ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
[[File:Rugendas - Vue prise devant l'eglise de San-Bento.jpg|thumb|რიო-დე-ჟანეიროს ხედი სან-ბენეტოს მონასტრის ეკლესიიდან 1820-1825]]
[[File:Rugendas Praia dos Mineiros.jpg|thumb|მაღაროელთა პორტი რიოში]]
[[გუანაბარის უბე]]ს ევროპელები პირვალადპირველად [[1502]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] მიადგნენ (აქედანაა Rio de Janeiro — „იანვრის მდინარე“). ეს გახლდათ [[პორტუგალია|პორტუგალიური]] ექსპედიცია, [[პედრუ ალვარეშ კაბრალი]]ს ფლოტი, რომლის კაპიტანიც იყო მკვლევარი გაშპარ დე ლემუში ან გონსალუ კოელიო.<ref>Jorge Couto, 1995, ''A Construção do Brasil'', Lisbon: Cosmos.</ref> სავარაუდოდ, ამავე ექსპედიციაში პორტუგალიის მეფე [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I]]-ის მოწვევით იმყოფებოდა [[ფლორენცია|ფლორენციელი]] მკვლევარი [[ამერიგო ვესპუჩი]]. ამ დროისათვის რიოს რეგიონი დასახლებული იყო [[ტუპის ხალხი|ტუპის]], პურის, ბოტოკუდოსა და მაშაკალის ხალხებით.<ref>{{cite web|url=http://www.bairrodocatete.com.br/tamoios.html |title=índios Rio |publisher=Bairrodocatete.com.br |accessdate=April 17, 2010}}</ref>
 
[[1555]] წელს, [[გუანაბარის უბე|გუანაბარის უბის]] ერთ-ერთი კუნძული, რომელსაც დღეს ვილეგენონი ეწოდება, 500 [[ფრანგები|ფრანგმა]] კოლონისტმა დაიპყრო ადმირალ [[ნიკოლა დურან დე ვილეგენონი]]ს მეთაურობით. ამის შემდეგ, ვილეგენონმა კუნძულზე [[კოლინის ციხესიმაგრე]] ააგო, რითაც ის [[საფრანგეთის ანტარქტიკა|საფრანგეთის ანტარქტიკული]] კოლონიის დაარსებას ცდილობდა.

სანავიგაციო მენიუ