მერცხალი ოზურგეთი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:
{{მთავარი|მეგობრობა (სტადიონი)}}
{{მთავარი|მეგობრობა (სტადიონი)}}
[[ფაილი:Megobroba46170957.jpg|მინი|250პქ|სტადიონი „მეგობრობა“]]
[[ფაილი:Megobroba46170957.jpg|მინი|250პქ|სტადიონი „მეგობრობა“]]
სტადიონი „მეგობრობა“ [[1967]] წელს აშენდა.<ref name="worldsport"></ref> XX საუკუნის 80-იან წლებში „მერცხალი“ ერთ-ერთი იშვიათი კლუბი იყო, რომლის სტადიონი ინდივიდუალური სკამებით იყო აღჭურვილი. მცირე რემონტი სტადიონს [[2003]] წლის ზაფხულში ჩაუტარდა და დასავლეთ ტრიბუნაზე ხის საერთო სკამები დამონტაჟდა.


სტადიონი „მეგობრობა“ [[1967]] წელს აშენდა.<ref name="worldsport"></ref> XX საუკუნის 80-იან წლებში „მერცხალი“ ერთ-ერთი იშვიათი კლუბი იყო, რომლის სტადიონი ინდივიდუალური სკამებით იყო აღჭურვილი. მცირე რემონტი სტადიონს [[2003]] წლის ზაფხულში ჩაუტარდა და დასავლეთ ტრიბუნაზე ხის საერთო სკამები დამონტაჟდა.
[[2011]] წლის [[მაისი]]დან კლუბის „მეგობრობის“ ახალი რემონტი დაიწყო. პირველ ეტაპზე, მინდვრის საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო: მოიხნა და დაიტკეპნა მინდვრის საფარი, რომელზეც სპეციალური სასუქი შეიტანეს. შემდგომში კეთილმოეწყობა დასავლეთის ტრიბუნა, სადაც 3-4 ათასამდე ინდივიდუალური პლასტმასის სკამი დამონტაჟდება და გადაიხურება ტრიბუნები.<ref name="worldsport"></ref> სტადიონის საბოლოო ტევადობა 6 000 მაყურებელის უნდა იყოს. შეკეთდება სტადიონთან მდებარე დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა, საშხაპე გასახდელები და დამონტაჟდება ახალი [[ტაბლო]].


== შტაბი და მმართველობა ==
== შტაბი და მმართველობა ==

06:07, 31 მარტი 2012-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერცხალი (მრავალმნიშვნელოვანი).
საფეხბურთო კლუბი მერცხალი ოზურგეთი
ლოგო
სრული სახელი ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი მერცხალი
მეტსახელი მერცხალი
დაარსდა 1936
სტადიონი მეგობრობა
(ტევადობა: 3 500)
მწვრთნელი საქართველოს დროშა ხარიტონ ჩხატარაშვილი
კაპიტანი საქართველოს დროშა რუბენ ჭეიშვილი
ლიგა პირველი ლიგა
2010-11 13-ე

„მერცხალი“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ოზურგეთიდან. გამოდის პირველ ლიგაში. საშინაო არენაა სტადიონი „მეგობრობა“.

ისტორია

„მერცხალი“ დაარსდა 1936 წელს. გუნდი საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში გადიოდა და სტაბილურადაც თამაშობდა კიდევ თორმეტ ქართულ კლუბთან ერთად. ამ პერიოდს დიდი მერცხალის ხანასაც უწოდებენ. 1990-1991 წლებში მერცხალის შემადგენლობაში თამაშობდა შემდგომში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე - ირაკლი ზოიძე. 1993-1995 წლებში გუნდს სახელი შეეცვალა და „ანაკო“ ეწოდა. 1995 წლიდან მას ძველი სახელწოდება დაუბრუნდა.

უახლესი ისტორია

კლუბი წლების განმავლობაში ასპარეზობდა მეორე ლიგის დასავლეთ დივიზიონში. გამოცოცხლება XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 2001-2002 წლების საფეხბურთო სეზონში „მერცხალმა“ მეორე ლიგის დასავლეთი დივიზიონის პირველი ადგილი გაიყო ვანის „სულორთან“ ერთად. გადამწყვეტი მატჩი ქალაქ ფოთში, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართა და „მერცხალმა“ გამარჯვებასთან ერთად მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პირველ ლიგაში დებიუტანტმა „მერცხალმა“ 2002-03 წლების სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ამ წლებში კლუბის სპონსორი იყო ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატად.

უმაღლეს ლიგის 2003-04 წლების სეზონს კლუბი მომზადებული შეხვდა. გარემონტდა სტადიონი, სადაც ხის გრძელი სკამები დამონტაჟდა. პირველი მატჩი გუნდმა თბილისის „თბილისს“ საკუთარ მოედანზე 2-1 მოუგო, თუმცა ამის შემდეგ ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა და ბოლო ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ გუნდმა ადგილი ვერც პირველ ლიგაში შეინარჩუნა და კვლავ მეორე ლიგაში დაქვეითდა. 2009 წელს კლუბი კვლავ დაბრუნდა პირველ ლიგაში. 2009-10 წლების სეზონში მან მე-10 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.2010-11 წლების სეზონი კი 17 გუნდში მეცამეტე ადგილზე დაასრულა და კვლავ შეინარჩუნა.[1]

სტადიონი

სტადიონი „მეგობრობა“

სტადიონი „მეგობრობა“ 1967 წელს აშენდა.[1] XX საუკუნის 80-იან წლებში „მერცხალი“ ერთ-ერთი იშვიათი კლუბი იყო, რომლის სტადიონი ინდივიდუალური სკამებით იყო აღჭურვილი. მცირე რემონტი სტადიონს 2003 წლის ზაფხულში ჩაუტარდა და დასავლეთ ტრიბუნაზე ხის საერთო სკამები დამონტაჟდა.

შტაბი და მმართველობა

საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ის არაკომერციული იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით არსებობს. კლუბი მუნიციპალური ბიუჯეტიდან წლიურად 150 ათასი ლარით ფინანსდება, ხოლო მოედნის შენახვას დამატებით 50 ათასი სჭირდება.[1]

გუნდის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი - ხარიტონ ჩხატარაშვილი. მწვრთნელები: გია გოგუა, აკაკი ათუაშვილი, მერაბ ვანიძე

კლუბს საკუთარი სარეზერვო გუნდი გააჩნია, რომელიც მეორე ლიგაში ასპარეზობს.

შემადგენლობა

შემადგენლობა პირველი ლიგის 2011-12 წლების სეზონში

მეკარეები
მცველები
ნახევარმცველები
  • საქართველოს დროშა ს.ვ. ჩიგოგიძე
  • საქართველოს დროშა გ.მაკასარაშვილი
  • საქართველოს დროშა თ.ცეცხლაძე
  • საქართველოს დროშა ი.ბაჯელიძე
  • საქართველოს დროშა ო.ღლონტი
თავდამსხმელები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო