დონბას არენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31: ხაზი 31:


სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია [[არუპსპორტი|არუპსპორტმა]]. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: [[მანჩესტერ სიტის სტადიონი]] ([[მანჩესტერი]], [[ინგლისი]]), [[ალიანც არენა]] ([[მიუნხენი]], [[გერმანია]]), [[პეკინის ეროვნული სტადიონი]] ([[პეკინი]], [[ჩინეთი]]). ამ უკანასკნელის მეტსახელია ჩიტის ბუდე. დონბას არენა წააგავს მფრინავ თეფშს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღე მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამე მუშაობს სპეციალური მოედნის განათებები, შიდა და გარე დეკორაციული განათებები.
სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია [[არუპსპორტი|არუპსპორტმა]]. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: [[მანჩესტერ სიტის სტადიონი]] ([[მანჩესტერი]], [[ინგლისი]]), [[ალიანც არენა]] ([[მიუნხენი]], [[გერმანია]]), [[პეკინის ეროვნული სტადიონი]] ([[პეკინი]], [[ჩინეთი]]). ამ უკანასკნელის მეტსახელია ჩიტის ბუდე. დონბას არენა წააგავს მფრინავ თეფშს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღე მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამე მუშაობს სპეციალური მოედნის განათებები, შიდა და გარე დეკორაციული განათებები.

==გახსნა==
სტადიონის მშენებლობა გახსნის დროზე ადრე დასრულდა. გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის [[შახტარ დონეცკი]]ს სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).

სტადიონზე პირველი მატჩი გამართა [[შახტარ დონეცკი]]მ [[2009-10 წლების უკრაინის პრემიერ ლიგა|2009-10]] წლების [[უკრაინის პრემიერ ლიგა|უკრაინის პრემიერ ლიგის]] ფარგლებში [[ობოლონ კიევი (საფეხბურთო კლუბი)|საფეხბურთო კლუბ ობოლონ კიევის]] წინააღმდეგ და 4-0 გაიმარჯვა.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

16:34, 21 ივნისი 2012-ის ვერსია

დონბას არენა
[[ფაილი:ფაილი:Donezk Donbass Arena 02.JPG|300პქ]]
მდებარეობა დონეცკი, უკრაინა
კოორდინატები 48°01′15″ ჩ. გ. 37°48′35″ ა. გ. / 48.02083° ჩ. გ. 37.80972° ა. გ. / 48.02083; 37.80972
აშენდა 2006-2009
გაიხსნა 29 აგვისტო, 2009
მესაკუთრე ენკა
ოპერატორი დონბას არენა
საფარი ბალახი
კონსტრუქციის ღირებულება 3,175
არქიტექტორი არუპსპორტი
ტევადობა 51,504
გუნდები
შახტარ დონეცკი

დონბას არენა ან დონბასის არენა (უკრ. Донбас Арена) — საფეხბურთო სტადიონი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში. სტადიონი გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს, მდებარეობს ლენინის პარკში. იტევს 52,518 მაყურებელს. სტადიონი მასპინძლობს საფეხბურთო კლუბის შახტარ დონეცკის მატჩებს და ზოგიერთ მატჩს 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. სტადიონი ასევე ერთ-ერთი პოპულარული ღამის ცხოვრების ადგილია დონეცკში.

სტადიონს მშენებლობაზე დაიხარჯა 250 აშშ დოლარი. კიდევ 30 მილიონი მის ირგვლივ პარკის და სხვა ობიექტების ასაშენებლად.

სტადიონის სახელი მიღებულია ორი სიტყვის შემოკლებით: დონეცკის ბასეინი - დონბასი.

მშენებლობა და დიზაინი

დონბას არენა 2007 წლის აგვისტოში

მშენებლობა დაიწყო 2006 წლის 27 ივნისს. მთავარი კონტრაქტორი იყო თურქული კომპანია ენკა. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 2009 წელს და ამავე წელს გაიხსნა. დაახლოებით 1600 ძირითადად თურქი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას სტადიონის მშენებლობაში.

სტადიონის დიზაინი შექმნა კომპანია არუპსპორტმა. არუპსპორტის მიერაა დაპროექტებული შემდეგი სტადიონებიც: მანჩესტერ სიტის სტადიონი (მანჩესტერი, ინგლისი), ალიანც არენა (მიუნხენი, გერმანია), პეკინის ეროვნული სტადიონი (პეკინი, ჩინეთი). ამ უკანასკნელის მეტსახელია ჩიტის ბუდე. დონბას არენა წააგავს მფრინავ თეფშს. მისი ნაპირები შიგნითაა შეზნექილი და შემინულია, გადახურულია ტრიბუნების ნაწილი. სახურავი ისეა მოწყობილი, რომ დღე მზის სინათლემ სტადიონი გაანათოს. ღამე მუშაობს სპეციალური მოედნის განათებები, შიდა და გარე დეკორაციული განათებები.

გახსნა

სტადიონის მშენებლობა გახსნის დროზე ადრე დასრულდა. გაიხსნა 2009 წლის 29 აგვისტოს. ამავე დღეს უკრაინაში აღინიშნება მაღაროელების დღე და ქალაქ დონეცკის დღე. ქალაქი მდებარეობს სამთო მრეწველობის რეგიონში და თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული. ამასთანაა დაკავშირებული სტადიონის მფლობელი გუნდის შახტარ დონეცკის სახელწოდებაც (დონეცკის ქვანახშირის მაღაროელები).

სტადიონზე პირველი მატჩი გამართა შახტარ დონეცკიმ 2009-10 წლების უკრაინის პრემიერ ლიგის ფარგლებში საფეხბურთო კლუბ ობოლონ კიევის წინააღმდეგ და 4-0 გაიმარჯვა.

რესურსები ინტერნეტში

სტადიონის ოფიციალური ვებგვერდი

ArupSport

http://donbass-arena.com/en/news/?id=9922

http://donbass-arena.com/en/arena/char