საჰელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21: ხაზი 21:
* [http://www.nationalgeographic.com/wildworld/profiles/terrestrial/at/at0713.html Sahelian Acacia savanna (National Geographic)]
* [http://www.nationalgeographic.com/wildworld/profiles/terrestrial/at/at0713.html Sahelian Acacia savanna (National Geographic)]
* [http://www.rain4sahara.org rain4sahara.org: Rain for the Sahel and Sahara]
* [http://www.rain4sahara.org rain4sahara.org: Rain for the Sahel and Sahara]

[[კატეგორია:აფრიკის გეოგრაფია]]

20:42, 29 ივნისი 2012-ის ვერსია

საჰელის მდებარეობა
საჰელის ტყე წვიმიან სეზონში, მალი

საჰელი — ეკოკლიმატური და ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონა საჰარის უდაბნოსა (ჩრდილოეთით) და სუდანის სავანას შორის (სამხრეთით). გადაჭიმულია აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე. არაბულად სიტყვა „საჰელი“ (ساحل) ზღვის ნაპირს ნიშნავს და მიანიშნებს საჰელის მცენარეოლობაზე, რომელიც საჰარის ქვიშის სანაპიროებს ემიჯნება.

საჰელი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოიცავს სენეგალის, მავრიტანიის, მალის, ალჟირის, ნიგერის, ჩადის, სუდანისა და ერიტრეის ნაწილებს.

გეოგრაფია

ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე გადაჭიმულია 5 400 კმ-ზე, სიგანეში ასევე რამდენიმე ათასი კმ-ია, მთლიანი ფართობი კი 3 053 200 კმ². წარმოადგენს ნახევრად-მშრალ საძოვრების, სავანის, სტეპებისა და ეკლიანი ბუჩქნარის გარდამავალ ეკორეგიონს, ტყიან სუდანის სავანასა და საჰარის უდაბნოს შორის.[1]


საჰელის ტოპოგრაფია ძირითადად ბრტყელია და რეგიონი ზღვის დონიდან 200—400 მეტრს შორის მდებარეობს. ასევე წარმოდგენილია რამდენიმე განცალკევებული პლატო და ქედი, მაგრამ ისინი განცალკევებულ ეკორეგიონად განიხილება, რისი მიზეზიც მათი ფლორისა და ფაუნის განსხვავებულობაა გარემომცველი გარემოსგან. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩრდილოეთ ნაწილში 200 მმ-ია, სამხრეთში — 600 მმ.

აფრიკის ისტორიის მანძილზე, საჰელში განვითარდა რამდენიმე მოწინავე სამეფო, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანს-საჰარული ვაჭრობის განვითარებაში. ამ სამეფოებს ზოგადად საჰელის სამეფოებს უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Magin, Chris. (2001)Sahelian Acacia savanna. Terrestrial Ecoregions. World Wildlife Fund. ციტირების თარიღი: 2009-12-07.