არაბეთის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.2) (ბოტის შეცვლა: fa:دریای عرب (دریای مکران) |
მ ბოტის წაშლა: fa:دریای عرب (دریای مکران) (deleted) |
||
ხაზი 41: | ხაზი 41: | ||
[[et:Araabia meri]] |
[[et:Araabia meri]] |
||
[[eu:Arabiako itsasoa]] |
[[eu:Arabiako itsasoa]] |
||
[[fa:دریای عرب (دریای مکران)]] |
|||
[[fi:Arabianmeri]] |
[[fi:Arabianmeri]] |
||
[[fr:Mer d'Arabie]] |
[[fr:Mer d'Arabie]] |
10:51, 17 ივნისი 2012-ის ვერსია
არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب) წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით — ინდოეთი, ჩრდილოეთით — პაკისტანი და ირანი, დასავლეთით — არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერიტრეის ზღვა.
არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3 862 000 კმ² მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2 400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე — 4 652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.
არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას — ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით — ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.
არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის რქასთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.
ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.