არაბეთის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის შეცვლა: gu:અરબી સમુદ્ર
r2.7.1) (ბოტის დამატება: af:Arabiese See
ხაზი 19: ხაზი 19:
[[კატეგორია:ინდოეთის ოკეანის ზღვები]]
[[კატეგორია:ინდოეთის ოკეანის ზღვები]]


[[af:Arabiese See]]
[[ar:بحر العرب]]
[[ar:بحر العرب]]
[[be:Аравійскае мора]]
[[be:Аравійскае мора]]

16:37, 29 იანვარი 2012-ის ვერსია

არაბეთის ზღვა
კოლვას პლაჟი. გოა, ინდეოთი

არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب‎) - წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ინდოეთი, ჩრდილოეთით - პაკისტანი და ირანი, დასავლეთით - არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.

არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3,862,000 კმ.კვ. მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2,400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე - 4,652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.

არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას - ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით - ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.

არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის რქასთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.

ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.

რესურსები ინტერნეტში