ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:


ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი [[საქართველო]]ს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა [[სეტყვა|სეტყვიან]] დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.
ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი [[საქართველო]]ს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა [[სეტყვა|სეტყვიან]] დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.

[[ნიადაგი|ნიადაგური]] და [[ფლორა|მცენარეული საფარი]] ალაზნის ვაკის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში საკმაოდ განსხვავებულია, რაც განპირობებულია მარცხენა მხრის უფრო უხვი განესიტანებით [[ჰაერი]]ს იმ მასების მიერ, რომლებიც [[კავკასიონი|კავკასიონს]] ეჯახებიან და იძულებული ხდებიან მაღლა ავიდნენ.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

10:20, 14 ივლისი 2012-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ალაზნის ველი
ალაზნის ველი
ალაზნის ველი
ალაზნის ველი
ალაზნის ველი

ალაზნის ვაკე (ალაზნის ველი) — მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის. ზღვის დონიდან 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ალაზანი.

ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა. ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, ალვის ხე. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.

დიდი დასახლებული პუნქტები (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, წნორი, შილდა, ნაფარეული, კარდანახი და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).

ალაზნის ვაკის ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის რელიეფში, რომელიც კონტინენტური გეოსინკლინის ტიპობრივ თვისებებს ატარებს. მთებით თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების არიდული ჰავისაგან განესტიანების მეტი სიუხვით. აღმოსავლეთ საქართველოში და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი ჰავა არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა მდინარეებისაგან დაშორებით, ზღვის დონიდან სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება კახეთის სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა გომბორის ქედის კალთებიდან.

გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე საქართველოს ტერიტორიის ფრიად თავისებური ტექტონიკური ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას — ცოცხალ კონტინენტურ გეოსინკლინს, რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება პლიოცენიდან დაიწყო; შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას კავკასიონის მთისწინეთი იყო, რაც მტკიცდება ივრის ზეგანზე არსებული ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების მინერალოგიური შედგენილობით. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, — ეს მტკიცდება მთელი რიგი სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური ფაქტებით — დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი წყების არსებობით, რაც ჭაბურღილებითაა დადგენილი; კავკასიონიდან და გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების მძლავრი გამოზიდვის კონუსების დეფრომაციის ნიშნებით და სხვ.

ვაკეზე ჩრდილოეთიდან მიბჯენილი კავკასიონის მთისწინეთი აგებულია ალპინოტიპურად დანაოჭებული ზედა იურული და ცარცული ნალექებით და წარმოადგენს დაძირული ზონის ნაშთს, მოსხეპილს რამდენადმე ალმაცერად გამავალი რღვევის სიბრტყით. კავკასიონის ნაგებობა აქ განიცდის სამხრეთ-დასავლეთისაკენ წამოცოცებას აზერბაიჯანის ტექტონიკური ბელტის კიდურ ნაწილზე.

კახეთი და მასთან მოსაზღვრე შირვანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მთისწინა ზოლის ერთადერთი ისეთი ნაწილია, რომელიც აგებულია არა მესამეული, არამდე მეზოზოური ფორმაციებით, და სადაც ბორცვნალი ზოლი ძლიერ შევიწროებული და ალაგ-ალაგ მთლიანად მოგლეჯილია. ამიტომ ბორცვნალი ზონა, რომელიც ალაზნის ვაკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეს გაუყვება, განირჩევა ოროგრაფიული წყობის სიმარტივით.

კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი მდინარეების, მათ შორის სტორის, ლოპოტის, დიდხევის, ჩელთის, დურუჯის, ავანისხევის, ლაგოდეხისწყლის ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის ტერასირებული. ალაგ-ალაგ გვხვდება ოროგრაფიული ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისწინეთის საერთო მარტივ სტრუქტურას.

ალაზნის ვაკე ბრტყელი ვაკის შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში იგი გართულებულია მდინარე ალაზნის მარცხენა და მარჯვენა შენაკადების მძლავრი გამოზიდვის კონუსებით. აღსანიშანვია მდინარე დურუჯის გამოზიდვის კონუსი, რომლის სიგრძეა 10 კმ, ხოლო სიგანე 6,5 კმ. შეფარდებითი სიმაღლე 180 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე თურდოს გამოზიდვის კონუსი (ზომები 7,5X3,2 კმ).

ვაკის აკუმულაციური რელიეფი გართულებულია მორფოლოგიური დეტალებით — მცირე სიღრმის მქონე და იშვიათი ეროზიული ფორმებით, რომლებიც ჩაჭრილია გამონაზიდებში და არ ქმნან ერთობლივ ქსელს. სიღნაღის მერიდიანის აღმოსავლეთით მდინარე ალაზანი იკლაკნება და მეანდრეებს ქმნის. იმავე მერიდიანის დასავლეთით მას გაცილებით უფრო სწორი მიმართულება აქვს.

კახეთის ფარგლებში ალაზნის კალაპოტი მეტწილად ემთხვევა დეპრესიის გაწვრივ ღერძს, მაგრამ სამხრეთ-აღმსოავლეთით, აზერბაიჯანის საზღვართან მარჯვნივ არის გადაადგილებული და ივრის ზეგნის კიდეს ეკვრის.

ალაზნის ვაკე გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. დამახასიათებელია ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური ტემპერატურა 11-13°C, იანვარში 0,-1°C. უთბილესი თვის ტემპერატურა 21-25°C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27°C, მაქსიმალური 40°C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.

ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 800-1300 მმ ნალექი მოდის წელიწადში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.

ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი საქართველოს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა სეტყვიან დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.

ნიადაგური და მცენარეული საფარი ალაზნის ვაკის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში საკმაოდ განსხვავებულია, რაც განპირობებულია მარცხენა მხრის უფრო უხვი განესიტანებით ჰაერის იმ მასების მიერ, რომლებიც კავკასიონს ეჯახებიან და იძულებული ხდებიან მაღლა ავიდნენ.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მარუაშვილი ლ., ქსე, ტ. 1, გვ. 263, თბ., 1975;
  • მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990

სქოლიო