მთავარეპისკოპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: tl:Arsobispo
r2.7.1) (ბოტის დამატება: vi:Tổng giám mục
ხაზი 59: ხაზი 59:
[[tr:Başpiskopos]]
[[tr:Başpiskopos]]
[[uk:Архієпископ]]
[[uk:Архієпископ]]
[[vi:Tổng giám mục]]
[[zh:總主教]]
[[zh:總主教]]

09:44, 29 იანვარი 2012-ის ვერსია

მთავარეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχή - საწყისი, მთავარი და επίσκοπος - ეპისკოპოსი), ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქის ტიტული, რომელსაც ატარებდნენ უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები. რომის იმპერიაში კონსტანტინე დიდის დროს (IV ს.) არქიეპისკოპოსი ეწოდებოდა მიტროპოლიტს, რომელსაც ექვემდებარებოდნენ დიოცეზის ეპისკოპოსები. არქიეპისკოპოსის ტიტულს დღეს ატარებს ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური. არქიეპისკოპოსი ეწოდება ზოგიერთი პროტესტანტული ეპისკოპალური ეკლესიის მეთაურს (მაგ. კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ინგლისში). ქართულ საეკლესიო წყობილებაში არქიეპისკოპოსს შეესატყვისება „მთავარეპისკოპოსი“.

ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ.,არქიეპისკოპოსი, ქსე, ტ. 1, გვ. 600, თბ., 1975