ლიბია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: zu:ILibiya
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
|დროშა = Flag_of_Libya.svg
|დროშა = Flag_of_Libya.svg
|გერბი = National_Transitional_Council_logo.svg
|გერბი = National_Transitional_Council_logo.svg
|რუკა = Libya (orthographic projection).svg
|რუკა = Libya in its region.svg
|ჰიმნი = ლიბია,ლიბია,ლიბია
|ჰიმნი = ლიბია,ლიბია,ლიბია
|დევიზი = لحرية والعدالة والديمقراطية!</br>თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია!
|დევიზი = لحرية والعدالة والديمقراطية!</br>თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია!

13:32, 23 აპრილი 2012-ის ვერსია

ლიბია
ليبيا
ლიბია
ლიბიის
დროშა გერბი
დევიზი: لحرية والعدالة والديمقراطية!
თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია!
ჰიმნი: ლიბია,ლიბია,ლიბია
ლიბიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტრიპოლი
32°54′ ჩ. გ. 13°11′ ა. გ. / 32.900° ჩ. გ. 13.183° ა. გ. / 32.900; 13.183
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა გარდამავალი მთავრობა
 -  ეროვნული გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარე მუსტაფა აბდუდ ჯალილი
 -  ეროვნული გარდამავალი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე აბდულ ჰაფიზ ღოგა
ფართობი
 -  სულ 1,759,540 კმ2 (მე-17)
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 6,173,579 (105-ე)
 -  სიმჭიდროვე 3.2 ად კაცი/კმ2 (218-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $78.79 მილიარდი (67-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $13,100 (58-ე)
აგი (2007) 0.818 (მაღალი) (56-ე)
ვალუტა ლიბიური დინარი (LYD)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) EET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი LBY
Internet TLD .ly
სატელეფონო კოდი 218


ლიბია (არაბ.: ليبيا), ოფიციალურად — ლიბიის რესპუბლიკა) — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ემეზობლება აღმოსავლეთით ეგვიპტეს, სუდანს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩადსა და ნიგერს სამხრეთით, ალჟირსა და ტუნისს დასავლეთით. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია: ტრიპოლიტანია, ფეზანი და კირენაიკა.

სახელი „ლიბია“ მომდინარეობს არაბულიდან „ლებუ“, რომელიც მიუთითებს ნილოსის დასავლეთით მცხოვრებ ბერბერ ხალხებზე. ძველ საბერძნეთში ტერმინს უფრო ვრცელი მნიშვნელობა ჰქონდა და ის მოიცავდა სრულიად ჩრდილოეთ აფრიკას ეგვიპტის დასავლეთით, ზოგიერთ წყაროში კი მთელ აფრიკასაც.

გეოგრაფია

ლიბიის ტერიტორიის დაახლოებით 98% უჭირავს სუბტროპიკულ ნახევარუდაბნოებსა (ჩრდილოეთით) და ტროპიკულ უდაბნოებს (სამხრეთით). სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. ერთადერთი დიდი ყურეა სიდრა.

ქვეყნის უმეტესი ნაწილი პლატოა (სიმაღლე 200-600 მ). სამხრეთით ტიბესტის მთიანეთის შტოქედებია (სიმაღლე 2286 მ-მდე), აღმოსავლეთით — ლიბიის უდაბნო, დასავლეთით ფეცანის (ფაზანის) ვრცელი ქვიშიანი ქვაბულები. ლიბიაში არის ნავთობის დიდი საბადოები.

ლიბიის ჰავა ტროპიკული, უდაბნოსია, ჩრდილოეთით — სუბტროპილული, ხმელთაშუა ზღვის ტიპისა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 11-12°C ჩრდილოეთით, 15-18°C სამხრეთით, ივლისი. შესაბამისად, 27-29°C და 32-35°C. ნალექები ჩრდილოეთით 250-იდან 625 მმ-მდე წელიწადში, სამხრეთით და აღმოსავლეთით 100 მმ-მდე, ლიბიის უდაბნოში — 25 მმ-მდე.

ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არის, დიდია მიწისქვეშა წყლის მარაგი. ბევრია მშრალი ხეობა - უადი. სანაპიროზე გავრცელებულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. სანაპიროს გასწვრივ, რუხ და რუხყავისფერ ნიადაგებზე იზრდება აკაცია, სიკომორო, იალღუნი, შედარებით ტენიან ადგილებში — მაკვისი, არის კედრისა და ღვიის კორომები. უდაბნო თითქმის სრულიად მოკლებულია მცენარეულ საფარს. აქა-იქ გვხვდება ბუჩქნარები და ბუჩქბალახები.

ცოველთა სამყარო ღარიბია, უმთავრესად გავრცელებულია ქვეწარმავლები (გველები, ხვლკიკები); ბევრია მორიელი, ჩრდილოეთ რაიონებში ბინადრობს აფთარი, ტურა, მელა, კურდღელი, გარეული ღორი.

ისტორია

ლიბია უძველესი დროიდან იყო დასახლებული მომთაბარე ტომებით, თანამედროვე ბერბერთა წინაპრებით, რომლებიც ჯერ ნადირობას, ხოლო მოგვიანებით მესაქონლეობას მისდევდნენ. დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეში ლიბიის ტერიტორიაზე დაარსდა სავაჭრო ქალაქ-კოლონიები, დასავლეთ ნაწილში (ტრიპოლიტანიაში) — ფინიკიურ-კართაგენული, აღმოსავლეთ ნაწილში (კირენაიკაში) — ბერძნული. ძვ. წ. II-I საუკუნეებში ლიბია დაიპყრეს რომაელებმა, ახ. წ. VII საუკუნეშიარაბებმა. XVI საუკუნის დამლევს ლიბია დაიპყრო ოსმალეთმა. განუწყვეტელი ანტიოსმალური აჯანყებების შედეგად ლიბიამ ერთგვარ თვითმმართველობას მიაღწია. 1711 წელს ლიბიის გამგებელი გახდა აჰმედ ბენ ალ-კარმანლი, რომლის საგვარეულო 1835 წლამდე მართავდა ქვეყანას. ამ დროიდან არაბული ენა ლიბიის ოფიციალურ ენად გამოცხადდა, 1835-1911 წლებში ლიბიას კვლავ ოსმალეთი ფლობდა. 1911 წელს ლიბიის დამორჩილების მიზნით იტალიამ წამოიწყო იმპერიალისტური ომი ოსმალეთის წინააღმდეგ, რის შედეგადაც, ის იტალიამ დაიპყრო. ლიბიელი ხალხი 1913 და 1915 წლებში აჯანყდა იტალიელ კოლონიზატორთა წინაამდეგ. ამ აჯანყებებს სათავეში ედგნენ სენუსიტების სექტის ბელადები. 1918 წელს ქალაქ ღარიანში (ტრიპოლიტანია) გამოცხადდა ლიბიის რესპუბლიკა. იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კოლონიზატორებმა განაახლეს საომარი მოქმედებანი ლიბიაში და 1931 წელს შეძლეს ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ლიბია ფაშისტური იტალია-გერმანიასა და ინგლისის შეიარაღებულ ძალებს შორის საომარ მოქმედებათა ასპარეზად იქცა. 1943 წლიდან ლიბიის პროვინციებს — ტრიპოლიტანიასა და კირენაიკას ფაქტობრივად განაგებდა ინგლისი, ხოლო ფეცანის პროვინციას საფრანგეთის სამხედრო ადმინისტრაცია.

ღირსშესანიშნაობები

რესურსებინ ინტერნეტში

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA