დონბას არენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎გახსნა: ვიკიფიცირება
ხაზი 35: ხაზი 35:


== გახსნა ==
== გახსნა ==
სტადიონის მშენებლობა გახსნის დროზე ადრე დასრულდა. გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის [[შახტარ დონეცკი]] სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).
სტადიონი ოფიციალურად 2009 წლის 29 აგვისტოს გაიხსნა. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის [[შახტარი დონეცკი (საფეხბურთო კლუბი)|დონეცკის „შახტარის“]] სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).


სტადიონზე პირველი მატჩი გამართა [[შახტარ დონეცკი]]მ [[2009-10 წლების უკრაინის პრემიერ ლიგა|2009-10]] წლების [[უკრაინის პრემიერ ლიგა|უკრაინის პრემიერ ლიგის]] ფარგლებში [[ობოლონ კიევი (საფეხბურთო კლუბი)|საფეხბურთო კლუბ ობოლონ კიევის]] წინააღმდეგ და 4-0 გაიმარჯვა.
სტადიონზე პირველი მატჩი გამართა დონეცკი „შახტარმა“ [[ობოლონ კიევი (საფეხბურთო კლუბი)|კიევის „ობოლონის“]] წინააღმდეგ და 4-0 გაიმარჯვა ([[უკრაინის პრემიერ ლიგა 2009-2010]]).


== გალერეა ==
== გალერეა ==

21:17, 21 ივნისი 2012-ის ვერსია

დონბას არენა
[[ფაილი:ფაილი:Donezk Donbass Arena 01.JPG|300პქ]]
მდებარეობა დონეცკი, უკრაინა
კოორდინატები 48°01′15″ ჩ. გ. 37°48′35″ ა. გ. / 48.02083° ჩ. გ. 37.80972° ა. გ. / 48.02083; 37.80972
აშენდა 2006-2009
გაიხსნა 29 აგვისტო, 2009
მესაკუთრე ენკა
ოპერატორი დონბას არენა
საფარი ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება 3,175
არქიტექტორი არუპსპორტი
ტევადობა 51,504
გუნდები
შახტარ დონეცკი

დონბას არენა (უკრ. Донбас Арена) — საფეხბურთო სტადიონი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში. სტადიონი გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. მდებარეობს ლენინის პარკში. იტევს 51,504 მაყურებელს. სტადიონი მასპინძლობს დონეცკის „შახტარის“ საშინაო მატჩებს და ზოგიერთ მატჩს 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. სტადიონი მასპინძლობს ევრო 2012-ის შეხვედრებს.

სტადიონს მშენებლობაზე დაიხარჯა 250 აშშ დოლარი, 30 მილიონი კი მის ირგვლივ პარკის და სხვა ობიექტების ასაშენებლად.

სტადიონის სახელი მიღებულია ორი სიტყვის შემოკლებით: დონეცკის ბასეინი - დონბასი.

მშენებლობა და დიზაინი

დონბას არენა 2007 წლის აგვისტოში

მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 ივნისს. მთავარი კონტრაქტორი იყო თურქული კომპანია ENKA. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ამავე წელს გაიხსნა. სტადიონის მშენებლობაში დაახლოებით 1600 სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას, ძირითადად თურქები.

სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია არუპსპორტმა. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: მანჩესტერ სიტის სტადიონი (მანჩესტერი, ინგლისი), ალიანც არენა (მიუნხენი, გერმანია), პეკინის ეროვნული სტადიონი (პეკინი, ჩინეთი).

დონბას არენა მფრინავ თეფშს წააგავს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღისით მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამით მუშაობს შიდა და გარე სპეციალური დეკორაციული განათებებით.

გახსნა

სტადიონი ოფიციალურად 2009 წლის 29 აგვისტოს გაიხსნა. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის დონეცკის „შახტარის“ სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).

სტადიონზე პირველი მატჩი გამართა დონეცკი „შახტარმა“ კიევის „ობოლონის“ წინააღმდეგ და 4-0 გაიმარჯვა (უკრაინის პრემიერ ლიგა 2009-2010).

გალერეა

2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები

დონბას არენა არის ერთ-ერთი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მასპინძელია. სტადიონი არის D ჯგუფის მატჩების, პლეი-ოფის და ნახევარფინალის მასპინძელი. მეორე ნახევარფინალი იმართება კიევის ოლიმპიური სტადიონზე. მეორე პლეი-ოფი კი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე.

მატჩები რომლების მასპინძელიცაა დონბასის არენა ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე:

თარიღი დრო (CEST/EEST) გუნდი #1 ანგარიში გუნდი #2 წრე გოლის ავტორ(ებ)ი
2012-06-11 18.00 / 19.00 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1–1 ინგლისის დროშა ინგლისი ჯგუფი D ჯოლეონ ლესკოტი / სამირ ნასრი
2012-06-15 18.00 / 19.00 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2–0 უკრაინის დროშა უკრაინა ჯგუფი D ჯერემი მენეზი / იოჰან კაბაიე
2012-06-19 20.45 / 21.45 ინგლისის დროშა ინგლისი 1–0 უკრაინის დროშა უკრაინა ჯგუფი D უეინ რუნი
2012-06-23 20.45 / 21.45 ესპანეთის დროშა ესპანეთი - საფრანგეთის დროშა საფრანგეთი პლეი-ოფი -
2012-06-27 20.45 / 21.45 - ნახევარფინალი -

რესურსები ინტერნეტში