მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: et:Maailma Turismiorganisatsioon
r2.7.1) (ბოტის დამატება: no:Verdens turismeorganisasjon
ხაზი 110: ხაზი 110:
[[ko:세계 관광 기구]]
[[ko:세계 관광 기구]]
[[nl:World Tourism Organization]]
[[nl:World Tourism Organization]]
[[no:Verdens turismeorganisasjon]]
[[pl:Światowa Organizacja Turystyki]]
[[pl:Światowa Organizacja Turystyki]]
[[pt:Organização Mundial de Turismo]]
[[pt:Organização Mundial de Turismo]]

15:35, 20 მაისი 2012-ის ვერსია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
შეიქმნა 1974
სტატუსი მოქმედი
ტიპი სპეციალური ორგანო
მდივანი იორდანიის დროშა ტალებ რიფაი
მშობელი ორგანიზაცია გაერო
ქვეყანა ესპანეთი
http://www.unwto.org/

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – გაეროს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია დაფუძვნდა 1974 წელს მადრიდში. მტო არის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც კონცენტრირებულია საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და შედარებაზე. ამ ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწოდებული მონაცემები საშუალებას იძლევა გაკეთდეს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ზრდისა და შემცირების შედარებითი ანალიზი. მტო-ს ოფიციალური ენებია: არაბული, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური.


ორგანიზაციული მიზნები

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ხელს უწყობს გონივრული, სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განვითარებად ქვეყნებს. მტო ცდილობს უზრუნველყოს ტურიზმისთვის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), წევრი ქვეყნების დარწმუნებით იმაში, რომ ტურისტული დესტინაციები და ბიზნესი იწვევს ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგების დადებითი მხარეების მაქსიმალიზაციას და ამავე დროს ამცირებს მის უარყოფით სოციალურ და გარემო ზეგავლენებს.

ისტორია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საწყისი ფესვები უნდა ვეძებოთ 1925 წელს, როდესაც ქ. ჰააგაში შეიქმნა "ოფიციალური ტურისტული მოძრაობის ასოციაციების საერთაშორისო კონგრესი"(ICOTT). მეორე მსოფლიო ომისა და საერთაშორისო მოძრაობების გაზრდის შემდეგ მოხდა ICOTT-ის გარდაქმნა ოფიციალურ მოგზაურობათა ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანებად (IUOTO). ეს იყო ტექნიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდა ნაციონალური ტურისტული კომპანიები და მომხმარებელთა ჯგუფი. მისი მიზანი არ იყო მხოლოდ ზოგადად ტურიზმის დაწინაურება, არამედ ის მიზნად ისახავდა გამოეყენებინა ტურიზმის უპირატესობები საერთაშორისო ვაჭრობაში და დაენახებინა მისი დადებითი მხარეების ეფექტი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში.

IUOTO-ს მეოცე საყოველთაო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 1967 წელს ტოკიოში, გამოცხადდა მთავრობებთაშორისი ორგანოს შექმნის საჭიროების შესახებ, რომელსაც შესწევდა უნარი საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისათვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან. IUOTO-ს არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახლო კავშირები ორგანიზაციასა და გაეროს შორის და გაჩნდა საწყისი წინადადებები იმის თაობაზე, რომ ეს ორგანო გაეროს შემადგენლობაში შესულიყო. 1970 წელს IUOTO-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შექმნას(მტო), რომელიც დაფუძნებული იქნებოდა IUOTO-ს ორგანიზაციულ წესდებაზე. ბრძანების რატიფიცირება მოხდა 51 სახელმწიფოს მიერ, მხოლოდ ამის შემდეგ, 1974 წლის 1 ნოემბერს, დაიწყო მტო-მ ფუნქციონირება.

დღესდღეობით მტო-ს წევრია 154 სახელმწიფო, 7 ასოცირებული წევრი (პუერტო რიკო, არუბა, ჰონგ კონგი, მაკაუ, მადეირა, ნიდერლანდის ანტილები,ფლამანდია), 15 სახელმწიფომ დატოვა ორგანიზაცია სხვადასხვა პერიოდში (ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, კანადა, კოსტა რიკა, სალვადორი, ჰონდურასი, ქუვეითი, მალაიზია, ნიკარაგუა, პანამა, ფილიპინები, ყატარი, ტაილანდი და პუერტო რიკო).

არაწევრი ქვეყნები არიან: სურინამი, გაიანა, აშშ, ბელიზი, ტრინიდადი და ტობაგო, დომინიკა, გრენადა, ბარბადოსი, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ ლუსია, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ლიბერია, სომალი, კომორის კუნძულები, ირლანდია, ისლანდია, გაერთიანებული სამეფო, დანია, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ესტონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მიანმა, სინგაპური, ახალი ზელანდია, პალაუ, მიკრონეზია, მარშალის კუნძულები, კუკის კუნძულები, ტუვალუ, ნაურუ, ნიუე, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, სამოა, ტონგა და დანარჩენი შეზღუდული აღიარების მქონე ქვეყნები.

მტო-ს გენერალური მდივნები

  • 1998–2008 — Francesco Frangialli (საფრანგეთი)

სტრუქტურა

გენერალური ასამბლეა

გენერალური ასამბლეა არის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანო. ჩვეულებრივ გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება ორ წელიწადში ერთხელ, რომელსაც ესწრებიან ყველა სრულ უფლებიანი და ასოცირებული წევრების დელეგაციები და ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლები. ეს არის მთელი მსოფლიოდან ტურიზმისა და კერძო სექტორის უმაღლესი წარმომადგენლებია ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა.

რეგიონალური კომიტეტი

რეგიონალური კომიტეტი დაფუძვნდა 1975 წელს, როგორც გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო. ექვსი რეგიონალური კომიტეტი იკრიბება ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ. ეს შესაძლებლობას აძლევს წევრ ქვეყნებს შეინარჩუნონ კავშირები გენერალური ასამბლეის სხდომებს შორის. თითოეული კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარეს და ვიცე თავმჯდომარეს კომიტეტის წევრებიდან ორი წლის ვადით მომავალ ასამბლეამდე.

აღმასრულებელი საბჭო

აღმასრულებელი საბჭოს ამოცანაა გენერალურ მდივანთან შეთანხმებით მიიღოს საჭირო ზომები საკუთარი გადაწყვეტილების განსახორციელებლად. საბჭო იკრიბება წელიწადში ორჯერ მაინც. ესპანეთი არის ამ საბჭოს მუდმივი წევრი.

კომიტეტები

სამდივნო

სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი იორდანელი ტალებ რიფაი. რომელიც ზედამხედველობას უწევს 110 თანამშრომელს ორგანიზაციის შტაბ ბინაში ქ. მადრიდში. მას დახმარებას უწევს გენერალური მდივნის მოადგილე. ეს პირები პასუხისმგებლები არიან განხორციელდეს ის პროგრამები, რომლებიც ჭირდებათ წევრ ქვეყნებს. სამდივნო ასევე მოიცავს იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დახმარების ოფისს, რომელიც მდებარეობს ოსაკაში, იაპონია.

რესურსები ინტერნეტში