პერმული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: bg:Перм (геология) |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: pnb:پرمین |
||
ხაზი 116: | ხაზი 116: | ||
[[no:Perm (geologi)]] |
[[no:Perm (geologi)]] |
||
[[pl:Perm]] |
[[pl:Perm]] |
||
[[pnb:پرمین]] |
|||
[[pt:Permiano]] |
[[pt:Permiano]] |
||
[[ro:Permian]] |
[[ro:Permian]] |
19:26, 17 იანვარი 2012-ის ვერსია
პერმული სისტემა (პერიოდი), პალეოზოური ჯგუფის უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი). მოსდევს კარბონულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს მეზოზოური ჯგუფის (ერის) ტრიასულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო როდერიკ მერჩისონმა 1841 წელს რუსეთის ვაკეზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.
პერმულ პერიოდში გამოვლინდა ჰერცინული დანაოჭების უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის მცენარეთა დაცხოველთა როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.
პერმული სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვანახშირის, ნავთობის, აირის, კალიუმის მარილის, ქვამარილის თაბაშირისა და სხვა საბადოები. საქართველოში ფაუნით დახასიათებული პერმული სისტემის ნალექები არის სვანეთში (დიზისა და ქვიშის წყებების ზედა ნაწილებში).
პერმული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა
პერიოდი (სისტემა) | Подсистема | ეპოქა (отдел) | Тетис (ярусы) | ჩინეთი | აშშ | დასავლეთი ევროპა | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
პერმული | Тетисная | Лопинская | Дорашамский | Лопин | Чансинский | ოჩოური | ზედა პერმული | თათრული | ||
Джульфинский | Удзяпинский | |||||||||
Янсинская | Мидийский | Янсин | Маокоу | Ленгуанский | გვადელუპური | Кепитенский | ||||
Мургабский | Куфенский | Вордский | ყაზანური | |||||||
Кубергандинский | Чися | Ксианбоанский | Роадский | უფური | ||||||
Предуральская | Дарвазская | Болорский | Луодианьский | ლეონარდული | Каседральский | ქვედა პერმული | კუნგურული | |||
Яхташский | Лонглиньский | Хесский | არტინსკული | |||||||
Уральская | საკმარული | Дзисонский | ვულფკემპური | Ленокский | საკმარული | |||||
ასელური | Нильский | ასელური |
სისტემა, პერიოდი |
სექცია, ეპოქა |
სართული, საუკუნე |
საუკუნე (Ma) | |
---|---|---|---|---|
მომდევნო | მომდევნო | მომდევნო | უფრო ახალგაზრდა | |
პერმული | ლოპინგური | Changhsingium | 251–253,8 | |
Wuchiapingium | 253,8–260,4 | |||
გვადელუპური | Capitanium | 260,4–265,8 | ||
Wordium | 265,8–268 | |||
Roadium | 268–270,6 | |||
Cisuralium | კუნგურული | 270,6–275,6 | ||
არტინსკული | 275,6–284,4 | |||
საკმარული | 284,4–294,6 | |||
ასელური | 294,6–299 | |||
წინა | წინა | წინა | უფრო ძველი | |
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა, სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1] |
ლიტერატურა
- ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963
- ხუციშვილი ო., ქსე, ტ. 8, გვ. 31, თბ., 1984