უზეირ ჰაჯიბეკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ru:Гаджибеков, Узеир Абдул-Гусейн оглы
- "Hajibeyov-1948.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Zscout370-ს მიერ. მიზეზი: Copyright violation: doesnt meet http...
ხაზი 1: ხაზი 1:

[[სურათი:Hajibeyov-1948.jpg|140px|right|thumb|უზეირ ჰაჯიბეკოვი]]
'''უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი''' (დ. 5 სექტემბერი/[[17 სექტემბერი]], [[1885]], სოფ. [[აღჯაბადი]], შუშის მახლობლად — გ. [[23 ნოემბერი]], [[1948]], [[ბაქო]]), [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]] კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი ([[1938]]), [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანის]] მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1945]]). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.
'''უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი''' (დ. 5 სექტემბერი/[[17 სექტემბერი]], [[1885]], სოფ. [[აღჯაბადი]], შუშის მახლობლად — გ. [[23 ნოემბერი]], [[1948]], [[ბაქო]]), [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]] კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი ([[1938]]), [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანის]] მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1945]]). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.



05:40, 17 თებერვალი 2012-ის ვერსია

უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი (დ. 5 სექტემბერი/17 სექტემბერი, 1885, სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად — გ. 23 ნოემბერი, 1948, ბაქო), აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1938), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში (1914). ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ "ლეილი და მაჯნუნი" (1908) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: "ასლი და ქერემი" (1912), "შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ" (1912, ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა "ქოროღლუ" (1937, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); ოპერეტები: "ცოლი და ქმარი" (1900), "ეს თუ არა, ის" (1910), "არშინ მალ ალან" (1913, ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1938-1948 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 - სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა "სამშობლო და ფრონტი", რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: "სენსიზი" ("უშენოდ") და "სევგილი ჯანანი" ("სატრფო"). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა (1945), სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

  • Абасов Э., Оперы и музыкальные комедии Узеира Гаджибекова, Баку, 1961
  • Виноградов В., Узеир Гаджибеков и азербайджанская музыка М., 1938;
  • Касимов К., Узеир Гаджибеков, М., 1945
  • ქსე, ტ. 11, გვ. 610, თბ., 1987


თარგი:Link FA