წაბლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: kk:Каштан
clean up using AWB
ხაზი 21: ხაზი 21:
სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე.
სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე.
[[საქართველო]]ში ფართოდაა გავრცელებული [[კოლხეთი|კოლხეთში]], აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია ([[ლიხის ქედი]], [[ბორჯომის ხეობა]], [[კახეთის კავკასიონი]]).
[[საქართველო]]ში ფართოდაა გავრცელებული [[კოლხეთი|კოლხეთში]], აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია ([[ლიხის ქედი]], [[ბორჯომის ხეობა]], [[კახეთის კავკასიონი]]).
ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზ. დ. 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში,
ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში,
სადაც [[ზამთარი|ზამთრის]] ტემპერატურა 0.3°C, [[ზაფხული]]ს 18-22°C ფარგლებში მერყეობს და [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების რაოდენობა]] 700 მმ აღემატება.
სადაც [[ზამთარი|ზამთრის]] ტემპერატურა 0.3°C, [[ზაფხული]]ს 18-22°C ფარგლებში მერყეობს და [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების რაოდენობა]] 700 მმ აღემატება.



18:17, 22 იანვარი 2012-ის ვერსია

წაბლი

წაბლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Castánea

წაბლი (ლათ. Castánea) — ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. სახელწოდება ვრცელდება ასევე წაბლის ნაყოფზე, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს.[1][2][3] უმთავრესად გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა:[4] ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი.

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტლებში. სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონი). ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა 0.3°C, ზაფხულის 18-22°C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.

კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯისა და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში.“

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Castanea – Flora of China.
  2. Castanea – Flora of North America.
  3. Castanea – Flora Europaea.
  4. Industry information by David McLaren. From The Chestnut Growers Information Book, Chestnut Australia Inc.