკაზში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: "რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ". მისი თქმით, რომ არა 2008 წლის ომი, ახლა სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და რუსეთის პოზიციის გაუთვალისწინებლად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რამდენიმე ქვეყანას ნატო-ში ხელოვნურად შეათრევდა.[150]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის განცხადება. რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტი (2008-08-26). ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  2. ძარცვა და 'ეთნიკური წმენდა' სამხრეთ ოსეთში ჯარისკაცების მოწოლასთან ერთად. Theage.com.au (2008-08-16). ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  3. „რუსეთისგან მხარმომაგრებული არაფორმალური შეიარაღებული ბანდები 'ეთნიკურ წმენდას ატარებენ სოფლებში'. Times Online. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  4. 00:49. RIA Novosti — World — სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ ქართველი ლტოლვილები რეგიონში ვერ დაბრუნდებიან. En.rian.ru. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  5. 5.0 5.1 Liklikadze, Koba. (26 September 2008) Lessons and losses of Georgia's five-day war with Russia. The Jamestown Foundation.
  6. Barabanov, Mikhail (2009). „The August War between Russia and Georgia“. Moscow Defence Brief. Centre for Analysis of Strategies and Technologies. 3 (13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2009.
  7. Sarah Johnstone. Russia's rapid reaction. International Institute for Strategic Studies (September 2008).
  8. 8.0 8.1 Tom Parfitt (9 August 2008). „Armed Cossacks pour in to fight Georgians“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 November 2020.
  9. Krasnogir, Sergey (8 August 2008). Расстановка сил. Lenta.ru (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 August 2008.
  10. Luke Harding. (11 August 2008) Abkhazia: Moscow sends troops into second enclave. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  11. Misha Dzhindzhikhashvili (9 August 2008). „Full scale war: Georgia fighting continues over South Ossetia“. Die Welt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2017. ციტირების თარიღი: 26 April 2019.
  12. Human Rights Watch – Appendix. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  13. „Azerbaijani Georgians not to keep out of war with Ossetians“. Today.az. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  14. [1] bbc.co.uk 9 აგვისტო 2008 ბმული წაკითხულია 09/08/08
  15. news.yahoo.com/s/ap/20080809/ap_on_re_eu/georgia_south_ossetia.
  16. http://rustavi2.com/news/video.php?fr=video&id_news=27865&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0.
  17. პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა #1476, 3 ივლისი 2009
  18. http://uk.reuters.com/article/gc07/idUKTRE51K1B820090221
  19. August 13, 2008. (2008-08-13) სააკაშვილი: რუსების შემოსევა. YouTube. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  20. რუსეთი მის რაკეტებს ცდის თბილისზე, AFP, 19 აგვისტო 2008
  21. UNHCR secures safe passage for Georgians fearing further fighting, UNHCR, 15 აგვისტო 2008
  22. (პოლონური) 100 tys. przemieszczonych z powodu konfliktu w Gruzji, Polska Agencja Prasowa, 12.08.2008
  23. Despair among Georgia's displaced, BBC News, 20 აგვისტო 2008
  24. "Human Rights Watch Counts South Ossetian Casualties, Displaced“. Deutsche Welle. 11 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  25. Roots of Georgia-Russia clash run deep, The Christian Science Monitor, 12 აგვისტო 2008
  26. Putin vows retaliation for Georgian action in South Ossetia. AFP. 8 აგვისტო 2008.
  27. http://www.heritage.org/research/RussiaandEurasia/wm2017.cfm. Heritage.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-28. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  28. http://www.nytimes.com/2008/08/13/world/europe/13georgia.html?_r=1&oref=slogin
  29. აფხაზეთი ოპერაციას იწყებს ქართული ჯარების გამოსადევნად. Thaindian.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-28. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  30. „Day-by-day: Georgia-Russia crisis“. BBC News. 2008-08-21. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  31. Russian President Orders Halt To Military Operations In Georgia. GlobalSecurity.org (2008-08-12). ციტირების თარიღი: 2008-10-06.
  32. ქართული სოფლები იწვის და იძარცვება რუსების შემოსვლასთან ერთად", The Guardian, 14 აგვისტო 2008
  33. " რუსეთი ეუბნება აშშ-ს, რომ ის დატოვებს ჯარებს სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში" სივილ ჯორჯია, 12 სექტემბერი 2008.
  34. http://www.publications.parliament.uk/pa/ld200809/ldselect/ldeucom/26/26.pdf
  35. „რუსეთმა დაასრულა სამხრეთ ოსეთის ბუფერული ზონიდან ჯარების გაყვანა“. მოსკოვი: RIA ნოვოსტი. 8 October 2008. ციტირების თარიღი: 2008-10-10.
  36. 36.0 36.1 36.2 „Q&A: Violence in South Ossetia“. BBC News. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  37. „ჩვენ ვებრძვით რუსეთს, აცხაცებს საქართველოს ლიდერი“. The Independent. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  38. Associated Press. (2008-08-08) Facts about South Ossetia. International Herald Tribune. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  39. „What is Georgia's rebel South Ossetia region?“. Reuters. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  40. Saakashvili: Returning of Abkhazia is the main goal of Georgia.
  41. Ground Zero in the New Caucasus Conflict. იხ. ასევე: Did the U.S. Prep Georgia for War with Russia?.
  42. Defense Spending, Number of Troops Increased. Civil Georgia (2008-07-15). ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  43. 1.00 USD to GEL.
  44. Парламент Грузии утвердит поправки в бюджет 2008 года 15 июля.
  45. „S Ossetia bitterness turns to conflict“. BBC. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  46. Вывезли из-под огня. В Россию прибывают беженцы из Южной Осетии. პირველი არხი. 3 აგვისტო 2008. (რუსული)
  47. Talking Through Gritted Teeth. BBC Monitoring, 6 August 2008
  48. საქართველოს განცხადებით მიის ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს, Civil Georgia, 7 აგვისტო 2008, იხ. ასევე: Georgia reports 'large-scale battles' in rebel region, AFP, 7 აგვისტო 2008
  49. Georgia shells its breakaway republic, Russia Today, 7 აგვისტო 2008; იხ. ასევე: Georgian tanks head for South Ossetia, Russia Today, 7 აგვისტო 2008
  50. Heavy fighting in South Ossetia, BBC News, 8 აგვისტო 2008
  51. The Raw Story - Georgia, rebel region to hold talks after clashes: report. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  52. სატელევიზიო გამოსვლაში სააკაშვილი მშვიდობისკენ მოუწოდებს, Civil Georgia, 7 აგვისტო 2008
  53. The goals behind Moscow's Proxy Offensive in South Ossetia.
  54. „S Ossetia fights Georgian troops out of occupied height“. Itar-Tass. 2008-08-06.
  55. „Heavy fighting in South Ossetia“. BBC News. 2008-08-08.
  56. 56.0 56.1 ჯონ სვეინი (9 ნოემბერი 2008). „პირველად ქართველებმა გაისროლეს, ამბობენ ბრიტანელი მონიტორები“. სანდეი ტაიმზი. ციტირების თარიღი: 2008-11-12.
  57. Georgia offers fresh evidence on war's start ნიუ-იორკ ტაიმზი 15 სექტ., 2008.
  58. ჯარისკაცები პერმიდან ომის ეპიცენტრში არიან, პერმის ახალი ამბები, 08.08.2008. პერმის გაზეთი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შინ დარეკა და თქვა "ჩვენ გადავედით იქ [სავარაუდოდ სამხრეთ ოსეთში] 7 აგვისტოს. მთელი 58-ე არმია."
  59. ცხოვრება გრძელდება, კრასნაია ზვეზდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გაზეთი, 3 სექტემბერი 2008.
  60. იულია ლატინინა, განსხავებული მოსაზრებები ბატონ ბასტრიკინსა და სამხრეთ ოსეთის პროკურორს შორის, "ყოველდღიური ჟურნალი", 11 სექტემბერი 2008, "ომამდე, 6 აგვისტოს, ჟურნალისტები, რომლებიც წინასწარ გაიგზავნენ ომზე სიუჟეტის მოსამზადებლად... აცხადებენ, რომ მათ 58-ე არმია როკის გვირაბის ქართულ მხარეს ნახეს".
  61. რუსლი არმია სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებების დაწყებამდე შევიდა News.ru
  62. დროის საკითხი (რუსულად) კომენტარი ილია მილშტეინის
  63. [2] მოსკოუ ტაიმზი, ნიკოლაუს ფონ ტვიკელი, "Moscow Claims Media War Win",17 ნოემბერი 2008, აფხაზეთის ბაგაფში 7 აგვისტოს: "ბატალიონი ჩრდ. კავკაიის რეგიონიდან შემოვიდა."
