ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ახალ მეუღლედ ბიზანტიის სამხედრო მინისტრის, პონტოელი ლოგოთეტის ასული ნანა მოიყვანა. სწორად ამ დროს, მირიან მეფეს, ნანა დედოფალს და [[წმინდა ნინო]]ს უკავშირებს ქართული საისტორიო ტრადიცია მირიანის ბიზანტიური საგარეო პოლიტიკური ვექტორის არჩევას, რაც გამოიხატა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია [[საქართველო]]ს სახელმწიფოებრიობაზე და [[ისტორია]]ზე. მირიანი ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შემორჩა საქართველოს ისტორიას.
 
მირიანის მემკვიდრეების: [[ბაკურ II]]-ის, [[მითრიდატე|მითრიდატის]], [[ვარაზ-ბაკური]]ს (ვარაზ–ბაქარის; ასპაკურეს), [[ბაკურ III]]-ის, [[ფარსმან V]]-ის, [[მირდატი]]ს, [[არჩილ I]]-ის და დროს კვლავ გაძლიერდა სპარსეთის აგრესიული პოლიტიკა [[სამხრეთ კავკასია|სამხრეთ კავკასიაში]], რამაც პიკს მიაღწია როდესაც ქვეყანაში შემოჭრილმა სპარსეთის ლაშქარმა მირდატ მეფე შეიპყრო და ტყვედ [[ბაღდადი|ბაღდადში]]-სპარსეთის იმპერიიის იმდროინდელ დედაქალაქში წაიყვანა, სადაც მირდატ მეფე გარდაიცვალა კიდეც. საქართველოს ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ დარჩა არჩილ I-ის მცირეწლოვანი ვაჟი-ვახტანგი, რომელიც ფარნავაზის და მირიანის შემდეგ მესამე უდიდეს მეფედ შევიდა საქართველოს ისტორიაში. ქართული საისტორიო ტრადიცია მას მიაწერს დედაქალაქის [[თბილისი|თბილისში]] გადატანას. [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] კვლავ განამტკიცა ბიზანტიასთან ალიანსი და უფრო დაუპირისპირდა სპარსეთს. (მიუხედავად იმისა რომ მეფობის დასაწყისში მან ბიზანტიაზე ილაშქრა წართმეული სამხრეთ მიწების დაბრუნების მიზნით და [[კონსტანტინოპოლი]]ს კედლებამდეც კი მივიდა). ვახტანგმა გაატარა ენერგიული და მტკიცე რეფორმები, გააძლიერა მეფის ხელისუფლება, იგი ხელს უწყობა [[ვაჭრობა|ვაჭრობის]] განვითარებას-მის მეფობის პერიოდს უკავშირდება პირველი ქართული წერილობითი ძეგლის ,,[[წამებაჲ წმიდისა დედოფლისაჲ შუშანიკისაჲ]]" შექმნა. ვახტანგ გორგასალის მეფობის პერიოდსვე უკავშირდება [[ბოლნისის სიონი]]ს პირველი ქართული [[ლაპიდარული წარწერა]] და ბოლნისის სამხრეთ ფასადზე-ჯვრის ე. წ. ,,ბოლნურ-კაცხური" სახესხვაობის გაჩენა, რაც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო დროშის (გორგასლიან-დავითიან-თამარიანი, ხუთჯვრიანი) პროტოტიპად იქცა. ვახტანგმა აღკვეთა სპარსთა შემოსევები.
 
ვახტანგ გორგასლის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება სუსტდება და თავს იჩენს ფეოდალური ანარქია-რითაც დაუყონებლივ ისარგებლეს სპარსელებმა. [[ბაკურ III]]-ის მეფობისას, [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] მიწურულს შემოსეულ სპარსეთის ლაშქარს სათანადო წინააღმდეგობა არ გაეწია. [[სპარსელები|სპარსელებმა]] მონარქის ინსტიტუტი საერთოდ გააუქმეს და ქართლი [[სასანიდების იმპერია]]ს პროვინციად მიუერთეს. დინასტიის უფროსი შტო [[კახეთი|კახეთში]], ხოლო უმცროსი [[ჯავახეთი|ჯავახეთსა]] და [[კლარჯეთი|კლარჯეთში]] გაიხიზნა. [[588]] წელს გორგასლის შვილიშვილი დედის ხაზით, [[გუარამ მამფალი]] პირველი ქართველი კურაპალატი გახდა-მიიღო რა ეს ტიტული ბიზანტიის იმპერატორ [[ფლავიუს მავრიკიუს ტიბერიუს ავგუსტუსი]]სგან. მოგვიანებით [[591]] წელს სპარსელებმა სასანიდების იმპერიაში დაუშვეს ავტონომიური-ქართლის საერისმთავროს წარმოქმნა.
603

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