Minecraft: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: lv:Minecraft
განახლება
ხაზი 13: ხაზი 13:
| სერია =
| სერია =
| ძრავა =
| ძრავა =
| ვერსია = [http://www.minecraftwiki.net/wiki/Version_history 1.2.5] ([http://www.minecraftwiki.net/wiki/Version_history/Development_versions 12w30e)]
| ვერსია = [http://www.minecraftwiki.net/wiki/Version_history 1.3.1] ([http://www.minecraftwiki.net/wiki/Version_history/Development_versions 12w30e)]
| თარიღი = '''დასრულებული (Full) ვერსია:''' [[18 ნოემბერი]] [[2011]]
| თარიღი = '''დასრულებული (Full) ვერსია:''' [[18 ნოემბერი]] [[2011]]
ბეტა: [[20 დეკემბერი]] [[2010]]
ბეტა: [[20 დეკემბერი]] [[2010]]

19:40, 1 აგვისტო 2012-ის ვერსია

Minecraft
ფაილი:Minecraftlogo.png
თამაშის ლოგო
დეველოპერ(ებ)ი Mojang AB
გამომცემელი Mojang AB
პლატფორმ(ებ)ი Java, Xbox 360, iOS
გამოსვლის თარიღი

დასრულებული (Full) ვერსია: 18 ნოემბერი 2011 ბეტა: 20 დეკემბერი 2010

კლასიკური: 17 მაისი 2009
ჟანრ(ებ)ი Sandbox, მოქმედებითი-სათავგადასავლო, ინდი-თამაში (Xbox 360-ზე არკადა და არა ინდი)
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი

მარკუს პერსსონი (Notch),

Jens Bergensten (Jeb)
ვერსია 1.3.1 (12w30e)

Minecraft (ქართ. მაღაროს ხელობა ან მაღაროს საქმიანობა) — კომპიუტერული თამაში, რომელსშიც ყველაფერი აწყობილია ბლოკებისგან (კუბებისგან) და ამ ბლოკებზე ზემოქმედებს მოთამაშე. თამაში შეიძლება როგორც პირველ პირით ასევე მესამეთი. თამაშს არა აქვს მიზანი და წესები, თამაშში მოთამაშეს შეეძლება შექმნას ისეთი სამყარო როგორიც მოუნდება, ბლოკების დადება-დამსხვრევით, აირჩიოთ თამაშის სასურველი სტრატეგია, ააშენოს ფერმა, მაღარო და ასე შემდეგ. თამაშს ასევე აქვს ონლაინ რეჟიმი, სადაც შეიძლება სხვებთან ერთად თამაში, ოფიციალური საიტიდან[1] (ან თუნდაც სხვა საიტიდან) გადმოწერილი პროგრამით შესაძლებელია საკუთარი სერვერის "დაჰოსტვა". Minecraft შექმნა შვედმა პროგრამისტმა მარკუს პერსონმა, Mojang AB-ის დამფუძნებელმა, თუმცა ასევე აქტიურად იმუშავეს კომპანიის სხვა წევრებმაც. თამაშმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან: IGN-9.0/10, Game informer-9.25/10, GameSpot-8.5/10.[2][3] Minecraft-ი იყიდა 5 მილიონზე მეტ მოთამაშემ[4]. 2012 წელს Minecraft გამოვიდა Xbox 360-ის Kinect-ზე [5][6] გამოსულია Xbox Marketplace-ს ავატარის ნივთები[7]. ამ თამაშში არის 56 ენა მათ შორის სრულყოფილი ქართულიც (იხილეთ რესურსები ინტერნეტში).

თამაშის პროცესი

ბლოკების სია (მოძველებული)

არსებობს ორი სათამაშო ვარიანტი (თამაშის ვერსია), ესენია: ჩვეულებრივი და კლასიკური, ჩვეულებრივი არის გაუმჯობრსებული კლასიკური ვარიანტი მაგრამ ჩვეულებრივი არის ფასიანი. აქ არის დამატებული შემოქმედებითი რეჟიმი, არის შეუზღუდავი რესურსები (ამ შემთხვევაში ბლოკები და ნივთები) და მოთამაშე არ კვდება (გამონაკლისი იმ შემთხვევაში თუ სიცარელეში ჩავარდება), თუმცა გადარჩენის რეჟიმი უფრო განვითარებულია. ჩვეულებრივი ვერსია ღირს 19.95 ევრო[8], თამაში არაა განთავსებული სტიმზე (Steam). კლასიკური რეჟიმის თამაში ხდება პირდაპირ ბრაუზერში, აქ სიკვდილი შეუძლებელია და კუბიკებიც შეზღუდული არაა. მობები (იხილეთ ქვემოთ) არაა, შეიარაღება (მაგალითად აბჯარი და ხმალი) არაა, მწინააღმდეგობა არაა (ბლოკი მაშინვე ტყდება) და კიდევ ბევრი ფუნქცია არაა. თამაშს აქვს გრაფიკის ორი სახეობა: ლამაზი, და სწრაფი (სწრაფში გრაფიკა შედარებით ულამაზო ხდება, თუმცა კომპიუტერი ნაკლებად იტვირთება). თამაშისთვის დრო-და-დრო გამოდის განახლებები რომლებშიც ჩნდება ახალი ფუნქციები, მაგალითად 1.2.4 ვერსიიდან შემოვიდა განვითარებული ჩატის სისტება, ახალი ფიცრის და ქვიშაქვის ბლოკები და სხვა[9].

გადარჩენა

გადარჩენის რეჟიმში, მოთამაშეს აქვს სიცოცხლე რომელიც ეცლება სხვადასხვა დაზიანებების დროს: დავარდნის, მონსტრების დარტყმის, მოწამლვის, ალის მოდების და სხვა დაზიანებების დროს, სიკვდილის დროს ყველა ნივთი იყრება სიკვდილის ადგილას, მოთამაშე კი ჩნდება თავდაპირველი გაჩენის ადგლიას (ან სახლში, თუ აქვს). ასევე მოთამაშეს აქვს შიმშილის "გრაფა" რომელიც დროთა განმავლობაში იცლება (სისწრაფე გააჩნია პერსონაჟის აქტიურობას), ის შეიძლება აღდგეს კვებით (თევზის, ვაშლის, ძროხის უმი/შემწვარი ხორცის და სხვა საკვების მიღებისას), შიმშილის გრაფის ამოწურვის შემთხვევაში მოთამაშეს დაეწევა სიცოცხლე მინიმუმამდე (თუმცა არ მოკვდება), როდესაც შიმშილის გრაფა სავსეა, სიცოცხლე სდგება. აბჯარს შეუძლია ზიანის შემცირება, იარაღები კი გამოიყენება სხვა პერსონაჟისთვის ზიანის მისაყენებლად. ასევე არის სუნთქვის განყოფილება, რომელიც ჩნდება წყალში ყოფნისას და ყვინთვის დროს ნელ-ნელა იკლებს, ამოწურვის შემთხვევაში პერსონაჟი დაიწყებს სიკვდილს. ნივთების შექმნა შეიძლება ხელობის საშუალებით (იხილეთ ქვემოთ).