  64. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის spiegel1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  65. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის nyt-20081106 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  66. 66.0 66.1 რუსლი ავიამოიერიშეები ქართულ ქალაქს ესხმიან, BBC News, 9 აგვისტო 2008
  67. ეს ფაქტი შემდგომში არ დადასტურდა.
  68. „Russian general wounded in Georgia's rebel region“. Reuters. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  69. 69.0 69.1 Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  70. „Russian forces mass against Georgia, says official“. Reuters AlertNet. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  71. „Georgia 'pulls out of S Ossetia'. BBC. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  72. „Western words fall on deaf Russian ears“. BBC. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  73. aid to south ossetia from russia. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  74. 74.0 74.1 74.2 „К грузинской границе прибыл ракетный крейсер "Москва" (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  75. Russian news agencies report sunken Georgian ship — Yahoo! News
  76. „Georgia says its troops 'have left S Ossetia'. Yahoo. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  77. Womack, Helen (2008-08-10). „Georgia withdraws troops from South Ossetian capital“. გარდიანი. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  78. „Georgia rebel region sends troops to disputed gorge“. Reuters. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  79. Russia seizes South Ossetia as wider conflict feared. AFP (10 August 2008).
  80. საქართველოს ჯერ არ შეუწყვეტია ცეცხლი — ინტერფაქსი
  81. Lenta.ru: Война в Осетии: Министры иностранных дел России и Грузии начали переговоры
  82. Lenta.ru: ომი ოსეთში: ლავროვმა მოუწოდა საქართველოს, გამოიყვანოს ჯარები სამხრეთ ოსეთიდან
  83. „Tbilisi civilian airport hit in Russian air strike“. Reuters. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  84. NEWSru.com :: МВД Грузии сообщает об ударе российской авиации по тбилисскому аэропорту, минобороны России упрекает его в „информационных провокациях“
  85. „Russian news agencies report sunken Georgian ship“. AP. 2008-08-10. ტექსტი „accessdate-2008-08-10“ იგნორირებულია (დახმარება)
  86. Lenta.ru: Война в Осетии: Российские корабли потопили грузинский ракетный катер
  87. „Дыгало подтвердил уничтожение грузинского ракетного катера“ (Russian). Lenta.ru. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  88. „Грузия пустила российских миротворцев в Зугдидский район“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  89. „Российских граждан не выпускают из Грузии“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  90. „В Абхазию прибыли российские десантники“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  91. „В Южной Осетии взяты в плен две группы грузинских диверсантов“ (Russian). ინტერფაქსი. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  92. „Американский наемник взят в плен в Южной Осетии“ (Russian). Vzglyad. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  93. „Цхинвали вновь подвергся артиллерийскому обстрелу“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  94. U.S.: Russia trying to topple Georgian government. CNN (10 August 2008). ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  95. Russian ground forces assault vital Georgian city Retrieved on 11-08-08
  96. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  97. Russia Ready to Negotiate Retrieved on 11-08-08
  98. „Russians in Abkhazia issue ultimatum to Georgia“ (English). AP. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  99. „Россия ввела в Абхазию 9 тысяч военных и 350 бронемашин“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  100. „В Абхазию прибыл командующий ВДВ России“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  101. „Генштаб России признал потерю еще двух самолетов“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  102. „В России задержаны девять грузинских агентов“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  103. „Грузинских военных перебросили из Ирака американские самолеты“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  104. „Генштаб ответит на переброску грузинских войск из Ирака“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  105. Dzhindzhikhashvili, Misha (2008-08-11). „Russia seizes Georgia base, opens second front“. The Associated Press. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  106. „Georgia: Russian military advancing“. CNN. 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  107. Russian troops in Georgia advance
  108. „Georgia official says Russia captured Georgia town“ (English). როიტერსი. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  109. Foreign Secretary deplores continued fighting in Georgia (09/08/2008). ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  110. Georgia: Russia fighting on several fronts as Georgian troops withdraw to defend Tbilisi წაკითხვის თარიღი 11-08-08
  111. „Российские военные уничтожили два грузинских вертолета - миротворцы“ (Russian). RIA Novosti. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  112. „В зону конфликта переброшены роты чеченских батальонов "Восток" и "Запад" (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  113. „Russian troops invade Georgia and take the city of Gori“. Times Online. 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  114. Russian military pushes into Georgia CNN წაკითხვის თარიღი 11-08-08
