ნიკოლოზ ბერძნიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი)''' (* 4 სექტემბერი/[[16 ...
(განსხვავება არ არის)

18:33, 13 თებერვალი 2007-ის ვერსია

ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი) (* 4 სექტემბერი/16 სექტემბერი, 1829, სოფ. არდონი, ახლანდელი ჩრდილოეთი ოსეთი ― † 1874, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.

ბიოგრაფია

XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "კავკაზში", რომელსაც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა. ბერძნიშვილს ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა - "თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით" (1870) და გამოკვლევა (რუსულ ენაზე) "სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში" (1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864-1874 წლებში იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის "აქტების" შედგენაში. საყურადღებოა "კავკაზში" 1857-1859 წლებში გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ბერძნიშვილი ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან ყურადღება გაამახვილა სინამდვილის მხატვრული ასახვის, ეროვნული თემატიკის მნიშვნელობის, ტიპურობის საკითხებზე, მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპებზე და სხვა.