ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
r2.7.1) (ბოტის დამატება: zh:帕拉瓦尼湖
ხაზი 65: ხაზი 65:
[[sv:Paravani]]
[[sv:Paravani]]
[[xmf:ფარავანი (ტობა)]]
[[xmf:ფარავანი (ტობა)]]
[[zh:帕拉瓦尼湖]]

10:12, 22 აპრილი 2012-ის ვერსია

ფარავნის ტბა
კოორდინატები: 41°27′ ჩ. გ. 43°48′ ა. გ. / 41.450° ჩ. გ. 43.800° ა. გ. / 41.450; 43.800
მდებარეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2073 
ფართობი 37,5 კმ²
მოცულობა 91 კმ³
საშუალო სიღრმე 2,2 
მაქსიმალური სიღრმე 3,3 
აუზის ფართობი 234 კმ²
გამომდინარე მდინარე ფარავანი
ფარავანი — საქართველო
ფარავანი
ფარავანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ფარავანი

ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.

ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).

ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.

გალერეა


ლიტერატურა