სელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: zh:亚麻属
r2.7.1) (ბოტის დამატება: ku:Zegerek
ხაზი 41: ხაზი 41:
[[fr:Linum]]
[[fr:Linum]]
[[hsb:Len]]
[[hsb:Len]]
[[ku:Zegerek]]
[[lt:Linas]]
[[lt:Linas]]
[[mrj:Итӹн]]
[[mrj:Итӹн]]

16:18, 25 აპრილი 2012-ის ვერსია

სელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Linum

სელი (Linum) — ერთ- ან მრავალწლოვანი მცენარე სელისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-მდე სახეობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ანუ კულტურული სელი (Linum usitatissimum), რომელიც იყოფა 5 ჯგუფად: სართავი, შუალურა ზეთოვანი, მსხვილმარცვალა, გართხმული. უმთავრესად კულტივირებულია სართავი და ზეთოვანი სელი.

სართავი სელი ერთწლოვანია, აქვს ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 70-125 სმ აღწევს, ლანცეტისებრი ფოთოლი, ყვავილედი მტევანი. ნაყოფი კოლოფია, თესლი — ბრტყელი, კვერცხისებრი, ყავისფერი (ზოგჯერ ყვითელი). ბოჭკოსაგან (ღეროში 20-25%-ია) ამზადებენ ნართს, ქსოვილს. ჩენჩოს იყენებენ საწვავად. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთი). ამჟამად აღარ მოჰყავთ.

ზეთოვანი სელი ერთწლოვანია, დატოტვილღეროიანი. მისი თესლისაგან (35-52% ზეთს შეიცავს) ამზადებენ ლაქს, ოლიფას, საღებავს, ლინოლეუმს და სხვა. იყენებენ აგრეთვე საჭმელად და მედიცინაში. ჩენჩო კონცენტრირებული საკვებია.

ლიტერატურა

  • ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1975;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სელი&oldid=1930054“-დან