ქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
234 ბაიტი დაემატა ,  9 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: მინი| '''ქცევა''' — გარემო სიტუა...)
 
[[ფაილი:Monkey at Sri Ranganathaswamy Temple - Near Mysore - India.JPG|მინი|]]
'''ქცევა''' — გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის[[ორგანიზმი]]ს მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა. ქცევის ანალიზისა განასხვავებენ ქცევის სუბიექტს (რომელსაც აქვს განსაზღვრული ორგანიზაცია), ქცევის ობიექტს (რომლისკენაც მიმართულია ქცევა), ქცევის გარკვეულ პროგრამასა და მისი შესრულების ეფექტურობის შეფასების მექანიზმს. ორგანიზაციის ტიპის მიხედვით ასხვავებენ ქცევისაქცევის [[ბიოლოგია|ბიოლოგიურ]], [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიურ]] და [[სოციოლოგია|სოციალურ]] დონეებს.
 
ქცევის მეცნიერული შესწავლა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] დიწყოდაიწყო. თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო [[ცხოველთა ქცევა]], ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგიური]] საფუძვლებისა და მისი რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო [[ბიოლოგია|ბიოლოგიური]] შესწავლა დაკავშირებულია [[ეთოლოგია|ეთოლოგიის]] და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების - ზოოფსიქოლოგიის და ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი - მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).
 
ფსიქოლოგიაში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ბიჰევიორიზმმა კი ფსიქიკის შესწავლა ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის ქცევა.

სანავიგაციო მენიუ