ნიუნორსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: fa:نروژی نو
r2.7.2) (ბოტის დამატება: se:Ođđadárogiella
ხაზი 60: ხაზი 60:
[[ru:Нюнорск]]
[[ru:Нюнорск]]
[[scn:Nynorsk]]
[[scn:Nynorsk]]
[[se:Ođđadárogiella]]
[[simple:Nynorsk]]
[[simple:Nynorsk]]
[[sk:Nynorsk]]
[[sk:Nynorsk]]

11:30, 7 აგვისტო 2012-ის ვერსია

ნიუნორსკი (ნორვ. nynorsk — „ახალნორვეგიული“) — თანამედროვე სალიტერატურო ნორვეგიული ენის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმა ბუკმოლის პარალელურად. ამ ორი ფორმის გვერდით ზოგიერთ თემში ოფიციალურ ენად რომელიმე საამური ენა გამოიყენება. ნიუნორსკის როგორც „ქვეყნის ენის“ (ლანსმოლი, ნორვ. landsmål) ჩამოყალიბება XIX საუკუნის შუა ხანებში ივარ ოსენმა წამოიწყო. ოსენი თავის პროექტში „ჭეშმარიტად ნორვეგიულ“ საპირწონეს ხედავდა იმხანად გავრცელებული „საიმპერიო ენისა“ (რიქსმოლი, ნორვ. riksmål), რომელიც დანიურის ანალოგი იყო.

„საიმპერიო ენა“ საბოლოოდ წიგნის ენად, ბუკმოლად, გარდაიქმნა და ნორვეგიის მეორე სახელმწიფო ენად იწყო გადაქცევა. საერთო ჯამში ახალნორვეგიული დასავლეთ ნორვეგიულ დიალექტებს ემყარება და მოსახლეობის ათი პროცენტი თუ იყენებს სალაპარაკოდ და საქმის საწარმოებლად. ახალნორვეგიული წერის ნორმები თანდათანობით ბუკმოლის ორთოგრაფიას ემსგავსება, თუმცა ქვეყანაში არსებობს ჰიოგნორსკიც (ნორვ. Høgnorsk — „ზენორვეგიული“) — ხელოვნური ნორმა, რომელიც ბუკმოლური სიტყვებისგან სრულიად გაწმენდილია. ახალნორვეგიულ ვიკიპედიაში ჰიოგნორსკით დაწერილი სტატიები განცალკევებულ კატეგორიაშია მოთავსებული.

სკოლებში ორივე ენაზე მიმდინარეობს სწავლება.

რესურსები ინტერნეტში

  • Noregs Mållag — ორგანიზაცია, რომელიც უმთავრესი ლობისტია ნიუნორსკისა.
  • Norsk Målungdom -ის ახალგაზრდული ორგანიზაცია.
  • Ivar Aasen-tunet ივარ ოსენის ცენტრი.