დროება (XIX საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(ვიკიფიცირება)
No edit summary
„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.
 
„დროებამ“ ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — [[ილია ჭავჭავაძე]], [[აკაკი წერეთელი]], [[გიორგი წერეთელი]], [[იაკობ გოგებაშვილი]], [[ნიკო ნიკოლაძე]], [[სერგისერგეი მესხი]], [[პეტრე მელიქიშვილი]], [[პეტრე უმიკაშვილი]], [[ივანე მაჩაბელი]], [[დავით მიქელაძე]], [[კირილე ლორთქიფანიძე]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]], [[ანტონ ფურცელაძე]] და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — [[სტეფანე მელიქიშვილი]] (1866-1882), [[გიორგი ქართველიშვილი]] (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