Maxwell's Silver Hammer: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
Solunastra (განხილვა | წვლილი) No edit summary |
Solunastra (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ინფოდაფა სიმღერა |
{{ინფოდაფა სიმღერა |
||
| სახელწოდება = Maxwell's Silver Hammer |
|||
| ყდა = |
| ყდა = |
||
| Border = |
| Border = |
15:59, 13 მაისი 2012-ის ვერსია
„Maxwell's Silver Hammer“ | ||||
---|---|---|---|---|
— ბითლზი | ||||
ალბომიდან Abbey Road | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 9–11 ივლისი, 6 აგვისტო 1969 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:27 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
კომპოზიტორი | ლინონი და მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Abbey Road – სიმღერები | ||||
|
Maxwell's Silver Hammer — ჯგუფ ბითლზის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. ავტორი და სოლისტი - პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.[1]
წარმოშობა
სიმღერა დაწერილია 1968 წლის ოქტომბერში და თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Beatles, თუმცა დროის უკმარისობის გამო ჩანაფიქრი არ განხორციელდა. 3 თვის შემდეგ, 1969 წლის იანვარში, ტვიკენჰემის სტუდიაში Get Back-ის სესიების დროს ხელახლად ჩატარდა ამ სიმღერის რეპეტიციები, თუმცა იგი შემდეგი 6 თვის მანძილზე არ ჩაწერილა.
ჩაწერა
სიმღერის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 9 ივლისს ები როუდის სტუდიებში. ჯონ ლენონი, რომელიც 8 დღე იყო ჰოსპიტალიზირებული ავტოკატასტროფაში მოხვედრის გამო, დაუბრუნდა ჯგუფს თავის ცოლ იოკო ონოსთან ერთად, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა ავტოკატასტროფაში, ვიდრე თვით ლენონი. რითმული ჩანაწერის 16 ვერსია გაკეთდა, რომელთაც მოჰყვა გიტარის ჩანაწერების დაშრევების სერია. გამოუყენებელი მე-5 ვერსია შესულია ალბომში Anthology 3. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა დაადეს ვოკალის, ფორტეპიანოს, ჰემონდის ორღანის, გრდემლისა და გიტარის ხმოვანებები. სიმღერის ჩაწერა დასრულდა 6 აგვისტოს, როდესაც მაკ-კარტნიმ ჩაიწერა სოლო მუგის სინთეზატორზე.
პერსონალია
- პოლ მაკ-კარტნი – სოლო და ბექ-ვოკალი, დაშრევებული გიტარა, ფორტეპიანო, Moog სინთეზატორი
- ჯორჯ ჰარისონი – ბექ-ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა
- რინგო სტარი – დასარტყამი საკრავი, ბექ-ვოკალი, გრდემლი
- ჯორჯ მარტინი – ორღანი
- მელ ევანსი – გრდემლი
სქოლიო
|