GNU Lesser General Public License: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: vi:Giấy phép Công cộng GNU Hạn chế
ხაზი 30: ხაზი 30:
[[ko:GNU 약소 일반 공중 사용 허가서]]
[[ko:GNU 약소 일반 공중 사용 허가서]]
[[lt:LGPL]]
[[lt:LGPL]]
[[ml:ഗ്നൂ ലഘു സാർവ്വജനിക അനുവാദപത്രം]]
[[ms:Lesen Awam Am Lemah GNU]]
[[ms:Lesen Awam Am Lemah GNU]]
[[nl:GNU Lesser General Public License]]
[[nl:GNU Lesser General Public License]]

11:02, 27 ივნისი 2012-ის ვერსია

GNU-ს ლოგო

GNU Lesser General Public License (GNU შეზღუდული გამოყენების სტანდარტული საზოგადოებრივი ლიცენზია, ყოფილი GNU სტანდარტული საზოგადოებრივი ლიცენზია ბიბლიოთეკებისთვის) — ლიცენზია თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მიღებულ იქნა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის მიერ, როგორც კომპრომისი GNU General Public License-სა და ჩვეულებრივ ნებართვის ლიცენზიებს შორის, როგორიცაა BSD license და MIT License. დაიწერა 1991 წელს (განახლდა 1999 წელს) რიჩარდ სტოლმენისა და ებენ მოგლენის მიერ.

მთავარი განსხვავება GPL და LGPL-ს შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა-(L)GPL-ული პროგრამისთვის, რომლებიც შესაძლოა თავისუფალი და საკუთრებრივი იყოს, ვინაიდან ტერმინები "მომხმარებლის მიერ შიდა გამოყენებისთვის მოდიფიკაციისა და ამ ცვლილევების გამართვის რეინჟინერინგის" საშუალებას იძლევა.

LGPL ათავსებს კოპილეფტის შეზღუდვებს თავად პროგრამაზე, მაგრამ არ იყენებს ამ შეზღუდვებს სხვა პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც მხოლოდ დაკავშირებულია ამ პროგრამასთან. თუმცა ასრსებობს სხვა შეზღუდვებიც ამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს ამ პროგრამული უზრუნველყოფის LGPL-ით დაცული პროგრამის უახლეს ვერსიასთან დაკავშირების საშუალება. ამის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია "განცალკავებულ ბიბლიოთეკათა დაკავშირების შესაბამისი მექანიზმის" ამოქმედება. ამ მეთოდის ალტერნატივას წარმოადგენს უფლებები სტატიკური ბიბლიოთეკისთვის თუ წარმოდგენილია საწყისი კოდი, ან ობიექტური ფაილების დაკავშირების მისადაგება.