რაფიელ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
clean up, replaced: thumb → მინი (4), px → პქ (3) using AWB
(ვლასა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერს�)
(clean up, replaced: thumb → მინი (4), px → პქ (3) using AWB)
[[სურათი:Eristavi Raphael .jpg|thumbმინი|right|]]
'''რაფიელ დავითის ძე ერისთავი''' (დ. [[9 აპრილი]]/[[21 აპრილი]], [[1824]], სოფ. [[ქვემო ჭალა]], ახლანდელი [[კასპის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[19 თებერვალი]]/[[4 მარტი]], [[1901]], [[თელავი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი.
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Rafiel eristavi.jpg|250px250პქ|left|thumbმინი]]
ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა [[კახეთი|კახეთის]] სოფელ [[ქისტაური|ქისტაურში]]. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი [[თელავი]]ს სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და [[1831]] წელს თავისი ვაჟი [[შუამთის მონასტერი|შუამთის მონასტრის]] ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი [[1832]] წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. [[1833]] წელს რაფიელი მშობლებმა [[გორი|გორში]] გადაიყვანეს სასწავლებლად. [[1836]] წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც [[1845]] წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.
 
სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და [[1847]] წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. [[1849]] წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც [[1851]] წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.
[[ფაილი:Rafiel ertisTavis saflavi.jpg|200px200პქ|thumbმინი|რაფიელ ერისრთავის საფლავი]]
რ. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რ. ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.
 
 
[[1855]] წელს რ. ერისთავი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ. [[1857]] წლიდან [[1867]] წლამდე იგი [[ზუგდიდის მაზრა|ზუგდიდის მაზრის]] უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა [[სამეგრელო]]ში საგლეხო რეფორმის გატარებას. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და [[იმერეთი]]ს შთაბეჭდილებანი რ. ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“ („კავკაზი“, 1857 წ.).
[[ფაილი:Raphael_Eristavi.jpg|thumbმინი|right|200px200პქ|მემორიალური ქვა ერისთავის პირველ საფლავზე სოფელ [[ქისტაური|ქისტაურში]]]]
[[1889]] წლის მარტიდან [[1896]] წლის ოქტომბრამდე რ. ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში, კავკასიის საცენზურო კომიტეტში იმყოფებოდა ცენზორის თანამდებობაზე.
 

სანავიგაციო მენიუ