ორაგული: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ ბოტის დამატება: af:Salm |
||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:ორაგულისებრნი]] |
[[კატეგორია:ორაგულისებრნი]] |
||
[[af:Salm]] |
|||
[[ca:Salmo]] |
[[ca:Salmo]] |
||
[[cs:Losos]] |
[[cs:Losos]] |
03:59, 23 ივნისი 2012-ის ვერსია
ორაგული | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Salmo salar | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Salmo | |||||||||||||
|
ორაგული (Salmo) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. გვარში 7 (ან 10) სახეობაა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ში 4 (ან 5) გვხვდება: საკუთრივ ორაგული, კუმჟა, იშხანი, მიკიჟი ბინადრობენ ჩრდილო ყინულოვანი, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში, შავი, კასპიისა და არალის ზღვის აუზებში. საქართველოში ბინადრობს ორაგულის 1 ქვესახეობა — შავი ზღვის ორაგული (Salmo Fario morpha labrax ან Salmo trutta labrax) და 1 აკლიმატიზებული სახეობა — ფოლადისთავა ორაგული (Salmo gardneri). შავი ზღვის ორაგულის სიგრძე 110 სმ. მასა — 24 კგ აღწევს (ჩვეულებრივ 6-8 კგ). ტოფობს შემოდგომა-ზამთარში. გასამრავლებლად შედის ჭოროხში, ენგურში, კოდორში, შავწყალში, ბზიფში და სხვა მდინარეებში.
მას შემდეგ, რაც მინგეჩაურჰესი აშენდა, კასპიის ზღვიდან საქართველოს მდინარეებში აღარ ამოდის ორაგული და მან დაკარგა სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 551.