  115. US sends more arms to Georgia – Israeli media Russia Today წაკითხულია 11-08-08
  116. Russia says no plan to attack Tbilisi
  117. Российские войска покинули район города Сенаки
  118. Russian troops leave Senaki town-ministry
  119. Russia Presses into Georgia, NYTimes, reporting from Senaki.
  120. „Georgia: Russian troops seize a strategic prize in swift advance“. The Daily Telegraph. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  121. „Russia moves into Georgian territory as conflict worsens“. Agence France-Presse. 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  122. Italy ready for Ossetia response ANSA Retrieved on 11 August 2008
  123. „России не понравился проект резолюции по Южной Осетии“ (Russian). Lenta.ru. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  124. „Report: Abkhaz troops pushing Georgians from gorge“. International Herald Tribune. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  125. „Russian Forces Capture Military Base in Georgia“. The New York Times. 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  126. „Сулима Ямадаева видели в окрестностях Цхинвали“ (Russian). Lenta.Ru. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  127. Dozens of Russian vehicles head toward key gorge, Associated Press, Yahoo!, August 12, 2008.
  128. Georgia 'Still Being Bombed' Sky News 2008, 12 აგვისტო
  129. „Abkhazia says it controls most of Kodori Valley“. Monsters and Critics. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  130. „Russians Bomb Georgian City“. Sky News. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  131. „Abkhazian forces surround Georgian troops in Kodori Gorge“. Itar-Tass. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  132. „Abkhazian units begin operation in Kodori Gorge“. Itar-Tass. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  133. „Georgia to declare breakaway regions occupied“. The Guardian. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12.. From the Associated Press.
  134. „Georgia begins legal move“. Teletext Ltd. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  135. „Russian Lawmakers Blame U.S. for Crisis“. Cybercast News Service. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  136. „NATO chief: Russian cease-fire not enough“. International Herald Tribune. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  137. 137.0 137.1 Vladimir Putin 'wanted to hang Georgian President Saakashvili by the balls' (ვალდიმირ პუტინს სურდა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ყვერებით დაკიდება). TimesOnline. 14 ნოემბერი, 2008.
  138. Cyberspace Barrage Preceded Russian Invasion of Georgia წაკითხულია 11 აგვისტოს, 2008.
  139. „Russian Stocks Tank; War With Georgia Feared“. Dow Jones & Company. 8 August 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  140. „Russian equities tumble as tensions with Georgia escalate“. The Associated Press. 8 August 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  141. Lesova, Polya (8 August 2008). „Fitch lowers Georgia's debt ratings to B+“. MarketWatch. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  142. Pagnamenta, Robin (8 August 2008). „Analysis: energy pipeline that supplies West threatened by war Georgia conflict“. The Times. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  143. Watkins, Eric (8 August 2008). „BTC export alternatives on hold as Russia, Georgia clash“. Oil and Gas Journal. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  144. „Russian jets targeted major oil pipeline: Georgia“. Reuters. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  145. „UN row flares over Ossetian conflict“. Financial Times (London). 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  146. „Oil sinks to 3-month low“. CNN. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  147. Georgia Offers Fresh Evidence on War’s Start (საქართველო ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს ომის დაწყების თაობაზე). ნიუ-იორკ ტაიმზი. 15 სექტემბერი, 2008.
  148. Georgia Claims on Russia War Called Into Question (საქართველოს მტკიცებულებები რუსეთთან ომის შესახებ საეჭვო ხდება). ნიუ-იორკ ტაიმზი. 6 ნოემბერი, 2008.
  149. იაკობაშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ მედია კამპანიაზე საუბრობს. სივილ ჯორჯია. 12 ნოემბერი, 2008.
  150. დიმიტრი მედვედევი - რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ // Presage.tv

რესურსები ინტერნეტში

| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }} ეჟედნევნი ჟურნალის სტატია-ანალიზი სამხრეთ ოსეთის მოვლენებზე და წინაპირობებზე

თარგი:Link GA