ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: sv:Georgiska sovjetencyklopedin
r2.6.5) (ბოტის დამატება: it:Enciclopedia Sovietica Georgiana
ხაზი 32: ხაზი 32:
[[de:Georgische Sowjetenzyklopädie]]
[[de:Georgische Sowjetenzyklopädie]]
[[en:Georgian Soviet Encyclopedia]]
[[en:Georgian Soviet Encyclopedia]]
[[it:Enciclopedia Sovietica Georgiana]]
[[ru:Грузинская советская энциклопедия]]
[[ru:Грузинская советская энциклопедия]]
[[sv:Georgiska sovjetencyklopedin]]
[[sv:Georgiska sovjetencyklopedin]]

17:05, 22 ივნისი 2012-ის ვერსია

ქართული ენციკლოპედიის ტომეული

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე), პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარია და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი), გამოიცა 12 ტომად (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, რომლებიც პერიოდულად გამოიცემოდა).

შინაარსი

ქსე–ს ყდა (შუბლი), ტომი „საქ სსრ“, 1981 თბილისი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. განსაკუთრებით ფართოდ არის გაშუქებული საქართველოს სსრ მიღწევები ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია აშუქებს სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო-ისტორიულ მიღწევებს ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ისტორიულ გამოცდილებას.

დიდ ადგილს უთმობს ფიზიკის, ასტრონომიის, გეოფიზიკის, ბიოფიზიკის, კიბერნეტიკის, კოსმონავტიკის, გენეტიკის. ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურენეო მეცნიერებათა, მედიცინის და სხვა საკითხებს.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიათა დიდი ნაწილი აღჭურვილია ბიბლიოგრაფიით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს უფრო ფართოდ გაეცნოს ლიტერატურას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში მთავარი სამეცნიერო რედაქციის დარგობრივ და ფუნქციონალურ რედაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მეცნიერთა დიდი კოლექტივი (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიას მნიშვნელოვან სამეცნიერო-მეთოდურ დახმარებას უწევდა) და შემოქმედებითი ინტელიგენცია. წინასწარ მომზადდა და დაიბეჭდა მთელი გამოცემის თემატური სიტყვანები (36 დასახელებისა) და მაკეტი, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, პარტიულმა, სახელმწიფო, პროფკავშირულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და სხვა.

ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უხვადაა წარმოდგენილი ფერადი და შავ-თეთრი ჩანართი და სატექსტე ილუსტრაციები, ფერადი (ჩანართი) და შავ-თეთრი რუკები. ტექსტი აიწყო (შრიფტი სპეციალურია - „ენციკლოპედიური“, ავტორი ა. დუმბაძე) და დაიბეჭდა საქართველოს სსრ გახსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. ტირაჟი 80 ათასი (სპეციალური ტომისა - 90 ათასი).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 10, გვ. 483, თბ., 1986