რეალიზმი (Hardcore)

რეალიზმი არის გადარჩენის რეჟიმი, რომელსშიც არის იგივე გადარჩენა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ აქა არის ავტომატურად "რთული" სიძნელის დონე, და სიკვდილის შემთხვევაში სამყარო იშლება.

შემოქმედებითი

შემოქმედებითში მოთამაშე არ იღებს ზიანს, არ არის შიმშილი, მოთამაშეს შეუძლია იფრინოს, მომენტალურად გატეხოს ბლოკი, და აიღოს ნებისმიერი ნივთი ინვენტორიდან (მას არ სჭირდება დამზადება, ის პირდაპირ ხელმისაწვდომია). ასევე აქ არის ნივთები, რომელიც არ იქმნება ხელობით, ანუ ხელმისაწვდომია მხოლოდ შემოქმედებით რეჟიმში, ამ ნივთებში შედის მობთა კვერცხები, რომლის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია გააჩინოს თითქმის ყველა სახეობის მობი, არ არის "სუნთქვა". ონლაინ თამაშში, ოპერატორებისათვის (იგივე ადმინისტრატორებისათვის) ხელმისაწვდომია შემოქმედებით-გადარჩენითზე გადართვა.

ნივთები

Minecraft-ში ბლოკების (კუბების) გარდა არის ნივთებიც, ბლოკებისგან ნივთები იმით განსვხვავდება რომ მისი დადგმა შეუძლებელია (გადაგდება შესაძლებელია), თუმცა აქვს მრავალფეროვანი ფუნქციები, ნივთები არსებობს სხვადასხვანაირი ტიპის.

ნივთების ტიპები

  • მატერიალები — ეს ნივთებია რომელიც ხელობისთვის (სხვა ნივთების და ბლოკების შექმნისთვის) იყენებენ.
  • საჭმელი — ნივთები, რომელიც გამიყენება შიმშილის მოსაშორებლად (თუ პერსონაჟს არ შია მას სიცოცხლე ურეგენირდება).
  • ინსტრუმენტები — ნივთები, რომლებიც გამიყენება გარემოსთან ზემოქმედებისთვის (მაგალითად წერაქვი მაღაროში სამუშაოდ).
  • ინფორმირებელი ნივთები — ეს არის ნივთები რომელიც მოთამაშეს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის (მაგალითად ნიშანი, საათი, რუქა, კომპასი).
  • იარაღი — განკუთვნილია აგრესიული მობებისგან თავის დასაცავად, ასევე საჭმლის მოსაპოვებლად, სანადიროთ (უმარტივესი გზა მობების დასამარცხებლად).
  • აბჯარი — ნივთები რომლებიც განიკუთვნება სიცოცხლის შესანარჩუებლად, ზიანის შესამცირებლად.
  • ტრანსპორტი — ნივთები, რომლებიც მოთამაშეს ეხმარება მსოფლიოში მოგზაურობაში, გადაადგილებაში.
  • დეკორაცია — ნივთები, რომლებსაც დეკორაციული ფუნქცია აქვთ, ალამაზებენ გარემოს.

ნივთების ხარისხი (ინსტრუმენტები და აბჯარი)

Minecraft-ში არსებოს ძალიან ბევრი მატერიალი. ინსტრუმენტების გასაკეთებლად გამოიყენება: ხე, ქვა, ოქრო, რკინა, ალმასი, აბჯრის გასაკეთებლად: ტყავი, რკინა, ცეცხლი (თუმცა ცეცხლის მოპოვება, სამართლიანი გზით, ანუ ჩანთაში ჩადება შეუძლებელა რაც ცეცხლოვან აბჯარს შეუქმნელს ხდის), ალმასი. განვიხილოთ ინსტრუმენტების და აბჯრის გასაკეთებელი მატერიალები:

  • ხე ძალიან იოლი მოსაპოვებელია, მისგან შეიძლება გაკეთდეს ინსტრუმენტები ან ინსტრუმენტების ტარი (უფრო სწორეთ მოჭრილი ხისგნ კეთდება ფიცრები და ჯოხები, შემდეგ ხელობაში გადამუშავდება), ყველაზე სუსტი, მაგრამ იაფი საინსტრუმენტო მასალა.
  • ტყავი ადვილი საშოვნი რესურსი, თუმცა არა ისეთი ადვილი როგორც ხე, გამოიყენება ყველაზე სუსტი კლასის — ტყავის აბჯრის შექმნაში, ტყავისგან კეთდება მხოლოდ აბჯარი და მეტი არაფერი.
  • ქვა ადვილი მოსაპოვებელი რესურსი, თუმცა საჭიროა გარკვეული განვითარების საფეხური, მისგან კეთდება ქვის ინსტრუმენტები, უკეთესია ხისაზე (მრავალ მოთამაშიან თამაშში გამოიყენება მასიური მშენებლობებში, მშენებლებისთვის დასარიგებელ იარაღად, მისი იაფფასიანობის გამო).
  • რკინა ნაწილობრივ ადვილად საშოვნი რესურსი, თუმდაც ბევრად რთული ვიდრე მაღლა მოყვანილი მაგალითები, მისგან კეთდება იდეალური ინსტრუმენტები და აბჯრები, თუმცა არა საუკეთესო, გვიანდელ განვითარების საშოვნელად ის მოთამაშეებს თავზე საყრელად აქვს.
  • ოქრო საკმაოდ ძნელი საშოვნი რესურსი, თუმცა გვიანი განვითარების საფეხურზე ადვილი საშოვნი ხდება, სამწუხაროდ მისგან გაკეთბული ინსტრუმენტები და აბჯრები ძალიან უხარისხოა: რკინაზე სუსტია და ყველაზე ადვილად ფუჭდება (ტყდება), ამიტომ არაა რეკომენდებული მისგან აბჯრის ან ინსტრუმენტების გაკეთება, სასურველია, მოთამაშემ მოძებნოს სხვა გამოყენების გზა.
  • ალმასი — ურთულესი საშოვნი რესურსი, გვხვდება გვიანდელ განვითარების საფეხურზე (ფინალური განვითარების ეტაპზე აქტიურად გვხვდება), მისგან კეთდება ყველაფერი საუკეთესო, როგორც აბჯარი ისევე ინსტრუმენტები, ალმასი სიმდიდრის ზღვარია თამაშში.

ბალახის ბლოკი

მობები (მონსტრები)

შემოქმედებითი (კრეატიული) რეჟიმის თამაშის პროცესი (მობი შემოიჭრა მშენებარე სახლში)

მობებს შეიძლება დავარქვათ მონსტრები (ან არსებები) რომლების მკვლელობის შემდეგ ვიღებთ სხვადასხვა რესურსებს. მობები იყოფიან სამ კატეგორიად, ესენია: მეგობრული (არასდროს უტევს მოთამაშეს მაშინაც კი თუ მოთამაშე შეუტევს მას), ნეიტრალური (უტევს მოთამაშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირველი შეუტევს) და აგრესიული (უტევს დანახვისთანავე). არსებობს სხვადასხვა სახეობის მობები ესენია: ღორი, ძროხა, ცხვარი, ქათამი, ძაღლი, კატა, ოცელოტი, რვაფეხა (მეგობრულები) ზომბი-ღორი, ობობა, მგელი, Enderman (ნეიტრალურები), ზომბი, ზომბი-გიგანტი, ჩონჩხი, კლდის ობობა, კრიპერი, ობობაზე ამხედრებული ჩონჩხი, გასტი, Enderdragon, სოკოიანი ძროხა (მტრულები) და ბევრი სხვა. თუ მობებზე გაივლის ურიკა მობი ჩაჯდება მასში (თუ თავისუფალი იქნება). შინაური ცხოველ მობები დაყვებიან მოთამაშეს რომელსაც ხელში ხორბალი უკვაია, ასევე შეიძლება მათი გამრავლება ხორბლის დახმარებით (გამონაკლისი: ძაღლი — ძვლით, კატა — უმი თევზით). აი რამდენიმე მობი:

ძროხა

ძროხა — მეგობრული მობი. ძროხა სიკვდილისას ყრის ტყავს (ასევე ხორცს) რომლითაც შემდეგ მოთამაშეს შეუძლია გავაკეთოს ტყავის აბჯარი და დაიცვას თავი. ძროხები უმიზნოთ დაეხეტებიან, თუ შეხვდებიან დაპრკოლებას შეეცდებიან გადაახტნენ, არ ერიდებიან წყალში მოხვედრას ამიტომ ხშირად მოთამაშეს შეუძლია იხილოს წყალში მოტივტივე ძროხა. ძროხები დადიან ჯგუფებად (2-5 ან მეტი).

სოფლელი

სოფლელები საუბრობენ

სოფლელი — მეგობრული მობი. აქვს მოთამაშის ფორმა, თუმცა მას აქვს დიდი ცხვირი. ისინი ცხოვრობენ სოფლებში რომლებიც შემთხვევით გენერირდება მოგზაურობის დროს (NPC სოფელში). მათ აქვთ შერჩეული სახლი რომელშიც ცხოვობენ, მას შეუძლია კარების დაკეტვა-გაღება, ისინი დაეხეტებიან სოფელში. მათ ეშინიათ მტრული მობების და გაურბიან მათ. მათ აქვთ განსხვავებული ტანსაცმელი და პროფესია. არსებობს მობი — რკინის გოლიათი, რომელიც ემსახურება სოფლელებს, (იხილეთ ქვემოთ) ასევე სოფლელებს შეუძლიათ ვაჭრობა.

მგელი

მგელი ნეიტრალური მობია თუმცა მისი ხასიეთი იცვლება. თუ მოთამაშე დაარტყავს მას თვალები გაუწითლდება (აგრესიული მიმიკა) და მოთამაშეს შეუტევს (აგრესიული გახდება) და თუ ძვლით გავუმასპინძლდება, (შეიძლება იყოს საკმარისი ერთი ძვალიც მაგრამ ხშირად მეტი, რაოდენობა განსხვავებულია) მოთამაშე მას მოიშინაურებს და ის გადაიქცევა მეგობრულ მობათ, რომელიც ემსახურება მოთამაშეს: შეიძლება მას ვუბრძანოთ დაჟდომა რის შემდეგაც ის ადგილიდან არ გაინძრევა (გამონაკლისი თუ დავარტყავთ, ის დგება დარბის და წკმუტუნებს მაგრამ მოგვიანებით მშვიდდება) ან როცა მივაწვებით, მივახოხებთ და თუ მას მოთამაშე ავტომატურ რეჟიმზე დავტოვბს ის მას მიყვება და თუ მოთამაშე უცხო მობს შეუტევს მგელი დაეხმარება მოთამაშეს ბრძოლაში.

ზომბი-ღორი

ზომბი-ღორი — ნეიტრალური მობი. ისინი სახლობენ ქვეშეთში. თუ მოთამაშე გაჩერდება მასთან ზომბი-ღორი მას შეხედავს რამდენიმე წამით, შემდეგ კი გზას განაგრძობს. როგორც ჩვეულებრივ ისინი დაეხეტებიან ჯგუფებათ, და ცდილობენ ერთად იყვნენ. თუ მოთამაშე შეუტევს ზომბი-ღორს ის და მისი ჯგუფის წევრები გახდებიან აგრესიულები და მოთამაშეს შეუტევენ. ზომბი ღორებიდან ძალიან იშვიათად იყრება ოქროს ზოდები და ინსტრუმენტები რაც ძალიან გამოსადეგია მოთამაშისთვის (მოკვლის შემთხვევაში).

რკინის გოლიათი

რკინის გოლიათი ვარდით ხელში

მოთამაშეს შეუძლია შექმნას (ააწყვოს) რკინის გოლიათი, შეიძლება ითქვას ეს არის რობოტის მსგავსი მანქანა რომელიც სოფლელებს (იმ შემთხვევაში თუ შემქმნელი მოთამაშეა — მოთამაშეს) იცავ მტრული მობებისგან, თუმცა არსებობს გამონაკლსი — სასრულის კაცი და შფოთა. ის იქმნება რკინის ბლოკებისგან, თუმცა არა ხელობაში — მშენებლობით. მართალია, რკინის გოლიათი შექმნილია სოფლელებისთვის, და ამ შემთხვევაში ის ნეიტრალურა, თუმცა ის სრულფოსოვნად ემსახურება მოთამაშესაც, ამ დროს კი ის მეგობრულია (პასიურია მოთამაშეს მიმართ). სოფლებში ის ზოგჯერ შეიმჩნევა ვარდით ხელში, რომელსაც ის ურიგებს სოფლელებს (იხილეთ სურათი), ხშირადაა სოფლები რომლებშიც არაა რკინის გოლიათი.

შფოთა (კრიპერი)

შფოთა (იგივე კრიპერი) — მწვანე (თეთრი წერტილებით), პრაქტიკულად უხმაურო მობი-კამიკაძე (მტრული) მოთამაშესთან მიახლოებისას (როგორც ჩვეულებრივ მიპარვისას, ის პირდაპირ არ ეცემა მოთამაშეს, სასურველ მომენტს შეარჩევს) ფეთქდება (და თუ სხვა მობებიც სიახლოვეში შემთხვევით იდგებიან მათაც ააფეთქებს). ეს მობი არის თამაშის "სავიზიტო ბარათი"[10].

ჩონჩხი

ჩონჩხი — მტრული მობი. მას ხელში უჭირავს მშვილდ-ისარი, ის მოთამაშეს ისრებს ესვრის. ისინი არიან საშიში მობები, მათ შორი მანძილიდანაც კი შეუძლიათ მოთამაშე დაამარცხონ (როგორც ჩვეულებრივ, უაბჯრო). სიკვდილის შემთხევაში ის ყრის ძვლებს, ისრებს და იშვიათად მშვილდ-ისარს.

ფიზიკა

"არაფიზიკური ბლოკი"

ამ თამაშის უმეტესი ნაწილი აწყობილია ფიზიკაზე, თუმცა ყველა ობიექტი ფიზიკას არ ემორჩილება, ყველაზე შესანიშნავი არის ის რომ ზოგიერთი ბლოკი ჰაერში ლივლივებს (იხილეთ სურათზე), თუმცა ბლოკების ჰაერში დადგმა შეუძლებელია. თამაშში მდინარეებს არ აქვს დინება, თუმცა ასეთი ფუნქცია როგორც დინება არსებობს, თამაშში შეიძლება ნივთების დაყრა-გასროლა: შეიძლება გუნდების სროლა, ისრების ტყორცნა და სხვა. ასევე რკინიგზა რომელიც დაღმართზე ჩამოიდის ურიკას უფრო სწრაფად ამოძრავებს, რომელიც აღმართზე ადის — ნელა (შეიძლება ელექტრო რელსების დაყენება რომელიც ასწრაფებს ურიკას ნებისმიერ ადგილას).

ხელობა

ხელობა არის Minecraft-ში ბლოკების და ნივთების მიღების ერთერთი გზა. იმისთვის რომ მოთამაშემ ხელობის დახმარებით შექმნას ნივთი მან ხელობის გრაფაში უნდა ჩადოს მატერიალები გარკვეული წყობით, ყველა ნივთს განსხვავებული წყობა აქვს (ხელობის პროცესი იხილეთ გალერეაში).

მაღარო

Minecraft-ში, მაღაროები გამოიყენება სხვადასხვა რესურსების მოსაპოვებლად, ესენია: ქვა, ნახშირი, რკინა, ოქრო, ალმასი, წითელქვა, ლილაქვა და სხვა. არსებობს მაღაროების აშენების უამრავი მეთოდი, მაღაროები იყოფა ორ კატეგორიად: ჩვეულებრივი (სადაც მოიპოვება უბრალო მატერიალები: ქვა, ნახშირი, რკინა და სხვა) და განსაკუთრებული (სადაც მოიპოვება ოქრო, ლილაქვა, წითელქვა, ალმასი და სხვა). შესაძლებელია მაღაროებში რელსების დაგება.

ალქიმია

მიწისქვეშა ალქიმიის "ლაბორატორია" - სახარში ქურა და ქვაბები

ალქიმიის საშუალებით მოთამაშეს სახარშ ქურაში შეეძლება შექმნას (მოხარშოს) ხსნარი, რომელსაც ექნება სხვადასხვა ეფეტქები მაგალითად ძალა, სისწრაფე, სიცოცხლის რეგენერაცია, სისუსტე, სინელე და სხვა. თავიდან მოთამაშემ უნდა გააკეთოს კოლბები, შემდეგ შეავსოს ის წყლით, ჩადოს ქურაში, და რამდენიმე ინდეგრედიენტთა სტადიის შემდეგ გამოიღოს მზა ხსნარი. ასევე შეიძლება სატყორცნი ხსნარების დამზადება, რომლის სროლა იქნება შესაძლებელი და მის მოქმედების ზონაში მოხვედრილ ობიექტებს ზემოქმედებს თავისი ეფექტით.

შელოცვა

შელოცვა — ნივთებზე ჩარების/სულების დადების პროცესი, რომლის დროს იარაღებზე, ინსტრუმენტებზე და აბჯრებზე შესაძლებელია სულების დადება, რომელიც იძლევა ბონუსებს, შელოცვისთვის გამოიყენება შელოცვის მაგიდა[11]. შელოცვა იძლევა ისეთ ბონუსებს როგორიცაა ცეცხლოვანობა, წყალში სუნთქვა, განტყორცნა და სხვა.

ვაჭრობა (სოფლელები)

ვაჭრობის ფანჯარა

ამ მომენტისათვის ვაჭრობა არაა შესული სტანდარტულ თამაშის ვერსიაში, თუმცა ის შევა მომავალ 1.3 ვერსიაში

ვაჭრობის მექანიკა მოთამაშეს აძლევს საშუალებას ივაჭროს NPC სოფლელებთან. სოფლელები ზოგჯერ ყიდიან უნიკალურ ნივთებს, რომელიც სხვაგვარად არ მოიპოვება (მაგალითად ცეცხლოვან აბჯარს). ვაჭრობა ხდება ზურმუხტებით, რომელიც ძალიან იშვიათად მოთამაშეს ხვდება მიწისქვეშ ბუნებრივი სახით (ის არის ალმასზე იშვიათი), თუმცა მისი მოპოვების გაცილებით მარტივი მეთოდია ვაჭრობა (სოფლელი იხდის ზურმუხტს, მოთამაშე - პროდუქტს).

კონკრეტული ტიპის სოფლელი ყიდის პროდუქტს, რომელიც შეესაბამება მის პროფესიას, სოფლელის პროდუქტის ყიდვას, ან მოთამაშის პროდუქტის გაყიდვა იწვევს იმ სოფლელის დონის მომატებას, რომელთანაც მიმდინარეობს ვაჭრობა, რა უფრო მაღალია დონე - მით უფრო იმატებს ნივთების სიძვირფასე/სიიშვიათე და რაოდენობა.

გარემო

ცა

Minecraft-ში ცაზე მოჩანს მზე (თუ დილაა), მთვარე (თუ ღამეა) და ღრუბლები. თამაშის დღე-ღამე გრძელდება 20 წუთი (რეალური დრო) რომლის დროსაც სხვადასხვა განათების დონეა. დღე ყველაზე ხანგრძლივია — 10 წუთი შემდეგ მოდის ღამე — 7 წუთი ასევე არის მზის ჩასვლა და ამოსვლა — 90 წამი.

რეალური და სათამაშო დროს შედარება

  • 1 თამაშის საათი = 50 რეალური წამი.
  • 24 თამაშის საათი = 20 რეალური წუთი.
  • 1 თამაშის კვირა ≈ 2,333 რეალური საათი.
  • 1 თამაშის თვე = 10 რეალური საათი.
  • 1 თამაშის წელი ≈ 5 რეალური დღე.

(სათამაშო დრო მიმდინარეობს სწორეთ თამაშის პროცესის დროს)

ადგილები

Minecraft-ში არის სხვადასხვა ადგილები ესენია: ჩვეულებრივი მსოფლიო, ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო), ცის მსოფლიო (დასასრული) და სიცარიელე (ყველა მათგანი იხილეთ ქვემოთ). ყველა ბლოკი არის გაერთიენებული სხვადასხვა რუქის ნაწილების, ზომა არის 16х16х16 (ადრე 16х16х128) და ყოველთვის როდესაც მოთამაშე გაივლის, აღმაოჩენს ახალ ნაწილებს, ის მახსოვრდება თამაშის ფაილებში (ყველა მსოფლიო არის უსასრულო, ის შემთხვევით გენერირდება მაშინ როცა მოთამაშე მიუახლოვდება ნაწილს).

ჩვეულებრივი მსოფლიო

ეს არის მსოფლიო სადაც მოთამაშე თავდაპირველად ჩნდება. აქ ჩნდება ბევრი სტრუქტურა. ის გამოიყურება როგორც რეალური მსოფლიო (ოღონდ არა როგორც ქალაქი), აქ არის სხვადასხვანაირი ბიომები: უდაბნო, ბარი, მთები, ჯუნგლები და სხვა, აქ ხდება ძირითადი თამაშის პროცესი.

ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო)

ქვეშეთი

ქვეშეთში არის ძალიან ბევრი ლავა, ამის გამო იქ მოგზაურობა ძალიან რთული და საშიშია. აქ არის განსაკუთრებული ბლოკები რომელიც ჩვეულებრივ მსოფლიოში არ მოიპოვება, ერთდაერთი რაც ქვეშეთის და ჩვეულებრივი მსოფლიოს საერთოა ეს არის სოკოები, რომელიც მრავლადაა გავრცელებული ქვეშეთში. ამ მსოფლიოში მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა ნივთები რომლებიც ჩვეულებრივ მსოფლიოში გამოიყენება, მაგალითად: საწოლი — პერსონაჟის საწოლზე დაწოლისას ფეთქდება, საათი და კომპასი — ისინი არეულები არიან და ისარს გაურკვეველ მიმართულებით აქნევენ. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოკვდება ქვეშეთში, ის გაჩნდება ზუსტად იმ ადგილას თუმცა ჩვეულებრივ მსოფლიოში. აქ არიან ასევე განსაკუთრებული მობები რომელსაც სხვაგან არ სახლობენ (ყველა ქვეშეთის მობები დაკავშირებულები არიან ალქიმიასთან, და მითი ნაწილებით, მაგალიტად მტირალას ცრემლით იქმნება მრავალფეროვანი ხსნარები) , ესენი არიან:

  • მტირალა (გასტი) — დიდი მფრინავი მობი 4х4 ბლოკის ზომით გავს ოთკუთხედ მედუზას (თუმცა დაფრინავს) უმეტესად ჭერთან დაფრინავს, მოთამაშის მოახლოებისას იწყებს ცეცხლოვან ბურთების სროლას რომელიც დაცემისას ფეთქდება. მისი ბურთის არიდება (ასხლირტვა, გატყორცვნა) შეიძლება ნებისმიერი ნივთის დარტყმით. მას აქვს უცნაური ხმები ამიტომ შეიძლება მოუმზადებელი მოთამაშე შეაშინოს. მასთან ბრძოლის დროს სასურველია გამოიყენოს მშვილდ-ისარი. ამ მობს მტირალა ეწოდება იმიტომ რომ ის გამოსცემს პატარა ბავშვის ტირილის მსგავს ხმებს და სიკვდილისას ტირის (მისი ცრემლები გამოიყენება ალქიმიაში)
  • ზომბი-ღორი — ნეიტრალური მობი, ხშირად გვხვდება ჯგუფებად (4-10 ან მეტიც). საკმარისია მოთამაშებ ერთი დაარტყას და მის დასახმარებლად შემოგიტევთ მთელი ჯგუფი. იშვიათად ის ყრის ოქროს ან ოქროს ინსტრუმენტებს, შედარებით ხშირად კი ოქროს ნამცეცებს რომლის გაერთიანების შემთხვევაში გამოვა ოქროს ზოდი.
  • ბლეიზი — მფრინავი მტრული მობი რომელიც ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქვე იქნება მობების გამჩენი (Spawner). ის ისვრის ცეცხლს, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მობი ალქიმიკოსებისთვის, რადგან ის გამოიყენება როგორც სახარში ქურის დასამზადებლად, ასევე ხსნარების დასამზადებლად
  • მაგმის კუბიკი — კუბიკი რომელიც სიკვდილის შემდეგ იყოფა რამდენიმეჯერ და ისევ უტევს მოთამაშეს (პატარა კუბებს ზარალის მიყენება არ შეუძლიათ თუმცა მაინც უტევენ მოთამაშეს, საბოლოოდ მოკვდება). ყრის მაგმის კრემს, რომელიც გამოიყენება ალქიმიაში.

დასასრული

სასრულის სამყარო

(ასევე ჰქვია სასრული) ამ ადგილას სახლობს ორი საშიში მობი: სასრულისკაცი და სასრულის დრაკონი (Enderdragon) ამ ადგილას არის ძალიან დაბალი განათების დონე. ეს ადგილი არის ფინალური (სწორედ ამიტომ ჰქვია დასასრული). აქ მოთამაშე უნდა შეებრძოლოთ დრაკონს (Enderdragon), როცა დაამარცხებს (თუმცა ეს ურთულესია) ის დაყრის უამრავ სულს, და გაიხსნება პორტალი, ამ პორტალში ჩასვლის შემდეგ დაიწყება ტიტრები, შემდეგ კი პორტალით ისევ ჩვეულებრივ მსოფლიოში გადავა და განაგრძობს ჩვეულებრივ თამაშს. ყველაზე საშიში არის დასაწყისი, ამ დროს მოთამაშე ჩნდება ობსიდიანის პლატფორმაზე, მას მოუწევს ააგოს ხიდი რომ გადავიდეს კუნძულზე, კუნძულებს გარშემო სიცარიელეა (იხილეთ ქვემოთ), დრაკონი მოახლოებისას ანადგურებს ბლოკებს რომელიც შემოტანილია ჩვეულებრივი მსოფლიოდან (თუმცა არა ქვას, მიწას და მსგავს უბრალო ბლოკებს), საჭიროა განადგურდეს დრაკონის კრისტალები, რათა დრაკონმა არ შეძლოს განკურნება, (კრისტალები ცათაბრჯენებზეა მოთავსებული, ეს კი ქმნის კიდევ ერთ პრობლემას), შემდეგ კი მოთამაშე შეუდგეს დრაკონის დამარცხებას რომელიც უზარმაზარია და უამრავი სიცოცხლე აქვს, დრაკონს შეუძლია გაანადგუროს ზედაპირი და შენობები, ამიტომ მოთამაშე იქ სახლს ან თავშესაფარს ვერ ააგებს, დრაკონის დამარცხების შემდეგ გაიხსნება პორტალი, რომლის შესვლის შემდეგ დაიწყება ტიტრები, რომელსშიც მიმდინარეობს ორი მოთამაშის საუბარი რომლებიც ლაპარაკობენ რომ მოთამაშეს (რომელმაც დრაკონი დაამარცხა) უკვე შეუძლია სხვის აზრების კითხვა და მიაღწია თითქმის უმაღლეს დონეს, თუმცა მას არ შეუძლია წაიკითხოს ზოგიერთი მონაკვეთი[12].

სიცარიელე

სიცარიელე — სიღრმის საზღვარი, როგორც ჩვულებრივ აქ მოთამაშე გადარჩენის რეჟიმში ვერ მოხვდება იმიტომ რომ მას ფარავს ძირქვა (ბლოკი რომელიც არანაირად არ ტყდება გადარჩენის რეჟიმში, ფიზიკურად გაუტეხავია). იქ ჩავარდნა მხოლოდ შეიძლება შემოქმედებით რეჟიმში. თუ იქ მოთამაშე ჩავარდება 2,5 წამში მოკვდება (თუ ამოსვლას ვერ მოასწრებს). დილით (თამაშის დროით) აქ ჩანს მზე და ცისფერი ცა, ღამით კი მთვარე და ვარსკვლავები.

ბიომები

ბიომები — ზონები, სადაც განსხვავებული კლიმატი და ბუნებაა[13]. Minecraft-ში არსებობს 11 სახის ბიომი, ესენია: ჯუნგლები, ტბა, ტყე, ტაიგა, უდაბნო, დაბლობი, ტუნდრა, გორაკები, სოკოს კუნძული და ქვეშეთი.

მიწისზედა სტრუქტურები

მდინარეები

მდინარე - ნატურალური სტრუქტურა, რომელიც გავს ნამდვილ მდინარეს თუმცა მას დინება არ აქვს. მდინარეები არის ძალიან გრძელი და ბოლოს წყდებაიან (ან ზღვაში ჩადიან).

NPC სოფლები

სტრუქტურა, რომელიც გენერირდება ჩვეულებრივ მსოფლიოში, ყველა სოფელი უნიკალურია (გენერირდება შემთხვევით) რომლებშიც ცხოვრობენ სოფლის მაცხოვრებლები (ერთ ერთი მობები რომლებიც გავნან ადამიანებს მაგრამ დიდი ცხვირი აქვთ) და ყველა სხვადასხვანაირია (ჩაცმულობით) მაგალითად: მჭედელი, ბიბლიოთეკარი და სხვა.

სოფლების გამაგრება

ძირითადად იმის გამო რომ სოფლელებს შეუძლიათ ვაჭრობა, მოთამაშეები ირჩევენ სოფელს, და ამაგრებენ მას — აშენებენ კოშკს, არტყამენ კედელს და სხვა, ამით აიზოლირებენ და იცავენ მტრული მობებისაგან (და სხვა მოთამაშეებისაგან, ქსელურ თამაშში). თუ ლანდშტაფტი შერჩეულია არასწორედ, თუმცა სოფლელები ვაჭრობენ იშვიათი პროდუქტით რკინიგზის საშულებით შესაძლებელია სოფლელების ტრანსპორტირება მეორე, ან ხელოვნურ სოფელში.

ჭები

ჭა უდაბნოში

ჭა — სტრუქტურა რომელიც უდაბნოში ჩნდება, (თუმცა არსებობს მსგავსი სტრუქტურა სოფლებში) ის მთლიანად შედგება ქვიშაქვისგან, მის ცენტრში არის წყალი.

ხეები

ხეები შედგებიან ხისგან და ფოთლებისგან, ხის მოჭრა შესაძლებელია ყველაფრით (ხელითაც კი) მაგრამ ყველაზე სწრაფად მოიჭრება ნაჯახით. ხე არ ემორჩილება გრავიტაციას და თუ ერთ ერთ ბლოკს მოჭრით ხე მყარად იდგება მაგრამ ხეს თუ მოუჭრით ყველაფერს და მარტო ფოთლებს დავტოვებთ, მას ისინი გასცვივა. ასევე შეიძლება ნერგების დარგვა რომლებიც შემდეგ იზრდებან (დრო დამოკიდებულია ტემპერატურაზე და სინათლეზე). არსებობს სხვა და სხვა ჯიშის ხეები, რომლისგან მიიღება სხვა-და-სხვა ფერის ფიცრები.

გიგანტური სოკო

ეს არის ბლოკების ჯგუფი (როგორც ხე). არსებობს ორი სახეობის გიგანტური სოკო: წითელი და ყავისფერი. თუ მოთამაშე დარგავს ჩვეულებრივ სოკოს და მას დააყრის ძვლის ფქვილს, ის გაიზრდება და გახდება გიგანტური.

განსაკუთრებული თვისებები

  • წითელი ლამაზი სოკოსგან შეიძლება გამოვიდეს საცხოვრებელი.
  • გიგანტური სოკოებით შეიძლება სოკოს მოპოვება (მისი ბლოკები განადგურებით, შემდეგ კი ისევ გიგანტური სოკოს დადგმით).

მიწისქვეშა სტრუქტურები

გამოქვაბულები

ბნელი გამოქვაბული

გამოქვაბული (ან გვირაბი) არის ძალიან ხშირი სტრუქტურა გამოქვაბულები შეიძლება შედგებოდეს უამრავი გვირაბებით, ზოგი მათგანი კი ზედაპირზე გამოდის. გვირაბი შეიძლება იყოს ძალიან ღრმა. მოთამაშეს არასდროს არ შეხვდება ერთნაირი გვირაბები ისინი შემთხვევით გენერირდება ხანდახან გვირაბები უკავშირდება საგანძურებს (იხილეთ ქვემოთ). იმის გამო რომ გამოქვაბულებში არის სიბნელე იქ ხშირად ჩნდება მტრული მობები, თუმცა თუ მოთამაშე გაანათებს გამოქვაბულს მობები აღარ გაჩნდებიან, გამოქვაბულების განათებისთვის რეკომენდებულია ჩირაღდანები თუ იქ მოთამაშე გავლით არაა (ანუ იქ თუ არ აპირებს ცხოვრებას).

მიწისქვეშა კანიონები

გამოქვაბულებში ან სხვა მიწისქვეშა სტრუქტურებში მოგზაურობის დროს შეიძლება მივაგნოთ მიწისქვეშა კანიონს (საკმაოთ ხშირად არამიწისქვეშა, ზედაპირზე ამოსულს). ხშირად იქიდან გადმოდის ლავა და წყალი რაც ქმნის ობსიდიანს, ზოგიერთი მოთამაშე ხტება შიგნით (ალმასის აბჯრით, მწინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშე დაიღუპება) იმისთვის რომ მოიპოვოს ძვირფასი რესურსები, ზოგიერთი მოთამაშე კი ნელ-ნელა აგებს ხიდებს და კიბეებს იგივე მიზნისთვის.

საგანძურები

საგანძური არის პატარა ოთახი რომელსაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრა თხრის დროს. საგანძურში არის მონსტრების გამჩენი (ინგლისური სიტყვიდან Spawner) რომელიც 1-2.5 წამში ერთხელ გააჩენს ახალ მტრულ მობს (თუ მოთამაშე გაანათებს საგანძურს, ეს აღარ მხვდება) ასევე არის სკივრი რომელშიც განძი ინახება (ზოგჯერ ეს განძი უნიკალურია და სხვაგან არ იშოვება).

ციხესიმაგრეები

ბიბლიოთეკა ციხესიამაგრეში

სტრუქტურა რომელიც გავს საგანძურს და მიტოვებულ მაღაროს, ეს დიდი სტრუქტურაა, ისინი გენერირდება შემთხვევით, აქ გვხვხვდება შემდეგი სტრუქტურები:

  • ციხეები — კამერები გისოსებით
  • ბიბლიოთეკა — ორ სართულიანი ოთახი წიგნის თაროებით ასევე შეიძლება იყოს სკივრი ფურცლებით და წიგნებით.
  • საცავი — ოთახი სკივრებით
  • შადრევანი
  • პორტალი ცის მსოფლიოში (იხილეთ ზემოთ)

მომავალში დაგეგმილია ახალი მობის — მცველების გამოჩენა რომლებიც დაიცავენ ციხესიმაგრეს (სავარაუდოთ).

მიტოვებული მაღარო

მიტოვებულ მაღაროში არის გვირაბები, აქ არის გზა-და-გზა გაფუჭებული რელსები, გვხვდება სკივრები რომლებშიც არის ნივთები (არის შემთხვევა როცა სკივრი ცარიელია) ასევე აქ არის ობობის ბუნაგები სადაც ბინადრობენ განსაკუთრებული შხამიანი ობობები (გამოქვაბულის ობობები) იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ხედავს ბევრ ობობის ქსელს ანუ მის წინ მართლაც ობობების ბუნაგია. მიტოვებული მაღაროები არის განათებული ჩირაღდნებით მაგრამ ზოგი ადგილი მაინც ბნელი რჩება.

გაჩენა

გაჩენა (ინგლ. spawn) — მოთამაშეების და მობების გაჩენა სათამაშო მსოფლიოში. პირველადად, მსოფლიოს გენერაციის დროს ჩნდებიან შემდეგი მობები: ქათამი, ღორი, ძროხა, სოკოვანი ძროხა, ცხვარი, მგელი, სოფლის მაცხოვრებელი (პირველადი გენერაცია ხდება ასევე ახალი ნაწილების აღმოჩენის დროს). ცხოველის გაჩენისათვის აუცილებელია რომ ბლოკი რომელზეც მობი გაჩნდება იყოს არაგამჭვირვალე, მის ზევით კი გამჭვირვალე. შემდეგი გაჩენის სტადიებში კი პასიური (მეგობრული) მობების გაჩენა ხდება საკმაოდ იშვიათად — მაშინ, თუ ადგილი რომელზეც უნდა გაჩდეს მობი არის განათებული მე-9 დონით და არის დაფარული ბალახით. მტრული მობები, რვაფეხები და ოცელეოტები ქრებიან იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე გავა 120 ბლოკის მოშორებით. პასიური და ნეიტრალური მობები არ ქრებიან, სანამ მათ მოთამაშე არ მოკლავს.

ამინდი

წვიმის დროს მოხვდა ჭექა-ქუხილი

Minecraft-ში არის ამინდი რომელიც ზემოქმედებს თამაშზე. არის სამი სახეობის ამინდი: წვიმა, თოვლი და ჭექა-ქუხილი. ისინი გენერირდება პერიოდულად გარკვეულ ტერიტორიაზე, ანუ ცივ ადგილებში თოვს, თბილ ამინდებში წვიმს. წვიმის დროს განათება იკლებს, და ზედაპირზე არსებული ცეცხლი ქვრება (გამონაკლისი ქვეშეთის ქვაზე წაკიდებულ ცეცხლზე), როცა თოვს, წყალი იფარება ყინულით, ზედაპირი — თოვლის ფენით. თოვლის ან წვიმის დროს შემთხვევით შეიძლება წარმოიქმნას ჭექა-ქუხილი, და დაეცეს რეალურ თამაშის ობიექტს (მათ შორის მოთამაშესაც).

ფაქტები

  • წვიმის დროს, ანკესით თევზის დაჭერის შანსი შესამჩნევლად მატულობს.
  • წვიმა არ ზემოქმედებს ლავაზე.
  • წვიმის დროს მგლები, კატები და ნათესები სველდება.
  • ელვის მიწაზე დაცემისას წარმოიქმნება ცეცხლი მაგრამ წვიმის საშუალებით ის მაშინვე ქვრება.
  • თუ ელვა შფოთას დაეცემა, ის დაიმუხტება და მისი აფეთქებია გაძლიერდება.
  • თუ ელვა ღორს დაეცემა, ის ზომბი-ღორად გადაიქცევა.

მუსიკა

თამაშისთვის მუსიკა დაწერა დანიელ როზერფეილდმა (C418) ამ თამაშში არის 12 სხვადასხვა სტილის მუსიკა და მათი საერთო სიგრძე არის დაახლოებით 30 წუთი. მუსიკის სტილი დამოკიდებულია პერსონაჟის მდებარეობაზე. მუსიკას არ ადევს კოდები (უფრო სწორედ არ არის დამალული) და ის მოიპოვება თამაშის ფაილებში პირდაპირი გზით.

ასევე თამაშში არსებობს კიდევ 11 სრულფასოვანი მუსიკა რომელის დაკვრა შეიძლება თამაშში ნაშოვნი ფირფიტებით.

ასევე არსებობს Minecraft-ის ოფიციალური "საუნდტრეკი", რომელიც გამოვიდა 2011 წლის 4 მარტს. აქ არის ჩამოთვლილი მუსიკათა სია "საუნდტრეკიდან":

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Key“1:05
2.„Door“1:51
3.„Subwoofer Lullaby“3:28
4.„Death“0:41
5.„Living Mice“2:57
6.„Moog City“2:40
7.„Haggstorm“3:24
8.„Minecraft“4:14
9.„Oxygène“1:05
10.„Équinoxe“1:54
11.„Mice on Venus“4:41
12.„Dry Hands“1:08
13.„Wet Hands“1:30
14.„Clark“3:11
15.„Chris“1:27
16.„Thirteen“2:56
17.„Excuse“2:04
18.„Sweden“3:35
19.„Cat“3:06
20.„Dog“2:25
21.„Danny“4:14
22.„Beginning“1:42
23.„Droopy likes ricochet“1:36
24.„Droopy likes your face“1:56

საინტერესო ფაქტები

  • კლასიკურ ვერსიაში ბლოკი TNT ასაფეთქებელი ასრულებს მხოლოდ დეკორაციულ როლს, და მისი აფეთქება შეუძლებელია.[14]
  • თუ პერსონაჟის ძილის დროს მოთამაშე გახსნის ინვენტარს, ის დაინახავს მწოლიარე პერსონაჯის მოდელს. [15]

სტადიები

ამ თამაშმა გამოიარა უამრავი სტადია (Indev, Alpha, Beta და სხვა) და მისი შექმნა დიდხანს გრძელდებოდა (თუმცა თამაში ხელმისაწვდომი იყო მის გამოშვებამდე). ქვემოთ მოყვანილია სტადიები მიმდევრობის მიხედვით:

Classic

ეს ვერსია გამოქვეყნდა 2009 წლის 17 მაისს, ხელმისაწვდომი იყო კრეატიული და სატესტო გადარჩენის რეჟიმი (Survival Test). ასევე ამ ვერსიაში დაემატა ქსელური თამაში, რომელშიც მოთამაშეებს შეეძლოთ ერთად ეშენებინათ. ის ახლა ხელმისაწვდომია საიტზე უფასოდ.

Indev

ტერმინი Indev ნიშნავს In Development-ს — დამუშავების პროცესში. ამ ვერსიაში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ გადარჩენა. ამ ვერსიაში შემოვიდა ინვენტარი და ხელობა. დაემატა დინამიკური განათება, გაუმჯობესდა თხევადი ბლოკები.

Infdev

Infdev-მა წარმოადგინა უსასრულო გენერაცია — ახლა მსოფლიო გენერირდება უსასრულოდ და მოთამაშე სიკვდილის დროს ტოვებს ნივთებს სიკვდილის წერტილში, თვითონ კი ჩნდება Spawn წერტილში (თავდაპირველი გაჩენის წერტილში).

Alpha

Alpha-ში დამატებულია ისეთი ფუნქციები როგორიცაა ბიომები, წითელქვა, და ბევრი სხვა. ამ ვერსიამ დააბრუნა ქსელური თამაში.

Beta

Beta იყო საბოლოო სტადია თამაშის გამოშვებამდე. ფასი გაიზარდა 14.95 ევრომდე. დაემატა ქვეშეთი და ბევრი სხვა.

ოფიციალური გამოშვება

თამაშის ოფიციალური გამოშვება თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2011 წლის 11 ნოემბერს[16] ამის ორი მიზეზი იყო:

  • იმიტომ რომ ეს თარიღი იწერება ლამაზად : 11/11/11
  • იმიტომ რომ ამ დღეს გამოვიდა თამაში The Elder Scrolls V: Skyrim

მაგრამ მოგვიანებით მარკუს პერსსონმა გამოაცხადა რომ 11 ნოემბერს ყველა ადგილი დაკავებული იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა რომ გამოშვება ერთი კვირით გადაედო (18 ნოემბერი 2011)[17]. მან ასევე განაცხადა რომ ის გააგრძელებდა თამაშის განახლებას და გაუმჯობესებას მის გამოშვების შემდეგაც.

მოდიფიკაციები

ამ სექციაში არის ინფორმაცია კონტენტის შესახებ, რომლის შემქმნელელი არ არის Mojang AB-ი, და ის არ შედის ოფიციალურ თამაშის პროცესსში

Minecraft-ისათვის არის შექმნილი უამრავი არაოფიციალური მოდიფიკაცია. მათგან ყველაზე ცნობილია — Industrial Craft, რომელიც თამაშში ამატებს ელექტროენერგიას, ახალ მოწყობილობებს, რესურსებს, იარაღებს და სხვა, Build Craft, რომელიც ამატებს მოხერხებულ რესურსების მოპოვებას, განვითარებულ მშენებლობას, Mo'Creatures - რომელიც თამაშში ამატებს ახალმ მობებს და ბევრი სხვა.

1.3 ვერსიაში იგეგმება მოდიფიკაციების ოფიციალური ხელშეწყობა.

გალერეა

იხილეთ ასევე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ოფიციალური ვებ-გვერდი. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90
  2. Minecraft Review — PC Review at IGN.http://pc.ign.com/articles/121/1213266p1.html
  3. Minecraft Review on PC — GameSpot.com.http://www.gamespot.com/minecraft/reviews/minecraft-review-6346734?tag=summary%3Bread-review
  4. სტატისტიკა ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.minecraft.net/stats
  5. განცხადება შემქმნელების ოფიციალურ გვერდზე. http://mojang.com/2011/06/07/minecraft-is-coming-to-xbox/
  6. სტატია ამ თამაშის ვიკიზე. http://ru.minecraftwiki.net/Xbox_360_%D0%B2%D0%B5%D1%80%D1%81%D0%B8%D1%8F
  7. განცხადება Xbox-ის ავატარის ნივთების შესახებ. http://www.mojang.com/2012/03/minecraft-avatar-shop/
  8. Minecraft-ის მაღაზია.http://www.minecraft.net/store
  9. განცხადება 1.2.4 განახლების შესახებ. http://www.mojang.com/2012/03/minecraft-patched-to-1-2-4/
  10. ოფიციალური ფეისბუქის გვერდი, რომელზეც მთავარ სურათად არის კრიპერი. http://www.facebook.com/minecraft
  11. მარკუს პერსონის განცხადება Twitter-ზე. http://twitter.com/#!/notch/status/119799522170912768
  12. მოთამაშეთა დიალოგი. http://www.minecraftwiki.net/wiki/End_Poem
  13. ბიომთა ტესტი. http://www.youtube.com/watch?v=953XeQ3qwMM
  14. სტატია Minecraft ვიკიზე TNT-ს შესახებ. http://ru.minecraftwiki.net/%D0%A2%D0%9D%D0%A2
  15. სტატია ინვენტარის შესახებ, ამ თამაშის ვიკიზე. http://ru.minecraftwiki.net/%D0%98%D0%BD%D0%B2%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0%D1%80%D1%8C
  16. მარკუს პერსონის განცხადება საკუთარ ბლოგზე.http://notch.tumblr.com/post/4423138657/11-11-11
  17. მარკუს პერსონის განცხადება საკუთარ ბლოგზე.http://notch.tumblr.com/post/6385865216/post-e3-information-dump
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Minecraft&oldid=2056741“-დან