კომკავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.6.4) (ბოტის დამატება: ru:Комсомол)
 
კომკავშირი წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის საიმედო რეზერვს. მისი მთავარი ამოცანა იყო პარტიისადმი დახმარების გაწევა ქალიშვილებისა და ჭაბუკების აღზრდის საქმეში, [[მარქსიზმ-ლენინიზმი]]ს იდეებზე, რევოლუციური ბრძოლის გმირულ ტრადიციებზე, მუშების, კოლმეურნეების ინტელიგენციის თავდადებულ შრომის მაგალითებზე, ჩაუნერგოს და განუმტკიცოს მოზარდ თაობას კლასობრივი მიდგომა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მოვლენისადმი.
 
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის ორგანიზაციული წყობის პრინციპის წარმოადგენდა [[დემოკრატიული ცენტრალიზმი]]. კომკავშირის პირველადი ორგანიზაციები იქმნებოდა საწარმოებში, კოლმეურნეობებში, საბჭოთა მეურნეობებში, სასწავლებლებში, დაწესებულებებში, საბჭოთა არმიისა და ფლოტის ნაწილებში. უმაღლესი ორგანო იყო საკავშირო ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის მთელ საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკ. ალკკ-ის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც ირჩევდა ბიუროსა და სამდივნოს. საკ. ალკკ თავის მუშაობას აგებდა კოლექტიური ხელმძღვანელობის ლენინური პრინციპების განუხრელი დაცვის, შინაკომკავშირული დემოკრატიის ყოველმხრივი განვითარების, მისი ყველა წევრის ინიციატივისა და თვითმოქმედების ამაღლების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის ფართოდ გაშლის საფუძველზე.
 
[[az:Komsomol]]

სანავიგაციო მენიუ