საჭურჭლე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დაემატა ახალი ცნობები
(ახალი გვერდი: '''საჭურჭლე''' — ძვირფასეულობა, განძი და სიმდიდრის საცავი, ხაზი...)
 
(დაემატა ახალი ცნობები)
'''საჭურჭლე''' — ძვირფასეულობა, განძი და სიმდიდრის საცავი, ხაზინა ძველ საქართველოში.საჭურჭლის შინაარსად, მის ჩვეულებრივ შიგთავსად სახელწოდების მიხედვით „ჭურჭელი“ — ძვირფასი ნივთები, მოძრავი განძეულობა იგულისხმება. გაერთიანებული სამეფოს ხანაში ტერმინი „საჭურჭლე“ [[სალარო (სამართალი)|სალაროსაგან]] განსხვავებულ, სანიადაგოდ სახმარ-სახარჯავ სახელმწიფო ხაზინას აღნიშნავდა. საჭურჭლეში ფული, „ლარი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო“, მეფისთვის „შემოძღუნებული“ „თუალნი და მარგალიტნი“ ინახებოდა. საჭურჭლე ერთიან დაწესებულებას წარმოადგენდა, თუმცა მისი განყოფილებები ანუ საგანძურები სხვადასხვა ადგილას იყო მოტავსებული (მაგ., ატენის, „ზემონი და ქუემონი“ საჭურჭლენი).
 
ხელმწიფის კარის გარიგებაში სამეფო „სახლის საჭურჭლე“ იხსენიება, ქვეყნის მთავარი საჭურჭლე სატახტო ქალაქში — ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი (1122 წლიდან) თბილისში იყო. საჭურჭლე [[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურჭლეთუხუცესს]] ექვემდებარებოდა. სამოხელეო აპარატს შეადგენდნენ საჭურჭლისა თუ მეჭურჭლეთუხუცესს [[ნაცვალი]] და [[მეჭურჭლე|მეჭურჭლენი]], საჭურჭლის უხუცესი, [[მუქიბი]], [[მუშრიბი]] და [[მწიგნობარი]].
==ლიტერატურა==
 

სანავიგაციო მენიუ