ფრენსის დრეიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: su:Francis Drake; cosmetic changes
r2.7.1) (ბოტის დამატება: lad:Francis Drake
ხაზი 72: ხაზი 72:
[[ku:Sir Francis Drake]]
[[ku:Sir Francis Drake]]
[[la:Franciscus Drakus]]
[[la:Franciscus Drakus]]
[[lad:Francis Drake]]
[[lb:Francis Drake]]
[[lb:Francis Drake]]
[[lij:Francis Drake]]
[[lij:Francis Drake]]

06:46, 7 ივლისი 2012-ის ვერსია

ფრენსის დრეიკი

ფრენსის დრეიკი (ინგლ. Francis Drake; დაახლ. 154028 იანვარი 1596) — ინგლისელი მეზღვაური და მეკობრე. პირველი ინგლისელი, რომელმაც შეასრულა მოგზაურობა დედამიწის გარშემო 1577-1580 წლებში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლევერი არმადის დამარცხებაში. ფრანსისმა 13 წლის ასაკში შეისწავლა ზღვაოსნობა, ხოლო ათი წლის შემდეგ ფლოტში დაიწყო სამსახური და ორჯერ გაცურა აფრიკიდან ამერიკაში, სადაც მონები ჩამოჰყავდა. გზად მათ ხომალდს ესპანელები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დრეიკი ესპანეთის მოსისხლე მტერი გახდა.

ელისაბედ I-ის მმართველობის ხანაში ინგლისი ესპანეთს ემტერებოდა. ელისაბედი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ დრეიკი ესპანურ გემებს ძირავდა და ძარცვავდა, რადგა იგი ამას „არაოფიციალურად“ აკეთებდა. დრეიკმა რამდენიმე წარმატებული ცურვა განახორციელა, რომელთა დროს სამხერთ ამერიკასა და ვესტიონდეთში ესპანეთის კოლონიებიდან განძეულს ეზიდობოდა. დრეიკი თითქმის არაფრით ჯობდა მეკობრეებს, მაგრამ სიმამაცის წყალობით ინგლისში სახელი გაითქვა.

1577 წელს დრეიკი სამწლიან მოგზაურობას შეუდგა, რომელიც არა მხოლოდ კვლევას ისახავდა მიზნად, არამედ ძარცვასაც. მისი ხომალდი, „ოქროს ფურირემი“, ერთადერთი გემი იყო მთელი ფლოტიდან, რომელმაც მოგზაურობა დაასრულა, ხოლო დრეიკი პირველი ინგლისელი გახდა, ვინც მსოფლიოს შემოუარა. სამშობლოში დაბრუნებული დრეიკი ელისაბედ I–მა „ოქროს ფურირმის“ გემბანზე რაინდად აკურთხა.

1587 წელს დრეიკი ესპანეთის ნავსადგურს, კადისს, დაესხა და ინგლისში შესაჭრელად გამზადებული ფლოტი დაწვა. ესპანელებმა ახალი სამხედრო ფლოტი ააგეს, რომელსაც „უძლეველი არმადა“ დაარქვეს. 1588 წელს, როცა არამდა სალაშქროდ გაემართა, დრეიკმა სხვა კაპიტნებთან ერთად დაამრაცხა იგი და გმირის სახელი მოიხვეჭა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:



თარგი:Link FA