ლოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: vi:Loki
r2.7.1) (ბოტის დამატება: oc:Loki
ხაზი 56: ხაზი 56:
[[nn:Loke]]
[[nn:Loke]]
[[no:Loke]]
[[no:Loke]]
[[oc:Loki]]
[[pl:Loki]]
[[pl:Loki]]
[[pt:Loki]]
[[pt:Loki]]

21:33, 20 მაისი 2012-ის ვერსია

სურათი XVIII საუკუნის ისლანდიური მანუსკრიპტიდან. ლოკე მის მიერ გამოგონილ სათევზაო ბადით.

ლოკე, ლოკი (Loke, Loki, Lopt) — ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშობისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.

მითი და ლეგენდა

ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი. ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა.

ლოკეს სამი შვილი — ალი, ვალი და ნარვისიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში:

მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც სხვა ღმერთების მრისხანების მიზეზი გახდა.

ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი, მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლოკი&oldid=1961714“-დან