ევროვიზიის სიმღერის კონკურსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: vep:Evrovizii
ხაზი 98: ხაზი 98:
[[mt:Festival tal-Eurovision]]
[[mt:Festival tal-Eurovision]]
[[mwl:Festibal Ourobison de la Cançon]]
[[mwl:Festibal Ourobison de la Cançon]]
[[my:ယူရိုဗစ်ရှင်း သီချင်းပြိုင်ပွဲ]]
[[na:Eurovision]]
[[na:Eurovision]]
[[nds:Eurovision Song Contest]]
[[nds:Eurovision Song Contest]]

17:40, 27 მაისი 2012-ის ვერსია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ყოველწლიური შეჯიბრებაა, რომელიც იმართება ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (European Broadcasting Union (EBU)) აქტიურ წევრებს შორის.

თითოეული წევრი ქვეყანა ირჩევს და წარმოადგენს სიმღერას, რომელიც ცოცხლად უნდა შესრულდეს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ხოლო შემდეგ ხმას აძლევს სხვა ქვეყნის შემსრულებლებს, რათა გამოვლინდეს წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა. ყოველი ქვეყანა მონაწილეობას იღებს ერთერთი მათი ნაციონალური EBU-ს წევრი ტელევიზიის მეშვეობით. ამ ტელევიზიის მიზანია შეარჩიოს მომღერალი, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელი იქნება საერთაშორისო კონკურსზე.

კონკურსი ყოველ წელს გადაიცემა მისი დაარსებიდან 1956 წელს და ერთერთ ყველაზე ხანგრძლივ სატელევიზიო პროგრამად ითვლება მსოფლიოში. ის ასევე ერთერთი ყველაზე ყურებადი არა-სპორტული პროგრამაა. ბოლო წლებში მისი მაყურებელთა რიცხვი 100 მილიონიდან 600 მილიონამდე მერყეობს. მისი ტრანსლირება ევროპის გარეთაც ხდება, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, ეგვიპტე, ჰონკონგი, ინდოეთი, იორდანია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სარ, სამხრეთი კორეა, ვიეტნამი, და აშშ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები კონკურსში მონაწილეობას არ იღებენ.2000 წლიდან კონკურსის ყურება ინტერნეტის საშუალებითაცაა შესაძლებელი.

წარმოშობა

1950-იან წლებში, მას შემდეგ, რაც II მსოფლიო ომისგან დაზარალებულ ევროპაში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, ევროვიზიის მაუწყებლთა გაერთიანებას(EBU), რომელიც დაარსდა შვეიცარიაში, დაებადა აზრი შეექმნა საერთაშორისო სიმღერის კონკურსი, რომელიც ტრანსლირებული იქნებოდა გაერთიანების წევრ ყველა ქვეყანაში. კონკურსის დაარსება საბოლოოდ გადაწყდა 1955 წელს მონაკოში გამართულ შეხვედრაზე.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად ჩატარდა 1956 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში. მასში შვიდი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, თითოეული ორი სიმღერით. ეს იყო ერთადერთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ერთზე მეტ სიმღერას ასრულებდა: 1957 წლიდან ყველა მონაწილე ქვეყანას უნდა წარედგინა მხოლოდ ერთი სიმღერა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 მოიგო მასპინძელმა ქვეყანამ, შვეიცარიამ.

ფორმატი

კონკურსის ფორმატი წლების მანძილზე იცვლებოდა,თუმცა ძირითადი წესები იგივე რჩებოდა: მონაწილე ქვეყნები წარადგენდნენ სიმღერებს, რომლებიც შესრულდებოდა ცოცხლად ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. კონკურსს მასპინძლობს ერთ–ერთი მონაწილე ქვეყანა და ტრანსლირებულია ამ ქვეყნიდან. პროგრამის განმავლობაში, მას სემდეგ რაც ყველა სიმღერა შესრულდება, ქვეყნები იწყებენ ხმის მიცემის პროცესს, მათ არ შეუძლიათ ხმა მისცენ საკუთარ ქვეყანას. პროგრამის ბოლოს, გამარჯვებულად აღიარებენ იმ სიმღერას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებულ ქვეყანას შეუძლია უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს.

მონაწილეები

ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში (მაშინაც კი, თუ ეს ქვეყანა ტერიტორიულად არ მდებარეობს ევროპაში).

სულ კონკურსსი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა 51 ქვეყანა: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ბელგია, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იუგოსლავია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მაროკო, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სერბეთი, სერბეთი და მონტენეგრო, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი და ხორვატია. ყველაზე მეტი, 43 ქვეყანა მონაწილეობდა 2008 წელს.

წესები

კონკურსის ძირითადი წესები:

  1. სიმღერის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 3 წუთი.
  2. კონკურსანტის გამოსვლის დროს არ შეიძლება სცენაზე იმყოფებოდეს 6 ადამიანზე მეტი.
  3. მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ ენაზე შეასრულოს სიმღერა.
  4. მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დღეს.
  5. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შესრულებული სიმღერები არ უნდა იყოს ნამღერი წინა წლის 1 ოქტომბრამდე.

ცოცხლად სიმღერა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, ყველა სიმღერა უნდა შესრულდეს ცოცხლად, ფონოგრამის გარეშე. მუსიკალური გაფორმებისთვის ნებადართულია ჩანაწერის გამოყენება.

შესრულების ენა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წესები სიმღერის შესრულების ენის შესახებ რამდენჯერმე შეიცვალა. 80–იან, 90–იან წლებში აუცილებელი იყო ქვეყნის სახელმწიფო ენაზე სიმღერა. 1999 წელს ეს წესი მოიხსნა და დღესდღეობით კონკურსზე ენის შეზღუდვა არ არსებობს.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA