თავშავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: et:Pune (perekond)
r2.7.1) (ბოტის დამატება: sv:Mejramsläktet
ხაზი 35: ხაზი 35:
[[simple:Origanum]]
[[simple:Origanum]]
[[sr:Origanum]]
[[sr:Origanum]]
[[sv:Mejramsläktet]]
[[tl:Origanum]]
[[tl:Origanum]]
[[uk:Орігано]]
[[uk:Орігано]]

04:23, 12 იანვარი 2012-ის ვერსია

Origanum vulgare

თავშავა (Origanum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. წვრილი მოვარდისფრო-მეწამული ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედებად. 20-ზე მეტი სახეობა ევროპაში (უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში) და დასავლეთ აზიაშია გავრცელებული. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული Origanum vulgare. იზრდება მშრალ მდელოებზე, ველებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებში. თაფლოვანი და ეთერზეთოვანია. შეიცავს აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს და ასკორბინის მჟავას. გახმობილი ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყენებენ კულინარიაში, ლიქიორისა და არყის წარმოებაში.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 570-571, თბ., 1979