ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
==ტახტზე ასვლა==
==ტახტზე ასვლა==


963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილ II]] და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა.
963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილ II]] და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანო დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ს მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა.





17:03, 26 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ნიკიფორე II ფოკა

ნიკიფორე II ფოკა (დაახ. 912 - 969 წლის, 10 დეკემბერი) - ბიზანტიის იმპერატორი 963 - 969 წლებში, რომლის ბრწყინვალე სამხედრო მიღწევებმა საფუძველი დაუდო ბიზანტიის იმპერიის გაძლიერებას მეათე საუკუნეში.

ადრეული სიცოცხლე

ნიკიფორე დაახლოებით დაიბადა 912 წელს და ეკუთვნოდა გამორჩეულ ფოკების ოჯახს კაპადოკიიიდან. ნიკიფორე ადრინდელი ასაკიდან შეუერთდა ბიზანტიის არმიას. 945 წელს ის დაინიშნა ანატოლიკონის თემის მმართველად, იმპერატორ კონსტანტინე VII- ს იმპერატორობის ჟამს. როცა მამამისი, ბარდა ფოკა 953 წელს ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, ნიკიფორე დააწინაურეს აღმოსავლეთის ფრონტის უმაღლეს მხედართმთავრად. აბასიანთა სახალიფოსთან 954 წელს ის მძიმედ დამარცხდა, რომელიც მან გამოასწორა მომდევნო წლებში,კერძოდ კი 957 წელს სირიაში,გამარჯვებით. როდესაც 959 წელს რომანოზ II იმპერატორი გახდა, ნიკიფორეს და მისი ძმა ლეოს დაეკისრათ შესაბამისად, აღმოსავლეთის და დასავლეთის საველე არმიების თაოსნობა. 960 წელს 27,000 მენიჩბე და მეზღვაური დაჯგუფებულ იქნა 308 გემიან ფლოტზე, რომელსაც 50,000- იანი ლაშქარი გადაჰყავდა. გავლენიანი პირის რჩევით, იმპერატორმა რომანოზ II-მ ნიკიფორეს ანდო სამხედრო ექსპედიციის თაოსნობა, რომელიც კრეტის საამიროს წინააღმდეგ მზადდებოდა. ნიკიფორემ 9 თვიანი ალყის შემდეგ აიღო სარკინოზების მიერ დაპყრობილი ქალაქი ჩანდაქსი(ჰერაკლიონი) და 961 წელს მთელი კუნძული წაართვა მუსლიმებს. მიუხედავად ამ ბრწყინვალე გამარჯვებისა მას უარი უთხრეს ბიზანტიელთათვის ჩვეული ტრიუმფის დიდებაზე და მხოლოდ ჰიპოდრომზე ოვაციებით გამხნევების უფლება მისცეს. 962-962 წლის კამპანიებში გონებამახვილური სტრატეგიის შედეგად მან დაიპყრო კილიკიის ქალაქები და სირიაშიც შეიჭრა სადაც აიღო და დაიმორჩილა ქალაქი ალეპო თავის დისწულთან იოანე ციმისკესთან შეთანხმებით თუმცა მან აქ ფეხი ვერ მოიკიდა და ხანგრძლვი დაპყრობები ვერ შეძლო. მიუხედევად ამისა მისი მხედართმთავრული ნიჭის წყალობით, რომელიც მან ამ კამპანიების დროს გამოიჩინა მას შეარქვეს სარკინოზთა ფერმრკრთალი სიკვდილი. ალეპოს აღების დროს, ქალაქის ემირის სასახლის ძარცვის შედეგად ბიზანტიის არმია დაეუფლა 390,000 ვერცხლის დინარს, 2,000 აქლემს, და 1,400 ჯორს. მან, საკმაოდ ადრეულად, ცოლად შეირთო სტეფანო, თუმცა ის გარდაიცვალა მანამდე სანამ ნიკიფორე სახელს მოიხვეჭდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ნიკიფორემ ფიცი დადო, რომ სხვას აღარავის შეირთავდა, რამაც ბოლოს მას პრობლემები შეუქმნა.

ტახტზე ასვლა

963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები ბასილ II და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანო დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ს მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა.