ტროის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: vls:Trojoansen orloge
ბოტის დამატება: fy:Trojaanske kriich
ხაზი 60: ხაზი 60:
[[fr:Guerre de Troie]]
[[fr:Guerre de Troie]]
[[fur:Vuere di Troie]]
[[fur:Vuere di Troie]]
[[fy:Trojaanske kriich]]
[[gl:Guerra de Troia]]
[[gl:Guerra de Troia]]
[[he:מלחמת טרויה]]
[[he:מלחמת טרויה]]

04:13, 18 ივლისი 2012-ის ვერსია

ტროის ომი
ტროის დაცემა. იოჰან გეორგ ტრაუტმანის ნამუშევარი
იოჰან გეორგ ტრაუტმანი „ტროის დაცემა“
თარიღი 13-12 საუკუნე ჩ. წ.
მდებარეობა მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი
შედეგი ტროის დაცემა
მხარეები
ბერძნები
მიკენე
ითაკა
სპარტა
ტროელები და მათი მოკავშირეები
მეთაურები
აგამემნონი
მენელაოსი
აქილევსი
ოდისევსი
პრიამოსი, ჰექტორი
ტროის ომი ვიკისაწყობში

ტროის ომი, ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადა და ოდისეა - მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.

ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა. თუმცა 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.

ლიტერატურა

ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA