ქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი| '''ქცევა''' — გარემო სიტუა...
(განსხვავება არ არის)

10:28, 25 მაისი 2012-ის ვერსია

ქცევა — გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა. ქცევის ანალიზისა განასხვავებენ ქცევის სუბიექტს (რომელსაც აქვს განსაზღვრული ორგანიზაცია), ქცევის ობიექტს (რომლისკენაც მიმართულია ქცევა), ქცევის გარკვეულ პროგრამასა და მისი შესრულების ეფექტურობის შეფასების მექანიზმს. ორგანიზაციის ტიპის მიხედვით ასხვავებენ ქცევისა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებს.

ქცევის მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში დიწყო. თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო ცხოველთა ქცევა, ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისა და მისი რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო ბიოლოგიური შესწავლა დაკავშირებულია ეთოლოგიის და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების - ზოოფსიქოლოგიის და ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი - მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).

ფსიქოლოგიაში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ბიჰევიორიზმმა კი ფსიქიკის შესწავლა ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის ქცევა.